სიმღერის ტექსტები
გიორგი გოგოლაური – გულის ტრფიალო
რა ლამაზი ხარ ქალაუ
დალალებს გშვენის წელზედა,
.. ქალავ სწადიხარ ჩემს გულსა
ფიქრს ვერ ვიშორებ შენზედა X2
ჩამოივლიდე როკვითა
წყაროს პირს მარტოდ კოკითა
.. ვნატრობ რომ ჩაგიხუტებდე
და აგავსებდე კოცნითა X2
რად მემალები მალ მალ მე
გულს რად ამივსებ სევდითა
.. გამოჩნდი გამოანათე
ბუნება ხარობს შენითა X2
მოგიტაცებდი ჩუმადა
და წაგიყვანდი შინაო
.. ნურვინ მეცილოს შენს თავსა
მიყვარხარ თვალის ჩინაო X2
.. სხვისკენ ნუმც გაიხედავდე
მე გეყოლები შინაო X2