განხილვაკინემატოგრაფიასაკითხავი

როგორ შეიქმნა მწვანე კოდი “Matrix”-ში

დიდია ალბათობა, რომ ფილმ “Matrix”-ის ყურების შემდეგ შავ ეკრანზე მორბენალი მწვანე სიმბოლოების გამოსახულება ყოველ თქვენგანს ღრმად აღებეჭდა მეხსიერებაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს კოდი ფილმში სხვა არანაკლებ შთამბეჭდავ სცენებთან ერთადაა წარმოდგენილი, იგი “Matrix”-ის ყველაზე ცნობად სიმბოლოს წარმოადგენს. კოდი გამოიყურება მიმზიდველად და შესანიშნავად გამოხატავს Wachowski-ს შედევრის არსს: იქნებ სამყარო ილუზიაა? იქნებ ყველაფერი დაპროგრამებულია?

გადიოდა თვეები და წლები, „Matrix” პოპულარობას იხვეჭდა და მაყურებელი დაინტერესდა – საიდან გაჩნდა სიმბოლოები, რომლებითაც ფილმში ასახული „ციფრული წვიმა“ შედგება? კითხვაზე პასუხი იმაზე არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე ფილმის სხვადასხვა საიდუმლოება. 2017 წელს CNET-მა გაავრცელა ცნობა, რომ ეს კოდი იყო უბრალოდ სუშის რეცეპტების ნაკრები.

Simon Whiteley – იგი ავსტრალიაში Animal Logic-ის პროდიუსერია და მას აგრეთვე უწოდებენ „ადამიანს, რომელმაც მატრიცას კოდი შექმნა“. იგი აცხადებს, რომ „ციფრულ წვიმაზე“ მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, როდესაც Lana და Lilly Wachowski-ებმა ვეტო დაადეს დიზაინერების მიერ შექმნილ წინა ვერსიას.

„Wachowski-ები თვლიდნენ, რომ კოდის დიზაინი ძველმოდური და ტრადიციული იყო. მათ სურდათ, რომ იგი ყოფილიყო უფრო მეტად იაპონური, მანგას სტილში“ – აცხადებს Whiteley. – „და მათ მთხოვეს, ხომ არ მსურდა კოდზე მემუშავა დიდწილად იმის გამო, რომ ჩემი მეუღლე იაპონელია და მას შეეძლო დამხმარებოდა სიმბოლოების შერჩევაში“.

ასე, რომ Whiteley წავიდა სახლში და შთაგონების საპოვნელად დაიწყო იაპონური კულინარიული წიგნების ფურცვლა, რომლებიც მის მეუღლეს ეკუთვნოდა. ერთ-ერთმა წიგნმა მისი ყურადღება მიიპყრო, რეცეპტების გამოყენებით კი საბოლოოდ შეიქმნა ფილმის საკულტო დეტალი – ციფრული კოდი.

რამოდენიმე კვირის განმავლობაში Whiteley გულმოდგინედ ამუშავებდა და ხელით ხატავდა თითოეულ იაპონურ იეროგლიფს. შემდეგ კი ნიმუში წაუღო Justin Marshall-ს, რომელიც ამჟამად Animal Logic-ში მუშაობს მხატვრად და ვიზუალური ეფექტების შემქმნელად, რათა მას შეგროვილი სიმბოლოები ციფრულად ექცია და დაეწერა კოდი, რომელიც კასკადით „ვარდება“ მთელ ეკრანზე. თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, რომ სიმბოლოები უნდა გადაადგილებულიყო ეკრანზე მარცხნიდან მარჯვნივ, თუმცა Whiteley-ს აზრით იგი არანაირ ემოციას არ იწვევდა.

Whiteley დაუბრუნდა პირველწყაროს. ისევე, როგორც უმეტესობა იაპონური ტექსტი – წიგნი იკითხებოდა ზემოდან ქვემოთ. ამიტომ Whiteley-მ სთხოვა Marshall-ს, ამოეტრიალებინა კოდი ისე, რომ იგი სიმბოლოები ზემოდან ქვემოთ ჩამოსულიყო – ასე დაიბადა ისტორია.

Whiteley გაოცებულია, რომ მატრიცის მწვანე კოდმა ასეთ პოპულარობა მოიპოვა. მისი თქმით, კოდის შექმნა მისთვის ადვილი იყო.

Whiteley აცხადებს, რომ ის და მისი მეუღლე დღემდე ინახავენ სუშის რეცეპტების წიგნს, რომელიც მას კოდის შექმნაში დაეხმარა, ახლა კი უკვე საკმაოდ შელახულია, თუმცა უარს ამბობს ამ წიგნის სახელწოდების დასახელებაზე – სურს შეინარჩუნოს „ცოტა იდუმალება და მაგია“.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button