
ჰეი, ბიჭებო
ჰეი, ბიჭებო
სევდა ჩუმად ათოვს დღეებს,
გველოდება ისევ ბრძოლა
და ქარს მიაქვს ჩევნი ხმები შორს.
თუ რამ გინდათ დღეს გვითხარით,
ხვალ იქნება ალბათ გვიან
არ დარჩება მოგონების დრო.
მზე ამოვა სისხლის ფერი
და პატარა ათინათი
გადმოგვხედავს სევდიანად ჩვენ,
ისევ ისე ბრძოლა გველის,
ისევ ჩვენთან არის ღმერთი,
ისევ დგება გადამწყვეტი დღე.
ჰეი ბიჭებო ამ გიტარას ისევ,
დავაწყვიტოთ სიმები.
ჰეი და ისევ შავი ღამის ჯინზე,
გავათენოთ სიმღერით
და ვიმღეროთ თუნდაც ერთი,
თუნდაც ბოლო სიმღერა.
დედა საქართველოს ლოცვით,
დაგვიფარავს ეს მანდილი,
გვახსოვდეს, რომ ქართველები ვართ.
მიფრინავენ ისევ წლები,
ისევ დგება ჩვენი ჯერი,
მამულისთვის ისევ ვიღებთ ხმალს.
მზე ამოვა სისხლის ფერი
და პატარა ათინათი
გადმოგვხედავს სევდიანად ჩვენ,
ისევ ისე ბრძოლა გველის,
ისევ ჩვენთან არის ღმერთი,
ისევ დგება გადამწყვეტი დღე.
ჰეი ბიჭებო ამ გიტარას ისევ,
დავაწყვიტოთ სიმები
ჰეი და ისევ შავი ღამის ჯინზე.
გავათენოთ სიმღერით
და ვიმღეროთ თუნდაც ერთი,
თუნდაც ბოლო სიმღერა.