შესავალი პიროვნების ფსიქოლოგიაში
შესავალი პიროვნების ფსიქოლოგიაში
სხვა სფეროების მსგავსად, კვლევის საფუძველს პიროვნების თეორიები ქმნიან. ამ თეორიების უპირველესი და ძირითადი ფუნქცია იმ მეცნიერული კონსტრუქტების შემოთავაზებაა, რომლებიც აღწერენ და ახსნიან ფსიქოლოგიურ ინდივიდუალობებს. შესაბამისად, კონსტრუქტების ვალიდაცია პიროვნების კვლევის ძირითადი ამოცანაა. პიროვნების ფსიქოლოგების მიერ შემოთავაზებული მრავალი კონსტრუქტი სამ ფართო ჯგუფში შეგვიძლია გავაერთიანოთ, ესენია: დისპოზიციური ნიშნები, დამახასიათებელი ადაპტაციები და ინტეგრაციული ცხოვრებისეული ისტორიები. რას იკვლევენ პიროვნების ფსიქოლოგები პიროვნების ფსიქოლოგიაში არსებული ლიტერატურის მიმოხილვამ აჩვენა, რომ ეს სფერო ფსიქოლოგიის სხვა მიმართულებებისგან იმით განსხვავდება, რომ თეორეტიზაციასა და კვლევაში აქცენტს პიროვნების სამ განსხვავებულ ასპექტზე აკეთებს, ესენია: ინდივიდუალური განსხვავებები, მოტივაცია და ჰოლიზმი.
ინდივიდუალური განსხვავებები
პიროვნების ფსიქოლოგებისთვის უპირველესი და, ალბათ, უმნიშვნელოვანესია ადამიანთა შორის ინდივიდუალური განსხვავებები. იქნება ეს ფროიდის ორალური და ანალური ხასიათის ტიპები, აიზენკისეული ინტროვერსია და ექსტრავერსია, თუ CPI-ის1 თვითანგარიშის კითხვარის სკალები, სწორედ ადამიანების რეაქციებს შორის განსხვავებების ასახვაზეა საუბარი. თუ პიროვნების ფსიქოლოგიაში უკვე კანონიკურად წოდებული მარეისეული ფრაზის2 პირველი ნაწილი ადამიანის ბუნების ზოგად თავისებურებებს შეეხება, მეორე და მესამე ნაწილი ასახავს იმას, თუ რითი განსხვავდებიან ადამიანები ერთმანეთისგან, კერძოდ, საუბარია იმ განზომილებებზე, რომლებიც ადამიანთა შორის რეკურენტულ და მდგრად განსხვავებებს ქმნიან. ბერნროიტერის მრავალნიშნიანი კითხვარიდან მოყოლებული, პიროვნების ფსიქოლოგებმა თვითანგარიშის ასობით კითხვარი შექმნეს, რომლებიც ისეთი განზომილებების მიხედვით ცდილობენ ინდივიდუალური განსხვავებების შესწავლას, როგორიცაა, მაგალითად, დომინანტობა, თვითკმარობა, სოციალურობა და ნეიროტიციზმი. პიროვნებებს . 2 ”ყოველი ადამიანი გარკვეული ასპექტებით (ა) ჰგავს ყველა სხვა ადამიანს, (ბ) ზოგიერთ სხვა ადამიანს და (გ) არ ჰგავს არც ერთ სხვა ადამიანს” .ლილი ხეჩუაშვილი პიროვნების კვლევა შორის თანდაყოლილ ვარიაციებზე კონცეპტუალურ აქცენტს, ტრადიციულად, კორელაციურ მეთოდამდე მივყავართ. ეს არის ინდივიდუალური განსხვავებების შესწავლაზე განსაკუთრებით მორგებული კვლევითი სტრატეგია. კორელაციურ მეთოდში პიროვნების ბაზისურ განზომილებებში არსებულ, სავარაუდოდ, სტაბილურ და კონსისტენტურ ინდივიდუალურ განსხვავებებს უკავშირებენ მნიშვნელოვან ქცევით შედეგებში გამოვლენილ განსხვავებებს. მოტივაცია პიროვნების ფსიქოლოგიის მეორე ტრადიციული აქცენტი მოტივაციაზე კეთდება. სოციალური მეცნიერებების სფეროში პიროვნების ფსიქოლოგიას ყველაზე მეტად აინტერესებს ადამიანის ქცევისა და გამოცდილების შინაგანი მამოძრავებლები. ეს ორიენტაცია ოლპორტამდე (1937) გამოცემულ წიგნებშიც ძალზე თვალსაჩინოდაა გამოკვეთილი. მაგალითად, გარნეტი, ციტირებულია წყაროში წერს, რომ პიროვნების პრობლემის გასაღები სხვაგან სად უნდა ვეძიოთ, თუ არა მისი ქცევის სათავეებთან. ფროიდისეული ლტოლვებიდან და მარეისეული მოთხოვნილებებიდან დაწყებული და როჯერსის თვითაქტუალიზაციის ტენდენციით დამთავრებული, პიროვნების ყველაზე გავლენიანი თეორიები იმ შინაგანი ფაქტორების