სიმღერის ტექსტები

დები ნაყეურები – გაზაფხულის წვიმა

გაზაფხულის წვიმა მინდა მე აპრილის თქეში,
გვირილის და მზის შეხვედრა ატმის სამყოფელში.
შენს ნაწნავში ბზის ჩატნევა და დამალვა ქვევრში,
მზეზე თბილი კოცნა მინდა ღიმილის კუთხეში.

სიცოცხლეზე მეტად მიყვარს შენი მზის ქვეშ ყოფნა…
მინდა შენთვის ზვრების გაშლა და სიცოცხლე ვაზის .
დაბრუნებულ წისქვილს უსწრებს შენით გულის შფოთვა
და სიკვდილი მირჩევნია შენთან გაყრას ამ გზის.

შატილის ცის ვარსკვლავები არეკლილი თვალში,
ჩარგლის ფერდზე შემოდგომა, მოლოდინი ზამთრის.
მიყვარს შენი ტკბილი სუნი, ფოთიალი თმაში…
სავსე მთვარის სიყვითლე და მოლოდინი ავდრის.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button