სიმღერის ტექსტები

ანსამბლი პირიმზე – თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნას

შენმა ჰანგებმა დაგვიტკბო სმენა,
აგვიხმიანა სხვაგვარად გული.
უხილავ მტერთან მოიგე ბრძოლა,
გამოაღვიძე ქართული სული.

ბულბულის ხმაზე ამღერებული
გალობდი ტკბილად ხევსურულ ნანას,
ხან სიყვარულზე ამღერდებოდი,
ფშაურ კაფიას მღეროდი ხანაც.

სამშობლო შენი სახატე იყო,
ღვთის სიყვარული გიჟღერდა ხმაში.
უფალთან ახლოს გეწადა ყოფნა
და ამიტომაც წახვედი მთაში.

სიმღერებს სუნთქვა შემორჩა შენი,
რითმებში შენი ღიმილი ხარობს.
ანგელოზებთან წასული ცაში
და ახლა უფლის დიდებას გალობX2
ანგელოზები ხარობენ ღმერთთან
შენც უფალთან ხარ ბულბულის დარო.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button