სიმღერის ტექსტები

იბერეთი – ქალავ სიცოცხლე

აღმა ქალი დავინახე,
რა პირმტაცი რა ქალიო,
ნაპირს აქეთ გადმომძახა,
იქნები ჩემი ქმარიო?

ქალავ სიცოცხლე დამწველო გულისა,
თითები გიგავს ბროლისა თლილისა,
ჩემი ხარ ეგ წელი მე სურო მგონია,
ნეტავ, სად წამიხვალ რა ბედი მქონია.

წამოდი მთაში არ არის ცუდი,
ლექსები გითხრა, რას შეგადარო,
დაგიწნა თეთრი ზამბახის ქუდი,
ჩემო დიდგულა, პატარა ქალო.

შორს აგიშენო თეთრი კარავი,
სიყვარულივით ჩუმი, მდუმარი,
არ შეგაშფოთებს მეტი არავინ,
ისევ ჩვენ ვიყოთ ჩვენი სტუმარი.

არ დასხდებიან ხევსურნი,
ქუდის სასმენად ბანზედა,
ქალაუ ჩემთან გადმოდი,
ნუ გამირბიხარ განზედა

ქალაუ შენმა მანდილმა,
ჰაერში აიფრიალა,
სახე გამოჩნდა ტოლებმა,
ელვარემ გაიკრიალა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button