სიმღერის ტექსტები

თინა ნიკაბაძე – ზაფხულის ერთი ლამაზი დღე იყო..

ზაფხულის, ერთი ლამაზი დღე იყო..
შენ რომ დაგინახე და ღამე დაიწყო..
ორად გაიყო, დღისგან გამოიყო..
შებინდდა და უცებ გრიგალი დაიწყო..
მე რომ შემიყვარდი, სიცივე დაიწყო.
და ლამაზი ღამისგან წყვდიადი წარმოიშვა.
მთვარებ ფერებში დილა ჩამალა.
და გათენება უკვე გვიან იყო…
ისევ დაგინახე და ტირილი მომინდა..
ღამისფერ თვალებიდან ცრემლი წამოვიდა..
ლოყაზე ჩამოვიდა.. ნიკაპს დაეკიდა..
რა უცებ გაქრა და ნეტავ სად წავიდა..
შენთან წამოვიდა.. წერილი მოგიტანა
ჩემი სიყვარულის ხელით დაწერილი..
რომ მოვა გეტყვი ვინ გამოატანა..
ნუ გაგიკვირდება და მე თუ ვიქნები..
ნუ მომწერ არ გინდა.. მხოლოდ წაიკითხე ..
პასუხს რომ გნახავ მე თვითონ მივხვდები..
სახეზე გეწერება სიყვარულის ნაწერი..
თუ არ დაწერა და იქვე მოვკვდები..
სახეზე გეწერება სიყვარულის ნაწერი..
თუ არ დაწერა და იქვე მოვკვდები..
ნაინანანანანანანა..
მადლობა ოცნებებს, მადლობა ღმერთს
გეტყვი იმას მე რასაც არ ვწერ
ფიქრებში გართულ მომაკვდავ ერს
ეჭვიანობის სარკმელი კბენს..
ქუჩაში ობლად გამოწვდილ ხელს
ნუ დამანახებ გაგიმხელ მე.
უსამართლობას ნუ მაზიარებ
სხეულს დავუტოვებ მე მკვეთრ იარებს
დიდ სიყვარულზე ნუღარ მოყვები
ვიცი კარს იქით სულ სხვას მიყვები
გზა და გზა ფიქრით უკან ბრუნდები
ვაი თუ დაგრჩეს სხვისი მუზები
მადლობას ვუხდი შეცდომებს დღეს
ვერ გაპატიებ და თავს ვერ ვდებ
ასე მოწყენა თუ შეეძლო მზეს
თვით მთვარეც დათმობდა ოცნებებს ბნელს
არ გეტყვი მე თუ გავიფიქრებ ბევრს
ადიდებულუ მთა წმინდის ველს
სულ მარტო ხოხიალით ავივლი
თუ ეს უშველის დამთავრდეს.
და მერე შევქმნი მე სამყაროს ჩემს.
სადაც დავხატავ მწვანე გზებს
მადლობა ოცნებებს
მადლობა ღმერთს
იქ მაინც ვიტყვი რაც ვერ ვთქვი დღეს..

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button