აიზენკის თეორია
აიზენკის აზრით, პიროვნების ფსიქოლოგიური თეორიის აუცილებელლი პირობა მისი დებულებების ობიექტური დასაბუთების შესაძლებლობა უნდა იყოს. ემპირიული პროცესების აღწერა, მხოლოდ პიროვნული ნიშნების ვერბალურ ჩამოთვლა და მათზე დაყრდნობით მანიპულირება არ არის საკმარისი მეცნიერული თეორიის ჩამოყალიბებისთვის. აიზენკის აზრით, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ პიროვნების კვლევის ზოგიერთი მეთოდის გავრცელებული ნაკლი–ცირკულარობა, (მაგ. “საიდან ვასკვნით, რომ ჯო აგრესიულია? იმიტომ რომ შეურაცხყოფას აყენებს მავანს. რატომ აყენებს ჯო შეურაცხყოფას? იმიტომ რომ ჯო აგრესიულია”), საჭიროა მივაგნოთ ისეთ კრიტერიუმს, რომლის ობიექტური შემოწმებაც შესაძლებელი Gიქნება. ამ სირთულის დაძლევის გასაღებს აიზენკმა ბიოლოგიაში მიაგნო.ამ მხრივ მასზე გადამყვეტი გავლენა პავლოვის შრომებმამოახდინაა. პავლოვს ის პირადად არასდროს შეხვედრია, მაგამმისი თეორიით შეიძინა ცოდნა პიროვნების სტრუქტურების ბიოლოგიური საფუძველების შესახებ. ამავედროს, იგი ამტკიცებს, რომ პიროვნების “ფესვები” ერთის მხრივ, ფიზიოლოგიაში, ენდოკრინოლოგიასა და ბიოქიმიაშია, ხოლო მეორეს მხრივ, საზოგადოებრივ მეცნიერებებში. ამიტომაც, აიზენკის აზრით, ფსიქოლოგიური კვლევის მიმართულებად, ამ ორიდან ერთი სფერო კი არ უნდა ამოვირჩიოთ, არამედ პიროვნების როგორც ბიოლოგიური, ისე სოციოისტორიული ასპექტები უნდა შევისწავლოთ. კეტელის მსგავსად, აიზენკიც მონაცემების დასამუშავებლად ფაქტორული ანალიზის მათემატიკურ აპარატს იყენებდა და მრავალრიცხოვანი ნიშნების რედუქციას ახდენდა.თუმცა კეტელისგან განსხვავებით, მან ნიშანთა სიმრავლე, როგორც შემდგომ ვნახავთ, მხოლოდ სამ ფაქტორხე დაიყვანა.ფაქტორული ანალიზის კვლევის მეთოდად გამოყენებას აიზენკი ინგლესელ პროფესორებს ბერტსა და სპირმენს უმადლის (რომელთა ლექციების აქტიური მსმენელიც იყო და რომელთა გავლენითაც მან ფსიქომეტრიულ მეთოდებს მიანიჭა უპირატესობა).მართალია, აიზენკი ფაქტორულ ანალიზს იყენებდა, მაგრამ ამავე დროს, ამტკიცებდა, რომ მხოლოდ აბსტრაქტული ფსიქომეტრული ძიებანი არ არის საკმარისი პიროვნების სტრუქტურის მახასიათებელთა გასაზომად; რომ მხოლოდ ფაქტორული გზით მიღებული ნიშნები და ტიპები ზედმეტად სტერილურია და მათ არ შეიძლება რაიმე მნიშვნელობა მივაწეროთ მანამ, სანამ არ დამტკიცდება მათი ბიოლოგიურიარსებობა. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ კვალს, აიზენკის თეორიაში აშკარად იგრძნობა იუნგისა და კრეჩმერის თეორიების გავლენა: აიზენკი თავის თეორიის ჩამოყალიბებისას ფაქტორული ანალიზით მონაცემთა დამუშავებამდე ე.წ. ჰიპოთეტურ-დედუქციურ მეთოდის იყენებდა.თავდაპირველად ის არსებული პიროვნების თეორიების ანალიზის საფუძველზე თეორიულ მოდელს-სქემას ადგენდა და მხოლოდ ამის შემდეგ აგროვებდა ამ მოდელის ლოგიკურად შესატყვის და დამამტკიცებელ მონაცემებს. დასაწყისშიმან გამოჰყო ორი განზომილება (ინტროვერსია-ექსტრავერია და ნეიროტიციზმი-ემოციური სტაბილობა), მოგვიანებით კი მესამე განზომილებაც (ფსიქოტიციზმი-ძლიერი სუპერ-ეგო) დაუმატა. პირველ ორ განზომილებას განსაკუთრებით ხანგრძლივი ისტორია აქვს. აიზენკმა მიუთითა, რომ ამ ორი განზომილების შესახებ მსჯელობას ჯერ კიდევ ორი ათასი წლის წინ ჰიპოკრატეს და გალენის ნაწერებში ვხვდებით.. შემდგომში, 1798 წელს იმანუილ კანტმა ეს ტიპები ტემპერამენტის შესახებ თავის შრომაში გამოიყენა და თავისებური ინტერპრეტაციით წარმოადგინა, და ბოლოს,მე-20 საუკუნის 20-იან წლებში კარლ იუნგის შრომებში ეს პარამეტრები ისევ გამოჩნდა (იუნგს ეკუთვნის ინტროვერსია-ექსტრავერსიის ტერმინის შემოტანა).მიუხედავად ამ ავტორთა შეხედულებებს შორის სხვაობისა, ძირითადი მსგავსება იმაშია, რომ ყველა მათგანი აღიარებს პიროვნების ორი დამოუკიდებელი ბაზისური განზომილების არსებობას.კრეჩმერის გავლენა კი თითოეულ განზომილებაში პიროვნულ ნიშანთა ცვლასა და მერყეობაში ვლინდება.(გაიხსენეთ კრეჩმერის თეორიიდან ციკლოთიმიკური და შიზოთიმიკური ტიპის ადამიანებისთვის დამახასიათებელი ნიშანთა სამი ჯგუფი. ციკლოთიმიკური ხასიათის ადამიანი არის: 1. გულღია, გულკეთილი, გულწრფელი, ალერსიანი. 2.მხიარული, იუმორის გრძნობით, მოძრავი, ცოცხალი, მგზნებარე. 3.ჩუმი, რბილი, მშვიდი, შთბეჭდილებიანი. ეს ნიშნები ხშირად ცვლიან ერთმანეთს. მეორეს მხრივ,შიზოთიმიკები არიან 1.ზედმეტად მგრძნობიარე, ტაქტიანი, დელიკატური, სენტიმენტალური, ესთეტი, ბუნების და წიგნის მეგობარი, მორცხვი. 2. ცივი, გულდახურული, ენერგიული, თანმიმდევარი, სერიოზული, სისტემატური, იუმორს მოკლებული.3. ინდიფერენტული. პედანტი, ადამიანების მიმართ უგრძნობი-გულგრილი, ზოგჯერ тупой-ც კი.სამივე ჯგუფის ნიშანი დამახასიათებელია შიზოთიმიკისთვის, მაგრამ უფრო ხშირად ჭარბობს რომელიმე მათგანი. თუმცა. ასევე გვხვდება შიზოთიმიკები, რომლებთანაც ყველა ეს ნიშანი ერთმანეთშია გადახლართული).