იდენტიფიცირებას ცდილობდნენ, რომლებიც ენერგიით აღავსებდნენ და წარმართავდნენ ადამიანის ქცევას. მოტივაციური მიდგომები მოქმედების დინამიკაზე ფოკუსირდებიან; ძალებზე, რომლებიც წარმართავენ ადამიანებს იმის საკეთებლად, რასაც რეალურად აკეთებენ ისინი, იქნება ეს ბიოლოგიური აღმძვრელები, ტვინის მოდულები, კოგნიტური სქემები თუ ემოციური სკრიპტები. ადამიანის მოტივაციით დაინტერესებული პიროვნების ფსიქოლოგები კვლევისას ხშირად უპირატესობას ექსპერიმენტულ მეთოდს ანიჭებენ. მოტივაციური მდგომარეობების გამოწვევა ან აქტივაცია სრულიად შესაძლებელია გაკონტროლებულ ლაბორატორიულ პირობებში; ასევე, შესაძლებელია მნიშვნელოვან დამოკიდებულ ცვლადებზე (განზომილებებზე) მათი ზემოქმედების აღწერა (მაგალითისთვის იხ.. მართალია, ექსპერიმენტები ემპირიული ფსიქოლოგიის სხვა მრავალ მიმართულებაშიც გამოიყენება და ბევრი სხვადასხვა მიმდინარეობის წარმომადგენელი პიროვნების ფსიქოლოგიც იყენებს, ტრადიციულად, ექსპერიმენტებს პიროვნების ის მკვლევრები ანიჭებენ უპირატესობას, რომლებიც ადამიანის ქცევისთვის ენერგიისა და მიმართულების მიცემაზე პასუხისმგებელი შინაგანი ძალების კვლევით არიან დაკავებულნი.
ჰოლიზმი:ერთიანი ერთიანი პიროვნება
პიროვნების ფსიქოლოგებს, ბევრი სხვა ფსიქოლოგისგან განსხვავებით, აინტერესებთ მთლიანი, ერთიანი პიროვნება. ეს ინტერესი ორგვარად ვლინდება. პიროვნების ფსიქოლოგები ცდილობენ მოიცვან ფაქტორთა ფართო სპექტრი, რომლებიც მრავალ სხვადასხვა დონეზე
ლილი ხეჩუაშვილი პიროვნების კვლევა ოპერირებენ და ამ მცდელობის მიზანს ცალკეული ინდივიდის ცხოვრების კომპლექსურობის დასაბუთება წარმოადგენს პიროვნების მრავალი თეორია ხასიათდება ისეთი ინტეგრაციული ცნებებისადმი კეთილგანწყობით, როგორიცაა, მაგალითად, ოლპორტის პროპრიუმი და ერიკსონის ეგო-იდენტურობა. ეს ცნებები მოწოდებულია იმის ასახსნელად, თუ როგორ პოულობენ ან აგებენ თავად პიროვნებები საკუთარ მთლიანობას; როგორ ხდება, რომ კონკრეტული ცხოვრებები გარკვეული ხარისხის ერთიანობით, მიზანმიმართულობითა და ინტეგრაციულობით ხასიათდებიან. შტერნი (1924) ამტკიცებდა, რომ პიროვნება მრავალფორმიანი დინამიკური არსებაა. მარეის მიაჩნდა, რომ მრავალ ცხოვრებას ახასიათებს ერთიანობის თემა. შედარებით მოგვიანებით, დეკიმ და რიანმა აღწერეს ავტონომიის, კომპეტენტურობისა და დაკავშირებულობის ორგანიზმული მოთხოვნილებები, რომელთაგან თითოეული, მე-ს აუთენტური მთლიანობის გამოხატვისას, ინტეგრაციულ ფუნქციას ასრულებს. ჰოლიზმსა და ინტეგრაციაში ამ კონცეპტუალურმა შენატანმა ინდივიდუალური ცხოვრების შესწავლას ანუ შემთხვევის შესწავლას გაუღო მეთოდოლოგიური კარი. კორელაციური და ექსპერიმენტული კვლევა პიროვნების ფსიქოლოგიაში ნომოთეტურ ტრადიციას ქმნიან ანუ ტრადიციას, რომელიც ისეთი თვისებების შესწავლითაა დაკავებული, რომლებიც, ზოგადად, პიროვნებებს ან პიროვნებათა ზოგიერთ სპეციფიკურ ჯგუფებს ახასიათებთ. ამის საპირისპიროდ, შემთხვევის შესწავლა კვლევა-ძიების იდეოგრაფიულ ტრადიციას განეკუთვნება ანუ ტრადიციას, რომელიც კონკრეტული პიროვნებების შესწავლითაა დაინტერესებული. ზოგი ავტორი ამტკიცებს რომ მხოლოდ ერთი კონკრეტული შემთხვევის ინტენსიური შესწავლით არის შესაძლებელი პიროვნების ჰოლისტური და ინტეგრაციული ბუნების სრულად დანახვა და დაფასება. სწორედ ამ სამ ძირითად მიდგომას —კორელაციურ კვლევას, ექსპერიმენტსა და შემთხვევის შესწავლას — განვიხილავთ მოგვიანებით.
