სიმღერის ტექსტები
გეფერები, უსასრულოდ გეფერები
ამ საღამომ მომანატრა შენი თავი,
განშორებით სული ისევ იწყენს.
ვერ ვივიწყებ შენს სიყვარულს, ვერ ვივიწყებ,
ტკივილიან მოგონებებს ვიწვევ.
შენ გადარებ ვარსკვლავებს და გაზაფხულებს,
შენს სიყვარულს დავიფიცებ ისევ.
შენ მასწავლე სიყვარული, სილამაზე.
მენატრები, ვერ გივიწყებ ისევ.
აღარ მოვალ შენთან, მინდა დამავიწყდე,
შენზე ფიქრებს მოვერევი, ვიცი.
ამ საღამოს ასე რატომ მომენატრე,
ნუთუ ისევ დავარღვიე ფიცი.
უცნაური იყო ჩვენი სიყვარული,
დაილია ცოდვიანი გული,
ნისლში ცურავს სული, რწმენა დაკარგული,
ზეცა არის სევდით დაბინდული.
გეფერები, უსასრულოდ გეფერები,
დავიწყებულ სიყვარულში გიწვევ.
შენ მასწავლე სიყვარული, სილამაზე.
მენატრები, ვერ გივიწყებ ისევ.