აიზენკის თეორია ტიპოლოგიური თეორიაა, მაგრამ ტიპის ცნება მას თავისებურად ესმის: ტიპი მისთვის კატეგორია კი არ არის, რომელიც პიროვნებას ზუსტად “ერგება”, არამედ ფართე განზომილება, კონტინიუმია.
ინტროვერსია ექსტრავერსია
——————————————————————————–
8 7 6 5 4 3 2 1 0 1 2 3 4 5 6 7 8
იხ. ნახ.#1. აიზენკისთვისინტროვერტი არის პიროვნებარომელიც ინტროვერსია-ექსტრავერსიის განზომილებაზე უფრო ახლოს ინტროვერსიის პოლუსთანაა. ზოგიერთი ადამიანის ქულები შეიძლება აღმოჩნდეს ამ განზომილების უკიდურეს ბოლო წერტილებზე, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა ინტროვერსიისა და ექსტრავერსიის პოლუსებს შორის, შუაში თავსდება. იგივე ითქმის დანარჩენ ორ განზომილებაზეც.
ნახ. 1.ინტროვერსია-ექსტრავერსიის განზომილება
როგორც უკვე აღვნიშნეთ თავის ადრინდელ შრომებში აიზენკმა მხოლოდ ორი ფაქტორი ინტროვერსია-ექსტრავერსია და ნეიროტიციზმი-ემოციური სტაბილობა გამოჰყო. მოგვიანები|თ კი მესამე განზომილება ფსიქოტიციზმი – ძლიერი სუპერ-ეგიდაუმატა.. ამასთან, არ გამორიცხავდა, რომ მომავალში შეიძლება კიდევ რომელიმე სხვა განზომილებაც გამოკვეთილიყო.
პიროვნების ელემენტების იერარქიული მოდელი
აიზენკის კონცეფციის მიხედვით, პიროვნების ელემენტები იერარქიულად არის განლაგებული. მან შექმნა ქცევის ორგანიზაციის ოთხდონიანი იერარქიული სისტემაE პირველი დონე–სპეციფიკური მოქმედებები ან აზრები. ეს არის ქცევის ან აზრების სპეციფიკური მანერა, რომელიც შეიძლება იყოს ან შეიძლება არც იყოს პიროვნების ინდივიდუალური მახასიათებელი. მაგალითად, მოსწავლე, რომელიც თუ ვერ იყვანს დავალებას, იწყებს გეომეტრიული ფიგურების ხატვას რვეულში. ეს ფიგურებისპეციფიკური რეაქციის შედეგია, მაგრამ თუ მთელი მისი რვეული არ არის აჭრელებული ამგვარი ნახატებით, ვერ ვილაპარაკებთ ამ მოქმედებაზე, როგორც ჩვევაზე. მეორე დონე – ჩვეული მოქმედებები ან ჩვეული აზრები.ეს არის მოქმედებები, რომლებიც გარკვეულ პირობებში მეორდება. თუ სტუდენტი მუდამ და ბეჯითად ცდილობს შეასრულოს და ბოლომდე მიიყვანოს დავალება, ასეთი მოქმედება მას უკვე ჩვევად ექცევა.სპეციფიკური რეაქციებიდან განსხვავებით, ჩვევები საკმაო რეგულარობითა და თანმიმდევრულობით ხასიათდება. ჩვევები ფაქტორული ანალიზის მეშვეობით სპეციფიკური რეაქციებიდან გამოიყვანება.
მესამე დონე – ნიშნები. აიზენკი ნიშანს განსაზღვრავს, როგორც მნიშვნელოვან, შედარებით პერმანენტულ (მყარ) პიროვნულ მახასიათებელს. ნიშანი რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული ჩვევისგან ყალიბდება. მაგალითად, თუ მოსწავლეს აქვს ჩვევა ყოველთვის შეასრულოს დავალება და სხვა სამუშაოებიც ბოლომდე მიიყვანოს, შეიძლება მას სიბეჯითის ნიშანი მივაწეროთ. ნიშნის დონის ქცევითი მახასიათებლები ფაქტორული ანალიზის მეშვეობით ჩვევებიდან მიიღება და ნიშანი განისაზღვრება, როგორც ჩვევათა სხვადასხვა ვარიანტებს შორის მნიშვნელოვანი კორელაციის შედეგი. კეტელის 35 პირველადი ძირითადი ფაქტორი ქცევის ორგანიზაციის სწორედ მესამე დონეს (ნიშნის დონეს) განეკუთვნება. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ კეტელმა აიზენკთან შედარებით ბევრად მეტი პიროვნული ფაქტორი გამოჰყო. მეოთხე დონე – ტიპები (სუპერფაქტორები).ტიპი რამდენიმე ერთმანეთთან კორელაციაში მყოფი ნიშნებიდან ყალიბდება. მაგალითად, სიბეჯითე შეიძლება დაკავშირებული იყოს ემოციური ადაპტაციის დაბალ დონესთან, სოციალურ სიმორცხვესთან და სხვა რამდენიმე ნიშანთან, რომლებიც ერთად ქმნიან ინტროვერტირებულ ტიპს. იდენტიფიკაციისთვისაიზენკმა ოთხი კრიტერიუმიგამოჰყო:
1. ფაქტორთა არსებობის ფსიქომეტრული დასაბუთება – ფაქტორი უნდა იყოს სტატისტიკურად სანდო და შემოწმებადი. სხვა მკვლევარებსაც, რომლებიც დამოუკიდებელი ლაბორატორიების წარმომადგენლები არიან, უნდა შეეძლოთ იგივე ფაქტორის მიღება.