პიროვნების თეორია და კვლევა
როგორც პირველ ცხრილშია (ცხრილი 1) წარმოდგენილი, პიროვნების ფსიქოლოგები ქმნიან თეორიებს და ატარებენ კვლევებს, რომლებიც მიზნად ისახავენ ინდივიდუალური განსხვავებების, ადამიანის მოტივაციისა და მთლიანი პიროვნების შესწავლას. პიროვნების ფსიქოლოგები შეისწავლიან პიროვნების ფსიქოლოგიური წყობის იმ ფართო და სოციალური შედეგის მქონე მახასიათებლებს, რომლებითაც აიხსნება მისი ინდივიდუალობა. გარდა ამისა, ვინაიდან ადამიანები მიზნით მართული არსებები არიან, შეუძლებელია ყურადღების მიღმა დარჩეს მოტივაციის საკითხები. შესაბამისად, პიროვნების ფსიქოლოგების ყურადღების ველში ხვდება მთლიანი პიროვნებების აგენტური (agential, მიზანზე მიმართული) ინდივიდუალობა. ისინი ცდილობენ, ინდივიდუალური პიროვნებები განიხილონ, როგორც ინტეგრირებული და ინტენციური აგენტები (ანუ მოქმედების სუბიექტები), რომლებიც რთულ/კომპლექსურ სოციალურ სამყაროში ცხოვრობენ,
ლილი ხეჩუაშვილი პიროვნების კვლევა. აქედან გამომდინარე, პიროვნების თეორიები და კვლევა ფსიქოლოგიური ინდივიდუალობის სოციალურად ყველაზე გავლენიანი შედეგების შესახებ ყველაზე მეტად დამაინტრიგებელ კითხვებზე ეძებენ პასუხებს, როგორიცაა: რა განასხვავებს ყოველ ცალკეულ პიროვნებას დანარჩენებისგან? რატომ აკეთებს ეს კონკრეტული პიროვნება იმას, რასაც აკეთებს (ან თავს იკავებს იმის გაკეთებისგან, რისი გაკეთებაც არ სურს)? რატომ ცხოვრობს ეს პიროვნება ისე, როგორც ცხოვრობს? ფსიქოლოგიური ტერმინებით რომ ვთქვათ, რაზეა საუბარი, როდესაც ამ კონკრეტულ პიროვნებაზე და, საერთოდ, ნებისმიერ პიროვნებაზე ვსაუბრობთ?
XX საუკუნის დასაწყისში პიროვნების ფსიქოლოგებმა ბევრი დიდი თეორია შექმნეს მთლიანი პიროვნების აგენტური3 ინდივიდუალობის აღსაწერად და ასახსნელად . ფროიდი, იუნგი, ადლერი, ოლპორტი, მარეი, ანგიალი, გოლდშტეინი, მერფი, ჰორნი, ფრომი, ერიკსონი, სალივანი, როჯერსი, მასლოუ, კელი და კიდევ რამდენიმე სხვა ავტორი პიროვნების შესახებ თავიანთ ზოგად თეორიებს შემთხვევის შესწავლაზე, კლინიკურ გამოცდილებაზე, ფილოსოფიასა და ლიტერატურაზე, საღ აზრსა და საკუთარ პირად ისტორიებზე დაყრდნობით აგებდნენ. მილერი და დოლარდი, როტერი, კეტელი და აიზენკი უფრო მეტად განიცდიდნენ ლაბორატორიული მეცნიერების გავლენას და ამიტომ მათი შთაგონება, უპირატესად, კვლევის 3 Agential, agency – სოციალურ მეცნიერებებში ფართოდ გამოყენებული ტერმინი, რომელიც აღნიშნავს მოქმედ სუბიექტს, რომელიც თავად არის საკუთარი ქცევის განმსაზღვრელი და აქტიურად მონაწილეობს გარემოსთან ინტერაქციაში.
