სიმღერის ტექსტები

ღვინოვ კახურო

ღვინოვ კახურო ვარ შენი მსმელი,
გინდ თეთრი იყო გინდა წითელი
შენა ხარ ჩვენი, შვება და ლხენა
შენგან არ მახსოვს ოდნავი წყენა.

ღვინოს შეჰხარის კაცი თუ ქალი,
ყველას ღვინისკენ უჭირავს თვალი.
როცა გადაჰკრავს არა ჰყავს დარი
მისთვის ღიაა სამოთხის კარი.

ღვინო გვიბიძგებს ეშხის ალერსად,
სულწასულები ვეტრფით ქალებსა!
შმაგად ვუკოცნით ლამაზ თვალებსა,
ადრე მიწევდა წარბ წამწამებსა!

ერთს კიდევ გეტყვით ქალების ამბავს
ზოგი გოგონა სულს განგებ ნაბავს
ვაჟკაცის ხელსა ის არ იკარებს
სიბერის ხანს კი მწარედ ინანებს.

ღვინოვ კახურო ვარ შენი მსმელი,
გინდ თეთრი იყო გინდა წითელი
შენა ხარ ჩვენი, შვება და ლხენა
შენგან არ მახსოვს ოდნავი წყენა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button