2. ფაქტორი მემკვიდრულობით უნდა ხასიათდებოდეს და შეესაბამებოდეს არსებულ გენეტიკურ მოდელს.M ეს კრიტერიუმი გამორიცხავს B ნასწავლ (შეძენილ) მახასიათებლებს, როგორიცაა პოლიტიკური ან რელიგიური რწმენები და სხვ.
3. ფაქტორი თეორიისთვის, მისი არსისთვის რელევანტური და მნიშვნელლოვანი უნდა იყოს
4. მათემატიკური გზით მიღებული ფაქტორი უნდა უკავშირდებოდეს (არა აუცილებლად მიზეზშედეგობრივად) სოციალურ მოვლენებს, მაგალიყად, ნარკოტიკების მოხმარებას, გამორჩეულ სპორტულ მიღწევებს, ფსიქოტურ ქცევებს, დანაშაულს და სხვ.
აიზენკის აზრით, თითოეული ფაქტორისთვის არსებობს უტყუარი ფსიქომეტრული მტკიცებულებები.
1. ეს განსაკუთრბით ეხება პირველ ორ ფაქტორს. რაც შეეხება ფსიქოტიციზმს, იგი მოგვიანებით იქნა გამოყოფილი და ამიტომ ისეთი უტყუარი მტკიცებულებანი, როგორც პირველ ორ ფაქტორს, ჯერ კიდევ არ გააჩნია. ექსტრავერსია და ნევროტიზმი თითქმის ყველა შემდგომ ფაქტორულ-ანალიტიკურ კვლევებში სუპერფაქტორების სახით გამოიყო. მაგალითად, როისმა და პაუელმა აიზენკის E და N ფაქტორები კეტელის მეორე რიგის ფაქტორებს შეუდარეს და დაადგინეს რომ აიზენკის E(ექსტრავერსია-ინტროვერსია) შეესაბამება კეტელის QI (ექსვია/ინვიას), ხოლო N (ნეიროტიზმი-სტაბილობა)ფაქტორი კი ძალიან ჰგავს კეტელის QII–ს (შფოთვას). პიროვნების ხუთფაქტორიან თეორიაშიც დიდი ხუთეულიდან ორი – ნეოროტიზმი და ექსტრავერსია აიზენკის E-ს და N-ს შეიძლება შევუდაროთ.
2. აიზენკმა დაამტკიცა, რომ სამივე სუპერფაქტორისთვის არსებობს სერიოზული ბიოლოგიური საფუძველი. ამავე დროს, მან განაცხადა, რომ დიდ ხუთეულში შესულ ისეთ ნიშნებს, როგორიცაა „სოციალური დამყოლობა” და „კეთილსინდისიერება”, ბიოლოგიური საფუძველი არ გააჩნიათ.
3. სამივე ტიპი, განსაკუთრებით კი E და Nთეორიული თვალსაზრისითაც დასაბუთებულია: იუნგი,ფროიდი და სხვა თეორეტიკოსები მიუთითებდნენ, რომ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ინტროვერსია/ექსტრავერსია და შფოთვა/ემოციური სტაბილურობა, მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ქცევაზე. გარდა ამისა, ნევროტიზმი და ფსიქოტიზმი არ წარმოადგენენ მხოლოდ პათოლოგიური პიროვნებებისთვის დამახასიათებელ თვისებებს, თუმცა ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებს უფრო მაღალი შეფასებები აქვთ ამ ორი ფაქტორის გასაზომ სკალაზე. აიზენკმა სცადა ფსიქოტიზმის ფაქტორის თეორიული დასაბუთება იმ ჰიპოთეზიდან გამომდინარე, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მახასიათებლები ადამიანთა ძირითად მასაში უწყვეტად არის განაწილებული. ამ თვალსაზრისის მიხედვით, განზომილების კონტინიუმის ერთ ბოლოზე განლაგებულია მხოლოდ ისეთი ჯანმრთელი ნიშნები, როგორიცაა ალტრუიზმი, დადებითი სოციალური ადაპტაცია, თანაგრძნობა, ხოლო მეორე ბოლოზე კი –ისეთი თვისებები, როგორიცაა, აგრესიულობა, მტრული განწყობა, შიზოფრენიული რეაქციები. ადამიანი თავისი მახასიათებლებით ამ კონტინიუმის ნებისმიერ წერტილზე შეიძლება იმყოფოდეს. და არავინ მიიჩნევს მას ფსიქიკურად დაავადებულად. ამავე დროს, აიზენკმა შეიმუშავა ფსიქიკურ დაავადებათა აღმოცენების დიათეზისურ-სტრესული მოდელი, რომლის მიხედვითაც ზოგიერთი ადამიანი უფრო ადვილად ექვემდებარება დაავადებას, რადგანაც გააჩნია გენეტიკური ან შეძენილი მიდრეკილება ფსიქიკური დაავადებებისადმი. ეს მიდრეკილება (დიათეზისი) სტრესულ სიტუაციასთან ერთად ხელს უწყობს ფსიქოტური გამოვლინებების აღმოცენებას. აიზენკის ვარაუდით, ის ადამიანები, რომელთა მახასიათებლებიც P განზომილების უფრო ჯანმრთელ ნაწილზე არიან განლაგებულნი, ძლიერი სტრესის პერიოდშიც კი უფრო ნაკლებ დაექვემდაბარებიან ფსიქოტურ „ჩავარდნებს”. მეორეს მხრივ, არაჯანმრთელ პოლუსთან ახლოსმდგომ ადამიანში მინიმალური სტრესმაც კი შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოტური რეაქციები. სხვა სიტყვებით, რაც უფრო მაღალია ფსიქოტიციზმის მაჩვენებელი, მით უფრო ნაკლები სიძლიერის სტრესული გამღიზინებელია საკმარისი ფსიქოტური რეაქციების გამოსაწვევად.
