
სიმღერის ტექსტები
თეონა ქუმსიაშვილი – დილაო ავდრიანაო
შენ ჩემო დიდო ტკივილო,
დილაო – ავდრიანაო.
.. ძლივს აჩენილო ღიმილო,
ღიმილო – დარდიანაო X2
მისამღერი:
.. შენ რომ ფიქრობდი, არც აგრე…
რომ ვფიქრობ, აგრეც არაო…
.. ცეცხლი მოგედოს, ქალთა მზევ,
მეც შენთან მაბრიალაო X2
მე თუ არ მეტრფის – დაიწვას
თვალები – ნაღვლიანაო.
შენ, ჩემო დიდო ტკივილო,
დილაო – ავდრიანაო.
ძლივს აჩენილო ღიმილო,
ღიმილო – დარდიანაო.
შენ ჩემო დიდო ტკივილო,
.. დილაო – ავდრიანაო X2