სიმღერის ტექსტები

ანანური – ეგ სახე

ეგ სახე მყინვართან სარკეში მინახავს,
მაღალ მთებს ქარაფებს აფრქვევდი მინანქარს,
ეგ თმები კლდეებზე ჩანჩქერად მინახავს,
ალი ხარ ქალი ხარ მითხარი ვინა ხარ?
არ გეყო ძალით რომ დაიპყარ ეს გული,
მერე მთებს მიადექ რისხვით წარბშეკრული,
უფრთხილდი ლამაზო მთა განა გულია,
აქ ყველგან ქარი ქრის, მთაც განაბულია.
მე შენი სიმკაცრის ნაპრალში ვარდები,
ძვირფასო საშველად ნუ დაგვიანდები,
მე ყველა ნაპრალზე ეგ მეტად მაშინებს,
კვლავ ხელი მომხვიე კვლავ გადამარჩინე.
მივდივარ მივყვები ჭიუხში მთამსვლელებს,
ხან ქარი მიბერავს ხან წვიმა მასველებს,
მე შენმა სურვილმა მთამსვლელად მაქცია
წერაქვი მიჭირავს წრიაფი მაცვია.
ეგ სახე მყინვართა სარკეში მინახავს,
მაღალ მთებს, ქარაფებს აფრქვევდი მინანქარს,
ეგ თმები კლდეებზე ჩანჩქერად მინახავს,
ალი ხარ ქალი ხარ მითხარი ვინა ხარ.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button