4. აიზენკმა არაერთხელ მოახდინა იმის დემონსტრაცია (კვლევის შედეგებით), რომ მისი სამივე ტიპი დაკავშირებულია ისეთ სოციალურ მოვლენებთან, როგორიცაა, ნარკოტიკები, დამნაშავეობა, კიბოს და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა პროფილაქტიკა და ხელოვნება.
აიზენკი: „ადამიანის გენეტიკურად განსაზღვრულ მიდრეკილებაზეა დამოკიდებული ადამიანის მოქმედების თავისებურებები გარკვეულ სიტუაციაში”
სამივე სუპერფაქტორი –ექსტრავერსია, ნევროტიზმი და ფსიქოტიციზმი აიზენკის მიხედვით, უპირატესად, გენეტიკურ ფაქტორზეა დამოკიდებული. აიზენკის მტკიცებით, თითოეული ამ სუპერფაქტორის გამოვლინების ვარიაციის სამი მეოთხედი გენეტიკით აიხსნება და მხოლოდ ერთი მეოთხედი – გარემო პირობებით. მან ბევრი მტკიცებულება მოიპოვა პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში ბიოლოგიური კომპონენტის უპირატესი მნიშვნელობის შესახებ:
1.თითქმის იდენტური ფაქტორები იქნა აღმოჩენილი მთელს მსოფლიოში_”უგანდიდან და ნიგერიიდან დაწყებული იაპონიასა და კონტინენტურ ჩინეთამდე, დასავლეთ ევროპისა და ამერიკის კაპიტალისტური ქვეყნებიდან აღმოსავლეთის ბლოკის ისეთი ქვეყნების ჩათვლით, როგორიცაა საბჭოთა კავშირი, უნგრეთი, ბულგარეთი, ჩეხოკლოვაკია, იუგოსლავია” (1990წ.).
2. დადგენდა, რომ ადამიანს აქვს სამივე ამ განზომილების მიმართ დამოკიდებულების ხანგრძლივი დროით შენარჩუნებისტენდენცია.
3. ტყუპების შესწავლამ გამოავლინა, რომ მონოზიგოტურ (ერთი კვერცხუჯრედიდან) ტყუპებს ბევრად უფრო მსგავსი მახასიათებლები აქვთ, ვიდრე ერთი სქესის სხვადასხვა კვერცხუჯრედიდან, მაგრამ ერთად, ერთ პირობებში გაზრდილ ტყუპებს. ყველა ეს მონაცემი, აიზენკის აზრით ამტკიცებს, რომ ადამიანთა შორის ინდივიდუალური განსხვავებების მიზეზი გენეტიკური ფაქტორის უპირატესი მოქმედების შედეგია.
პიროვნების ძირითადი განზომილებები
I. ექსტრავერსია-ინტროვერსია
როგორც უკვე აღვნიშნეთ, აიზენკის მიხედვით, არსებობს განზომილება ექსტრვერსია-ინტროვერსია, როგორც კონტინიუმი, რომლის ერთ პოლუსზე ინტროვერტია, ხოლო საწინააღმდეგო პოლუსზე –ექსტრავერტი. ისევ გავიმეორებთ, რომ ზოგიერთი ადამიანის ქულები შეიძლება აღმოჩნდეს ამ განზომილების უკიდურეს ბოლო წერტილებზე, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა ინტროვერსიისა და ექსტრავერსიის პოლუსებს შორის, შუაში თავსდება. იგივე ითქმის აიზენკის დანარჩენ ორ განზომილებაზეც.
ტიპიურ ექსტრავერტს უყვარს მხიარულება, სოციალურად გახსნილია, ჰყავს ბევრი მეგობარი, რისკიანია, ყველაფერს ახალს ადვილად ამჩნევს, სწრაფად რეაგირებს, ოპტიმისტია, უდარდელია, უშუალოა ემოციების გამოხატვაში, დიდად საიმედო არ არის და მისი მხრიდან შეიძლება ადგილი ჰქონდეს საზოგადოებრივი ნორმების დარღვევას.
