სიმღერის ტექსტები

გიორგი ტიგინაშვილი და მეგი გოგიტიძე – ოცნება

მინდა გაჩუქო ვარდები..
ვიცი რომ შეგიყვარდები..
მინდა გაგათბო მერე გაგაქრო
სიყვარული და ფიქრი გასწავლო

გაჩუქებ ყვავილს წვიმაში გაზრდილს
ჩაგკიდებ ხელს გადავდგამ მთებს
ხელს რომ გაგიშვებ უკან დავიხევ
სადმე დავჯდები ფიქრით დავთვრები

მოვა დრო და ჩემი გახდები
მოვა დრო და შეგიყვარდები

თენდება დილა და გული მტკივა
მარტო ვარ ისევ ფიქრებით ცისკენ
მე შენ დაგარქმევ წვიმას
ჩემს გულში გაზრდილ იას.

პირობას გაძლევ შენთან ვიქნები
და შეგიყვარებ მე შენ გპირდები
და შევიცვლები მე შენ გპირდები

ოცნება მას სულ თან დასდევდა
სიყვარულის ფერები მას არ ასვენებდა
მისი ფიქრები სადღაც შორს წასული
ჰორიზონტს გასული და გადაკარგული მას
არ ასვენებდა
მისი სიტყვები აკორდზე დასმული
ჰორიზონტს გასული და გადაკარგული
მას არ ასვენებდა

მოვიდა დრო გააგდო შორს
გადაუღებლად რატომ არ თოვს?
ცას რომ მოწყდება წვეთები
ვის დაეცემა ვერ ვხვდები და
პატარა ზღაპარი არ მთვარდებოდა
მან კარგად იცოდა რაც მოხდებოდა

მზე დამაქვს ხურჯინით და
დილიდან დილამდე
ღამიდან ღამამდე და კარგო – 4 ჯერ

ოცნება მას სულ თან დასდევდა
სიყვარულის ფერები მას არ ასვენებდა
მისი ფიქრები სადღაც შორს ქასული
ჰორიზონტს გასული და გადაკარგული
მას არ ასვენებდა…

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button