სიმღერის ტექსტები

ო ეს ეკლესია

ო, ეს ეკლესია რა დიდებულია
კიბეზე ჩამოვდივარ მარტო,
არსად მეჩქარება არსად მე მელიან
კვლავ შენთან შეხვედრას ვნატრობ!

არსად მეჩქარება არსად მე მელიან
კვლავ შენთან შეხვედრას ვნატრობ!

არ ვიცი რად მოხდა ჩვენი განშორება
გარდასულ ოცნებებს ვფარავ,
უფლება არა გაქვს, არ გადამეჩვიო
სხვას არ მიეჩვიო არა!

უფლება არა გაქვს, არ გადამეჩვიო
სხვას არ მიეჩვიო არა!

შენ რომ მიმატოვო ვის უნდა შევჩივლო
ვინ მატყვის წუხილი კმარა,
დედიკოს გაფიცებ არ გადამეჩვიო
სხვას არ მიეჩვიო არა!

დედიკოს გაფიცებ არ გადამეჩვიო
სხვას არ მიეჩვიო არა!

ხეები მატანენ სითბოს ალერსიანს
და სადღაც ზუზუნებს ქარი
თმებში რომ ნავარდობს შენი ალერსია
ო არა ქარია ქარი ..

თმებში რომ ნავარდობს შენი ალერსია
ო არა ქარია ქარი ..

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button