ტიპიური ინტროვერტი საწინააღმდეგო თვისებებით ხასიათდება: თავის თავში ჩაღრმავებული პიროვნებაა, არ არის ძალიან მხიარული, არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, გარემო გამღიზიანებლებს თავს არიდებს, ენდობა ძალიან ცოტა ადამიანს დაისიც, ძალიან ახლობელ მეგობრებს, არ უყვარს რისკი, არ არის იმპულსური _ სანამ რაიმეს გააკეთებდეს, კარგად დაფიქრდება, აკონტროლებს თავის ემოციებს, პესიმისტურად არის განწყობილი და, უფრო ხშირად, მოწყენილია. სიმედო პიროვნებაა და მისი ქცევა საზოგადოებრივ ნორმებზეა ორიენტირებული. როგორ ხსნის აიზენკი ინტროვერსიასა და ექსტრავერსიას შორის განსხვავებას? აიზენკის აზრით, ამ განსხვავების მთავარი მიზეზი არის თავის ტვინის ქერქის აგზნებადობის დონე, რომელიც, ძირითადად, მემკვიდრეობითია და არა შეძენილი – ნასწავლი. ამ თვალსაზრისს აიზენკის აგზნება-შეკავების ჰიპოთეზა უწოდეს. ამ თვალსაზრისის მიხედვით, ტვინის ღეროს მიდამოებში მდებარეობს ცენტრი, რომელიც პასუხისმგებელია დიდი ტვინის ქერქში აგზნება-შეკავების დონის განსაზღვრაზე. ეს ცენტრი არის ე.წ. რეტიკულარული ფორმაცია,, რომელიც გამოიმუშავებს აგზნება-შეკავების იმპულსებს. თუ ამ ცენტრიდან წამოვა შეკავებაზე მეტი აგზნების იმპულსები, მაშინ ტვინის ქერქის მგრძნობელობა გამღიზიანებლის მიმართ მატულობს. თუ შეკავების იმპულსები სჭარბობს, მაშინ ტვინის ქერქის აქტივობა მცირდება. მ.შ ტვინის ქერქის აგზნების ხარისხზეა დამოკიდებული გამღიზიანებლები სწრაფად და ინტენსიურად, თუ ნელა გადამუშავდება. რამდენადაც აგზნებადობის ეს დონე ექსტრავერტებს უფრო დაბალი აქვთ, ვიდრე ინტროვერტებს, მათი სენსორული ზღურბლი უფრო მაღალია და ამიტომაც, სენსორული სტიმულაციების მიმართ უფრო ნაკლებ მგრძნობიარენი არიან. ინტროვერტებს კი, პირიქით, ტვინის ქერქის აგზნებადობის უფრო მაღალი დონე ახასიათებთ, შესაბამისად, სენსორული ზღურბლი უფრო დაბალი აქვთ და სენსორულ სტიმულაციაზე უფრო ძლიერ რეაგირებენ. იმისათვის, რომ სტიმულაციის ოპტიმალურ დონეს მიაღწიონ, ინტროვერტები, რომელთა სენსორული ზღურბლი დაბადებიდანვე დაბალია, არსიამოვნებთ და ავტომატურად თავს არიდებენ ისეთ სიტუაციებს, რომელთაც შეუძლიათ ძლიერი აგზნება გამოიწვიონ. ამიიტომაც ცდილობენ არ მიიღონ მონაწილეობა მჩქეფარე სოციალურ მოვლენებში, არ უყვართ რისკიან საქმეებში მონაწილეობის მიღება და სხვ.
ექსტრავერტებისთვის კი, რამდენადაც თავის ტვინის ქერქის დაბალი აგზნებადობა ახასიათებთ, ოპტიმალურია სენსორული სტიმულაციის მაღალი დონე. ამიტომაც, აქტიურად იღებენ ამაგზნებელ საქმიანობაში მონაწილეობას. ექსტრავერტები სიამოვნებას იღებენ მაგალითად დელტაპლანით ფრენის ან პარაშუტით გადმოსტომის დროს, უყვართ მანქანის სწრაფი ტარება და დროსტარება, ქეიფითუ მარიხუანას მოწევა. გარდა ამისა, სწორედ თავის ტვინის ქერქის აგზნებადობის დაბალი დონის გამო ექსტრავერტები სულ უფრო და უფრო ნაკლებად რეაგირებენ ერთსა და იგივე სტიმულზე (იქნება ეს საქმიანობა თუ ადამიანებთან დამოკიდებულება),მაშინ როდესაც ინტროვერტებისთვის ნაკლებად არის დამახასიათებელი მობეზრება ან ინტერესის დაკარგვა და შეუძლიათ დიდი ხნის მანძილზე აკეთონ ერთი საქმე ან ურთიერთობა ჰქონდეთ ერთ ადამიანთან.
ნახ.#3 ======
ექსტრავერტები და ინტრავერტები ერთმანეთისგან იმითაც განსხვავდებიან, თუ როგორ ახდენენ ისინი ტვინის ფიზიოლოგიურ წანამძღვართა საფუძველზე შიშის გამღიზიანებლების გადამუშავებას. ანუ რამდენად მგრძნობიარეა მათი დასჯის მექანიზმი. ინტროვერტს ექსტრავერტთან შედარებით განსაკუთრებული და მაღალი მგრძნობელობა აქვს დასჯის შიშის მიმართ. ინტროვერტი უფრო მეტად ცდილობს მიიღოს ნაკლები შენიშვნა, არ იყოს ფრუსტრირებული და დასჯილი. რამდენადაც ინტროვერტს მაღალი ქერქული აგზნება აქვს, იგი გარემოდან გამღიზიანებლებს უფრო სწრაფად და ინტენსიურად გადაამუშავებს. იგი უფრო სწრაფად სწავლობს და სწრაფად იმუშავებს პირობით რეაქციებს, ვიდრე ექსტრავერტი. აქედან გამომდინარე შიშის მიმართ რეაქციებსაც სწრაფად და მტკიცედ იმუშავებს, განსხვავებით ექსტრავერტისგან. სანამ ექსტრავერტები შიშის გამომწვევი სიტუაციის აღქმას მოასწრებენ, ინტროვერტებს ეს სიტუაცია უკვე აღქმულიც და მათზე რეაქციაც მზად აქვთ. რამდენადაქც ინტროვერტს დასჯის ძლიერი შიში აქვს, ის საზოგადოებრივ ნორმებსაც დასჯის შიშით ადვილად იმუშავებს და ნაკლებადაც არღვევს. ( მაგალითად, ინტროვერტი უფრო ადვილად და სწრაფად სწავლობს (პირობითი რეაქცია), რომ შუქნიშნის წითელEL ფერზე არ უნდა გადავიდეს, ვიდრე ექსტრავერტი).