ლილი ხეჩუაშვილი პიროვნების კვლევა არსებულ შედეგებში და/ან გასული საუკუნის შუა წლებში არსებული ბიჰევიორიზმის ზოგად პრინციპებში იღებდა სათავეს II მსოფლიო ომის შემდეგ პიროვნების მკვლევრები მნიშვნელოვან შეზღუდვებს წააწყდნენ რამდენიმე წლით ადრე შექმნილ დიდ თეორიებში. პირველ რიგში, ფროიდის, იუნგისა და მთელი რიგი სხვა თეორეტიკოსების მიერ წამოყენებული მრავალი მოსაზრება ძალზე ზოგადი ან ძალზე ბუნდოვანი იყო, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მათი ემპირიულად შემოწმება. როგორ უნდა გაეზომათ ფროიდის ოიდიპოსის კომპლექსი? როგორ უნდა შეეფასებინათ იუნგის დებულება, რომ ყველა პიროვნებას საერთო, საზიარო კოლექტიური არაცნობიერი აქვს? სხვა შემთხვევებში, მკვლევრებმა შეძლეს ამ თეორიებიდან წარმოებული ზოგიერთი კონკრეტული ჰიპოთეზის შემოწმება და მათი დამადასტურებელი მონაცემები ძალზე მწირი აღმოჩნდა. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, დიდმა თეორიებმა დასაბამი მისცეს და სიცოცხლისუნარიანი გახადეს მრავალი გამორჩეული კვლევითი პროგრამა, რომლებიც პიროვნების კონკრეტულ მკვლევრებს, მათ სტუდენტებსა და ლაბორატორიებს ეკუთვნით. მაგალითად, მარეის პერსონოლოგიურმა თეორიამ სათავე დაუდო მაკლელანდისა (1961) და უინტერის (1973) უფრო მეტად ფოკუსირებულ კვლევას, რომელიც მიზნად ისახავდა მიღწევისა და ძალაუფლების მოთხოვნილებების შესწავლას, რამაც გარდაუვლად მიგვიყვანა პიროვნული მისწრაფებების, მიზნებისა და გეგმების კვლევამდე. პიროვნების ფსიქოლოგების მიერ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში შექმნილი თეორიები უფრო მეტად ფოკუსირდებიან ადამიანის ინდივიდუალობის ვიწრო სფეროებზე და მეტად იყენებენ სისტემატურ ემპირიულ დაკვირვებას, ვიდრე — კლასიკური დიდი თეორიების უმრავლესობა. ასეთ თეორიებს შორის ყველაზე გავლენიანია მიჯაჭვულობის თეორია (Bowlby, J., 1969), სოციოანალიტური თეორია, თვითდეტერმინაციის თეორია, თვითრეგულაციის სხვადასხვა თეორია, კოგნიტურ-აფექტური სისტემების თეორია, ლოვინგერის ეგოს განვითარების თეორია, ბლოკის ეგოს კონტროლისა და მოქნილობის თეორია, ტომკინსის სკრიპტის თეორია, იდენტობის ცხოვრებისეული ისტორიის მოდელი და (სახელისდა მიუხედავად) დიდი ხუთეულის ნიშნების ტაქსონომია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს თეორია პიროვნების ინდივიდუალობის საკმაოდ ფართო ხედვას გვთავაზობს, ისინი არ აკეთებენ გადაუმოწმებელ განცხადებებს, რაც ასე სჩვეოდათ გასული საუკუნის პირველი ნახევრის დიდ თეორიებს.
