ცეცე – დაბოლილი მხატვარი
ისე მომენატრა დილით შენი სინაზე..
ისევ დილით სასთუმალთან მაგრად გინატრე..
ისევ გამიტაცეს ოცნებებმა წვიმამდე..
ჰოდა მე ვიწვიმებ კვირიდან კვირამდე..
ხედავ ამერია გრძედი და განედი..
არ გეგონოს თამაშიდან ისევ გავედიი..
მაპატიე თუ როდესმე შენგან წავედიი.
მაგის დედაც შეცდომებში მაგრად გავები..
ვესაუბრები ძველის ძველ სურათს..
ფიქრი დღე და ღამე ცა ფეხით ბრუნავს..
ანდა ყველაფერი გულში როგორ დავტიო..
არ მიტირია გიტარას ვუკრავ..
თავისუფლება ჩემს ვნებებს ფარავს..
თუმცა მხოლოდ შენ იცი ეს ლექსი ვისია..
თუკი მე რამე ლამაზი მქონდა..
მე მაგ ხელებისთვის გადამიცია..
შენთვის ავაშენე პატარა ქალაქი..
ოცნებების გზები სიყვარულის გავაბი..
ჰოდა ამ ნახატებს ფერები რომ უხმება..
სადღაც დაბოლილი მხატვარი კი კვდება..
მაპატიე თუ გითხარი მიყვარხარო..
მაპატიე თუ წამომცდა ჩემი ხარო..
ვიცი გამაგიჟებს ცრემლიანი თვალები..
შენ გული დაგეძებს ნუ დაემალები..
სადა ხარ? მერე სადა ხარ?
შენ ხვალ. მერე სადა ხარ?
ვაჩერებ დროს წამებს ვერ ვერევი
დაბოლდი ჩემსავით გაშალე ხელები
ვაჩერებ დროს წამებს ვერ ვერევი
იფიქრე ჩემსავით გახუნდა ფერები.
მე ხომ შენს არსებას ჩემი კერპი ვუწოდე..
მინდა სანთელივით მუდამ შენთვის ვიწვოდე..
ხოდა ქაღალდის გემს ტალღები რომ ასკდება..
უშველე სანამ ის ჰორიზონტს გასცდება..
როცა ჩემს სარკმელთან ცისარტყელა გაჩნდება..
ჩემი კოცნა სინანულით გაგახსენდება,
წვიმის წვეთი მე ვარ ტუჩებზე რომ გადნება
ეს წვიმა შენია სხვას არ ეკარება..
ყოველთვის როცა ცეკვავემ ქარები
შენზე ოცნებობენ ეს უძირო თვალები
იცოდე ზეცას მე კიბეს მივადგამ
ამოვალ იქ სადაც გედები მინახავს
რისთვის დავიწყო დილიდან სიცოცხლე
ხედავ ამ სიყვარულს რა ძალა ქონია
მხრებში გაშლილი მოხუცი ფიქრები
შენთვის მღერიან ასე მგონია..