ნახ. #4 თვალის დახამხამებაზე შემუშავებული პირობითი რეაქცია ონტროვერტებთან და ექსტრავერტებთან
როგორც ვხედავთ, ინტროვერტების სოციალურ გარემოში გამოვლენილი ქცევა –მშვიდი, Pგაუბედავი, მშიშარა, არარისკიანი, _ წინააღმდეგობაში მოდის მის საფუძვლად მდებარე ფიზიოლოგიურ მექანიზმთან. თავის ტვინის ქერქი აგზნებულია, ინტროვერტის ქცევა კი – მშვიდი.. ექსტრავერტებთანაც ასეთივე პარადოქსული მდგომარეობაა. ქცევაში აქტიურები და აგზნებულები, ფიზიოლოგიურ დონეზე შეკავებს მაღალი პოტენციალით ხასიათდებიან.
IIნევროტიზმი – სტაბილობა
ნევროტიზმი-სტაბილობა არის აიზენკის მიერ გამოყოფილი მეორე ფაქტორი და ემოციონალობას უკავშირდება. ინდივიდებს, რომლებსაც ნეიროტიციზმის სკალაზე მაღალი მაჩვენებლები აქვთ, უკიდურესი ემოციონალური რეაქციები აქვთ (ცრემლები, შიში)საშუალი სიძლიერის ცხოვრებისეულ მოვლენებზე, მაშინ როდესაც იგივე სახის მოვლენების მიმართ უფრო მდგრადი ( ნეიროტიციზმის სკალაზე უფრო დაბალი ქულების მქონე) ინდივიდებიემოციურად გულგრილნი რჩებიან. ამ უკანასკნელთ ძლიერი ემოციური რეაქცია ადექვატურად _ ძლიერ გამღიზიანებელზე აქვთ. არასტაბილური ტიპი გამღიზიანებელზე გადაჭარბებული რეაქტიულობით პასუხობს, სტაბილური კი – სიტუაციის ადექვატურად. მაგალითად, როდესაც მანქანა ძალიან სწრაფად პირდაპირ თქვენზე მოძრაობს და თქვენ იმპულსურად ძალიან სწრაფად გვერდზე გადგებით, ეს ადექვატური ქცევაა. ხოლო როდესაც იგივე მოძრაობას აკეთებთ, როდესაც მანქანის მხრიდან საშიშროება არ გემუქრებათ, მანქანამ შორიდან ჩაგიარათ, ეს უკვე არაადექვატური ემოციონალური რეაქციაა. ნევროტიზმის მაღალი მაჩვენებლების მქონე ადამიანს ხშირად ეცვლება გუნება-განწყობა. იგი გადაუწყვეტელი, გაუბედავი, ნერვიულია; ადვილად გამოდის მწყობრიდან, მშფოთავი, მოუსვენარია. მისი ემოციების გამოწვევა ადვილდ ხდება და გარეთაც ინტენსიურად ვლინდება. ფსიქიკური დატვირთვის შემთხვევაში თავს ხშირად შეუძლოდ გრძნობს, აწუხებს თავის ან ბეჭის ტკივილი, ღელვა, შფოთვა.
ემოციურად სტაბილური პიროვნება არის მშვიდი, თავშეკავებული, მაღალი თვითცნობიერებით, სანდო, არ არის დარდით დამძიმებული, მისი ავტონომიური ნერვული სისტემა გაწონასწორებულად მოქმედებს. აიზენკის მიხედვით, ნეიროტიციზმის სკალაზე მაღალი ქულა სულაც არ ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ნევროზთან, ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით. თუმცა აიზენკის დიათეზისურ-სტრესული მოდელის თანახმად, ნეროტიციზნის სკალაზე მაღალი ქულების მქონე ადამიანებთან უფრო მეტია ალბათობა სტრესულ სიტუაციაში ნევროზით დაავადებისა, ვიდრე ნეიროტიციზმის დაბალი ქულების მქონე ინდივიდებთან . აიზენკის მიხედვით, ნეიროტიციზმი-ემოციური სტაბილობის ფაქტორიც, ისევე როგორც ინტრავერსია-ექსტრავერასია, მემკვიდრეობითია. აიზენკი მთელი რიგი გამოკვლევების საფუძველზე ასაბუთებს ისეთი ნევროტული ნიშნების გენეტიკურ წარმომავლობას, როგორიცაა შფოთვა, ისტერია და სხვ. გარდა ამისა, მან დაადგინა, რომ ანტისოციალური თუ ასოციალური ქცევის ვარიანტების, მოზარდთა დამნაშავეობის, ბავშვთა ასაკში ქცევითი დარღვევების, ალკოჰოლიზმისა თუ ჰომოსექსულიზმის მიხედვით ერთი კვერცხუჯრედის ტყუპები გაცილებით ნაკლებ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ვიდრე განსხვავებული კვერცხუჯრედების ტყუპები. ნეიროტიზმის ფაქტორის ბიოლოგიურ საფუძვლად აიზენკი ტვინის ლიმბურ სისტემას მიიჩნევს. ეს არის ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სტრუქტურების სისტემა, (რომელიც მოიცავს ჰიპოკამპს, ჰიპოთალამუსს ნუშისებრ სხეულს) და განლაგებულია ტვინის ფუძესთან. აიზენკი მას ვისცერლურ ტვინსაც უწოდებს. დიდი ახნის წინ იყო ცნობილი, რომ ეს სისტემა ემოციონალური აქტივობის წარმოშობაშია ჩართული. ის გავლენას ახდენს ავტონომიური ნერვული სისტემის სიმპატიკურ ნაწილზე. ეს უკანასკნელი ცნობილია, როგორც „წინააღმდეგობის, ბრძოლის ან გაქცევის მექანიზმი”, რადგან მისი ამოქმედება ამზადებს ორგანიზმს ერთ-ერთი ამ ქცევისთვის. კერძოდ, სიმპატიკური ნერვული სისტემის გააქტიურება იწვევს გულისცემის, სუნთქვის გახშირებას, კუნთებში სისხლის მიწოდებას, აძლიერებს