სიმღერის ტექსტები
გიორგი ჩიტაური – მთის სატრფიალო
შენი თვალები რა თვალებია
მე ეგ თვალები გულით ვატარო
მე მინდა კარგო გულში ჩაგიკრა,
ქვეყნად გატარო, შემოგატარო.
გაზაფხულდება, აგუგუნდება
სვეტიცხოველის წმინდა ზარები.
შენ სხვა წაგიყვანს ძვირფასო, მაგრამ
იმაზე ძლიერ მე მეყვარები.
გუშინ მათრობდა შენი თვალები,
ახლა იცოდე ღვინომ დამათრო.
დღეიდან ღვინოს დავეწაფები,
აღარ ვიფიქრებ შენზე არასდროს.
ღვინო–არაყი მე ვერ დამათრობს,
ყანწებით რომ ვსვა ჩემო სიცოცხლე.
მე მხოლოდ შენი თვალები მათრობს
და ეგ თვალები ღმერთო მიცოცხლე.
მზე რომ გამოვა, გამოიდარებს
გარეთ გამოვლენ ბევრი ქალები,
მაგრამ არავის აღარ ექნება
შენზე ლამაზი შავი თვალები.