გიბონა – დღეები
დღეები დღეებს მისდევდა
წამი კი ყოველ წამს
დრო გადიოდა ოცნებით
კვლავ ვიტყუებდი თავს
მზეს მთვარე შეყვარებია
ღრუბელს უძირო ცა
მაგრამ ამ გრძნობას ჩემსავით
ვერვინ ართმევდა თავს.
ალბათ ოდესმე შეგხვდები და
გამოგაყოლებ თვალს
შენ კი ჩაივლი ქუჩაში და
არც მოაბრუნებ თავს
აენთე თეთრი ლამპიონები
და ცას მიაღწევს სხივების კონა
მარადისობის ნათელი ფერი
გამოუცხადებს სამყაროს თოვას
გაივლის დრო და მოვა ზამთარი.
დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას
რომ შემცივდება დაბერავს ქარი
ჩემს გასართობათ არავინ მოვა
შენთვის ყოველთვის ვიმღერებ და
არ დაგავიწყებ თავს
შენ კი ჩემს დაკრულ სიმღერებზე
ხშირად დაუკრავ თაშს.
ღამის ფერები ანათებს კადრებს
განგება ისევ ძალუმად გვამცნობს
ქუჩაში მწვანე აენთო დარდებს
ჩემი ფიქრებიც მთელს ქალაქს მოსდო
ვიცი ოდესმე შევხვდებით და
გამოგაყოლებ თვალს
შენ კი ჩაივლი ქუჩაში და
არც მოაბრუნებ თავს
გაივლის დრო და მოვა ზამთარი
დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას
რომ შემცივდება დაბერავს ქარი
ჩემს გასართობათ არავინ მოვა