ოფლის გამოყოფას, ხოლო კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის და ზოგიერთი ზოგიერთი იმ ორგანოსთვის, რომლებიც არ არიან ჩართული ფიზიკური აქტივობის სასწრაფო უზრუნველყოფაში სისხლის მიწოდების შემცირებას. ყველა ამ გამოვლინებაზე დაკვირვება და ობიექტური გაზომვა შესაძლებელია სპეციალური მეთოდებით.. ამ ფიზიკური სიმპტომების პარალელურად ინდივიდი განიცდის უარყოფით ემოციებს – შიშს, შფოთვას, რისხვას. აქედან გამომდინარე, გასაგები ხდება, რომ ინდივიდებს, რომლებსაც შფოთვის (ნეიროტიციზმის) მაღალი დონე აქვთ, საშუალო სიძლიერის სტერესოგენულ სტიმულებზე უფრო ემოციური ფიზიოლოგიური პასუხები აქვთ, ვიდრე ინდივიდებს, რომელთაც შფოთვის დაბალი დონე აქვთ. გამოსახულია ექსტრავერსია-ინტროვერსიის ღერძი, რომელიც მართ კუთხეს ქმნის ნეიროტიციზმი- სტაბილობის ღერძთან. აიზენკის ფაქტორულ-ანალიზური ტექნიკა ტიპების დემოუკიდებლობიდან ამოდის. სხვა სიტყვებით, ამ ორ ფაქტორს შორის კორელაცია ნულის ტოლია. ამიტომაც, ექსტრავერსიისა და ინტროვერსიის ნიშნები სტაბილობა_ ნევროტიციზმის ნიშნებთან კომბინაციაში უნდა განვიხილოთ. ნევროტული ქცევა რომელიმე ერთი სინდრომით არ აღიწერება.სხვადასხვა ადამიანს შეიძლება ნეიროტიციზმის სკალაზე ერთნაირად მაღალი მაჩვენებლები ჰქონდეს, მაგრამ, ამასთან ერთად, თითოეული ადამიანი განსხვავებულ ნიშნებს ავლენდეს იმის მიხედვით, ექსტრავერტულ თუ ინტროვერტულ ტიპს მიეკუთვნება იგი. დავუშვათ, A,Bდა ჩ–სუბიექტებს ერთნაირი მაჩვენებლები აქვთ ნეიროტიციზმის სკალაზე, მაგრამ განსხვავებეული პოზიციები უჭირავთ (განსხვავებული ნიშნები აქვთ) ექსტრავერსიის სკალაზე.A ნევროტული ინტროვერტია და მისთვის დამახასიატებელია შფოთვა, დეპრესია, ფობიები. B არც ინტროვერტი და არც ექსტრავერტია. მისთვის ისტერია (ნევროტული აშლილობა, რომელიც ემოციონალურ არასტაბილობასთან არის დაკავშირებული), შთაგონებადობა და სომატური სიმტომებიადამახასიათებელი. C ნევროტული ექსტრავერტია და მისგან უფრო ფსიქოპატური გამოვლინებებია მოსალოდნელი _ ქცევის დარღვევები და კრიმინალური გადახრები. განვიხილოთ, აგრეთვე, A, D და E სუბიექტები. Aზემოთ აღწერილი ნევროტული ინტროვერტია. D ასევე ინტროვერტია, მაგრამ არც აშკარად გამოხატული ნევროტიკია და არც აშკარად სტაბილური პიროვნება. E კი ემოციონალურად სტაბილური უკიდურესი ინტროვერტია.
ნახ.5 ========A
5 ნახატზე გამოსახულია პიროვნულ ნიშანთა რამდენიმე კომბინაცია, რომლებშიც თითო ექსტრემალური მნიშვნელობა გვხვდება. მაგრამ, ჩვეულებრივ, ადამიანთა უმრავლესობის მაჩვენებლები დიაგრამის ცენტრთან ახლოს არის განლაგებუული. დიაგრამის საზღვრებთან განლაგებული ნიშნები სულ უფრო და უფრო იშვიათად გვხვდება (ისევე როგორც ნორმალური განაწილების მრუდზე საშუალი სიხშირეები ცენტრთან არის თავმოყრილი).
III ფსიქოტიზმი_ სუპერეგო (ძლიერი მე)
როგორც ადრეც აღვნიშნეთ, აიზენკმა მესამე ფაქტორი ფსიქოტიზმი-ძლიერი მე მოგვიანებით შეიტანა თავის თეორიაში.ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში თანამედროვე ფსიქიატრიის პიონერებმა მიაქციეს ყურადრება იმას, რომ შიზოფრენიით ან სხვა ფსიქიური დაავადებებით მქონე ადამიანთა ბიოლოგიური ნათესავები ხშირად უცნაური ქცევებითა და აზრებით გამოირჩეოდნენ. დაისვა სახითხი : ხომ არ ვლინდება ფსიქოზის მსუბუქი ფორმები მიდრეკილების სახით ზოგადად პოპულაციაში? აიზენკმა ამ კითხვას დადებითად უპასუხა და შეიმუშავა კითხვარი, რათა დაედგინა ინდივიდუალური განსხვავებები და გამოევლინა მახასიათებლები, რომლებიც ფსიქიური დაავადებების თვისებებთან ასოცირდებოდა. ამ კითხვარით დგინდებოდა, თუ რამდენად უყვარს ადამიანს ცხოველების და ბავშვების წვალება, სხვისი დაცინვა და სხვისთვის გულსატკენი ხუმრობები, აქვს თუ არა უცნაური განცდები და აზრები, მიდრეკილება უჩვეულო და ანტისოციალური ქცევებისადმი და ბევრი სხვა ქცევიოთი და ემოციური მახასიათებლები. ინდივიდები, რომლებსაც აქვთ მაღალი ქულები ფსიქოტიზმის სკალაზე, ხასიათდებია, როგორც ძლიერ იმპულსური, ჩაკეტილი, არაკონფორმული, აგრესიული, არაჰუმანური და უპასუხისმგებლო პიროვნებები. ისინი ყურადღებას არ აქცევენ კანონს, საშიშროებას, სხვების