სიმღერის ტექსტები

აფხაზეთზე

ისევ ისე გელოდებათ აფხაზეთი,
რომ ერის ხმამ ძველებურად იჭექოს….
რომ გვიყვარდეს უფრო მეტად ერთმანეთი
აფხაზეთში ნაომარო ბიჭებო.

ისევ ისე გელოდებათ აფხაზეთი,
მზე უთქვენოდ სოხუმშიაც არ მზეობს!
საქართველოვ! არასოდეს დამთავრდები,
ღმერთი იცავს ქართველების სამზეოს.

ვიდრე ჩვენში ჟღარ-მიმინოს გულიც მღერის,
არ ჩაქრები წინაპართა სანთელო,
გაუმარჯოს მამუკას და სხვა ბიჭების,
აფხაზეთში ნაომარ საქართველოს,
გაუმარჯოს მამუკას და სხვა ბიჭების,
აფხაზეთში ნაომარ საქართველოს.

გაუმარჯოს მამუკას და სხვა ბიჭების,
სიმართლისთვის ნაომარ საქართველოს…

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button