
სიმღერის ტექსტები
ხევსურული სატრფიალო
ამაღამ ჩემთან არა ხარ,
ჩემ თვალწინ მხოლოდ ქედია,
ვეღარც კარავში შევსულვარ,
ვეღარც წინ გადმიხედია.
ქედზე გადმოვალ მგელივით,
ხევ-ხევ დავყვები მდინარეს,
რომ კერის შუქზე შეგავლო,
თვალები წყნარად მძინარე.
მაღლა შემართულ წარბივით
ქედი წინ გადამეღობა,
მე კი აქედან შენამდის
ერთი გაფრენაც მეყოფა.
შენ ჩემო ღამის ვარსკვალო,
ქალო შავ წამწამიანო
ცისკრის მოსვლამდის მელოდე,
თუ მოსვლა დავაგვიანო.
ამაღამ ჩემთან არა ხარ,
ჩემ თვალწინ მხოლოდ ქედია,
ვეღარც კარავში შევსულვარ,
ვეღარც წინ გადმიხედია.