მიმართ გულგრილნი არიან. მათ მოსწონთ და მიდრეკილიც არიან უცნაურობებისკენ და საშინელებისკენაც კი. სოციალური მოვლენების მიმართ მათ დოგმატური დამოკიდებულებები აქვთ და უკიდურეს პოლუსებზე დგანან (მაგალითად პოლიტიკაში უკიდურესი მემარჯვენე ან უკიდურესი მემარცხენე შეხედულებები აქვთ) და პირიქით, ინდივიდები, რომელთაც დაბალი ქულები აქვთ ფსიქოტიზმის სკალაზე ემპთიური, ნორმების დამცველი,კეთილგანწყობილი და კოოპერატიულები არიან. როგორც ამ მიმართულებით შემდგომმა კვლევებმაც უჩვენა, ფსიქოტიზმის მაღალი დონის მქონე ინდივიდებს წარუმეტებელი ქორწინება, პროფესიით უკმაყოფილება და დაბალი შრომითი მიღწევები აქვთ. მოსწონთ სხვადასხვა სახის მაღალ რისკთან დაკავშირებული მოქმედებები და ძალადობიკენ არიან მიდრეკილნი.კვლევებში ხაზგასმულია აგრეთვე ამ ადამიანთა ანტისოციალური ქცევებისკენ მიდრეკილებაც. ყოველივე ზემო|თქმული კი მკვლევარებს შესაძლებლობას აძლევს ივარაუდონ, რომ ფსიქოტიზმს აქვს როგორც ფსიქოზის, ისე ფსიქოპათიისკენ ტენდენცია. ფსიქოტიზმისმაღალი მაჩვენებლების მქონე პიროვნება არის აგრესიული, ცივი, ეგოცენტრული, ინდიფერენტული, იმპულსური, ანტისოციალური, არათანამგრძნობი, შემოქმედებითი ფსიქოზისა და ფსიქოპათიისკენ მიდრეკილება უკვე ადრეული ბავშვობის ასაკში შეიძლება გამოვლინდეს. ბავშვებს, რომლებიც აიზენკის ფსიქოტიზმის კითხვარის საბავშვო ვარიანტის მიხედვით მაღალი ქულები აქვთ, დაბალი შეფასებები აქვთ სწავლასა და ქცევაში, ანტისოციალური ქცევებით გამოირჩევიან. მასწავლებლებს გაკვეთილის ნორმალურად ჩატარების საშუალებას არ აძლევენ და მათ უკმაყოფილებას იწვევენ. ექსპერიმენტული კვლევების შედეგად, დადგინდა, რომ ფსიქოტიზმის მაღალი დონის მქონე პიროვნებებს პრობლემები აქვთ ინფორმაციის გადამუშავებაში, რაც იმაში ვლინდება, რომ ირელევანტურ და არარსებით მომენტებს შემეცნებით პროცესებში (აღქმის, პრობლემის გადაჭრის და სხვ) მხედველობაში იღებენ და დიდ ყურადღებას აქცევენ. ეს თვისება ზოგიერთ შიზოფრენიით დაავადებულსაც ახასიათებს.EBინფორმაციის გადამუშავების არასწორი პროცესები კი ხელს უშლის სოციალური წესებისა და ნორმების დასწავლას, რაც ფსიქოტიზმის მნიშვნელოვან მახასიათებელში – დაბალ სოციალიზაციაში ვლინდება. ამავე დროს, საინტერესოა, რომ ამ უნარს, ირელევანტური გამღიზიანებლის შემჩნევას და აზროვნების პროცესში ჩართვას დადებითი მხარეც აქვს: ზოგიერთ მაღალი ფსიქოტიზმის მქონე ინდივიდს ეს უნარყ ეხმარება მდიდარი და ფლუიდური ასოციაციებისა და მიმართებების დამყარებაში, რაც პრობლემის კრეატული გადაწყვეტის საფუძველს ქმნის.
ფსიქოტიზმის მაღალი დონე არ ნიშნავს იმას, რომ ამ პიროვნებას ფსიქოზი აქვს. მაგრამ, აიზენკის მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ ძლიერი სტრესული სიტუაციების გავლენიტ მას შეიძლება ფსიქოტური დარღვევები გამოუვლინდეს. მნიშვნელოვანი სტრესების არარსებობის სემთხვევაში ამ ადამიანებს ჩვეულებრივად, ნორმალურად შეუძლიათ მოქმედება, მაგრამ ძლიერმა სტრესმა გენეტიკურ მგრძნობელობასთან ერტად სეიძლება ფსიქოტური ჩავარდნა “გამოიწვიოს” P (ფსიქოტიზმი-სუპერ-ეგო) ფაქტორი, ისევე როგორც E და N ფაქტორები დამოუკიდებელნი არიან ნახ.#6 წარმოდგენილია სამივე ფაქტორის ღერძი, რომლებიც ერთმანეთის მიმართ მართ კუთხეს ქმნიან, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მათ შორის კორელაცია ნულია. ასეთ დამოკიდებულებას ორთოგონალური ეწოდება. რამდენადაც დიაგრამა ქაღალდის სიბრტყეზეა, მკითხველმა ის სამგანზომილებბიან სივრცეში უნდა წარმოიდგინოს. წარმოიდგინეთ ოთახის კუთხე, რომელიც იატაკს უერთდება. თითოეული ხაზი დანარჩენების მიმართ მართ კუთხეს ქმნის).ინდივიდები ამ სქემაზე წერტილების სახით არის გამოსახული. მაგალითთდF-ს სქმაზე ძლიერი სუპერ ეგო აქვს, საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები აქვს ექსტრავერსიაზე და ნულთან მიახლოებული ნევროტიზმი-სტაბილობის განზომილებაზე. ამრიგად, აიზენკის თეორია შესაძლებლობას იძლევა ნებისმიერი ადამიანი შეფასდეს სამი დამოუკიდებლი ფაქტორის მიხედვით.
ნახ.6 სამგანზომილებია სქემაზე წარმოდგენილია აიზენკის თეორიის სამი განზომილება