სიმღერის ტექსტები

ბინდისფერია სოფელი

ბინდისფერია სოფელი თანდათან უფრო ბინდდება
რა არის ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება
რა არის ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება
ჩვენს ნასახლარზე ოდესღაც ბალახი აბიბინდდება

იმასაც მოკლედ უვლია, ვის გრძლად ეგონა იარა
თოფს ჟანგი შესჭამს, ჟანგს – მიწა, კაცის გულს – დარდი-იარა
მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგვყრის იარაღს
ჩვენ რას წავიღებთ იმ ქვეყნად, სხვას არა წაუღია-რა

ლექსო ამოგთქომ ოხერო, თორო იქნება ვკვდებოდე
და შენ კი ჩემდა სახსოვრად სააქაოსა რჩებოდე
მოსთქომდნენ ჩემებრ სწორები, ფანდურის ხმაზე ყვებოდნენ
ქვეყანა მხიარულობდეს და მე საფლავში ვლპებოდე
მოსთქომდნენ ჩემებრ სწორები, ფანდურის ხმაზე ყვებოდნენ
სახლო არ დაინგრეოდე, ცოლო არ გასთხოვდებოდე

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button