რობერტ ბარძიმაშვილი – თბილისური მუხამბაზი
წლები გადის, წლები გადის
ბევრმა დრომ გაიარა
და ცრემლებმა ჩემს თვალებზე
დიდი ხანი იარა;
როგორ მიჯობს მე უშენოდ,
დარდსაც ვეღარ ვერევი,
სხვისთვის ვცოცხლობ, სხვისთვის ვმღერი
სიმღერას ვერ ველევი.
როგორ მიჭირს მე უშენოდ
დარდსაც ვეღარ ვერევი,
სხვისთვის ვცოცხლობ, სხვისთვის ვმღერი,
სიმღერას ვერ ველევი.
ეს ცხოვრება ლამაზ-ლამაზ სიმღერებში გავატარე,
თბილისურად ვიცხოვრე და გულით გავიხარე.
ერთი ქალი მიყვარდა გულით დავატარე,
ვერა, ვერა, ვერ გამიგო წარსულს მივაბარე.
ეს ცხოვრება ლამაზ-ლამაზ სიყვარულში გავატარე,
ბევრი ვიცინე და ცრემლიც ბევრი ვღვარე.
მერე ყველაფერი წარსულს მივაბარე,
ვისაც მე ვუყვარდი მეც ის შევიყვარე.
ისევ გავშალე სულის აფრები
კვლავ უსაშველოდ ღიმილი მინდა
ძველი თბილისის მუხამბაზები
შემომაშველეთ ცისფერი მთიდან.
ლალე ლალებიო გენაცვალებიო
თბილისს შემოევლოს ჩემი ჰანგებიო, ჰანგებიო.
ერთი ქალი მიყვარდა გულით დავატარე,
ვერა, ვერა, ვერ გამიგო წარსულს მივაბარე.
არ მინდოდა არ მინდოდა სიყვარული ამდენი,
რად მინდოდა, რად მინდოდა თუკი ასე წახვედი!
ვერ მოშუშდა, ვერ მოშუშდა შენგან დიდი იარა
და ცხოვრების სიხარულმა მე გვერდზე ჩამიარა.
როგორ მიჭირს მე უშენოდ
დარდსაც ვეღარ ვერევი,
სხვისთვის ვცოცხლობ, სხვისთვის ვმღერი,
სიმღერას ვერ ველევი.