ლილი ხეჩუაშვილი პიროვნების კვლევა
კონტრუქტების ფორმულირება: ანალიზის დონეები როგორც უკვე აღინიშნა, პიროვნების თეორიების ძირითადი ფუნქცია ინდივიდუალური ცვალებადობის გაზომვადი მახასიათებლების შეთავაზებაა. ამ მახასიათებლებს ხშირად კონსტრუქტებს უწოდებენ ხოლო მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს ამ მახასიათებლების სათანადო საზომების შექმნასა და მათი მნიშვნელობის (აზრის) შესწავლას, კონსტრუქტის ვალიდაცია ჰქვია კონსტრუქტები მოსახერხებელი ფიქციაა, რომლებიც იმის აღწერასა და ახსნაში გვეხმარება, რასაც უშუალოდ, პირდაპირ ვერ შევაფასებთ. არავის არასოდეს უნახავს, გაუგონია, უყნოსია, შეხებია ან დაუგემოვნებია ექსტრავერსიის ან მიღწევის მოთხოვნილების კონსტრუქტი. ამის ნაცვლად, ქცევათმეცნიერთა გავლენიანმა საზოგადოებამ მიაღწია შეთანხმებას, რომ ფსიქოლოგიური ინდივიდუალობის შესახებ ისეთი კონსტრუქტების ტერმინებით ისაუბრონ, როგორიცაა ექსტრავერსია და მიღწევის მოთხოვნილება. მიუხედავად იმისა, რომ კონსტრუქტები სოციალური შედეგების მქონე ფიქციებია, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი კონსტრუქტი უკიდურესად სასარგებლოა რეალობის აღწერისა და ახსნისთვის კვლევა აჩვენებს, რომ პიროვნების მრავალი კონსტრუქტი მეტ-ნაკლები ხარისხით მუშაობს და ზოგიერთი უკეთ მუშაობს, ვიდრე სხვები. კონსტრუქტები ასახავენ იმას, რასაც კრონბახი და მიჰლი კვლევის შედეგების ნომოლოგიკურ ქსელს უწოდებდნენ. მაშასადამე, თავად კონსტრუქტის სარგებლიანობა და ვალიდობა ნომოლოგიკური ქსელის სიმდიდრისა და დიაპაზონის ფუნქციაა. ის ეუბნება სამეცნიერო საზოგადოებას, ‖ამჟამად რა ვიცით კონსტრუქტის შესახებ. ფაქტობრივად, კონსტრუქტის ყოველ შემდგომ ცალკეულ კვლევას თავისი მცირე წვლილი შეაქვს იმ ცოდნაში, რომელიც უკვე არსებობს მოცემული კონსტრუქტის შესახებ და ნომოლოგიკური ქსელის შემდომ გაფართოვებას გვთავაზობს.ამიტომ ნომოლოგიკური ქსელი მუდმივი განვითარების პროცესში იმყოფება დღესდღეობით არ არსებობს ფართო თეორია ან კონცეპტუალური სისტემა, რომელიც ელეგანტურად მოიცავდა პიროვნების თეორეტიკოსებისა და მკვლევრების მიერ ფორმულირებულ პიროვნების ყველა სასარგებლო და ვალიდურ კონსტრუქტს, თუმცა, კონსტრუქტთა უმრავლესობა შეიძლება სამ ფართო კონცეპტუალურ სფეროდ ანუ დონედ გაერთიანდეს როგორც წარმოდგენილია მეორე ცხრილში, I დონე მოიცავს დისპოზიციურ ნიშნებს, რომლებიც პოპულარული დიდი ხუთეულის ჩარჩოს ფარგლებშია ორგანიზებული. დისპოზიციური ნიშნები ხსნიან ქცევის ტენდენციებში არსებულ ფართო/ზოგად ინდივიდუალურ განსხვავებებს სხვადასხვა სიტუაციასა და დროს. ნიშნები, როგორც წესი, თვითანგარიშის კითხვარებით ფასდება და წარმოდგენას გვიქმნის ფსიქოლოგიური ინდივიდუალობის კონტურის, მონახაზის შესახებ.ლილი ხეჩუაშვილი პიროვნების კვლევა II დონე დამახასიათებელი ადაპტაციების ფართო სპექტრს უყრის ერთად თავს, როგორიცაა მოტივები,მიზნები, ინტერესები, ღირებულებები, სტრატეგიები და განვითარების საკითხები. დროის, ადგილის ან სოციალური როლის კონკრეტულ კონტექსტში მოცემული დამახასიათებელი ადაპტაციები შეეხება იმას, თუ რა სურთ ადამიანებს ცხოვრებაში და რას ერიდებიან, ანუ რა არ სურთ განვითარების კონკრეტულ პერიოდებში, კონკრეტულ სიტუაციებსა და კონტექსტებში და კონკრეტულ სოციალურ როლებთან მიმართებით. დამახასიათებელი ადაპტაციები მრავალ დეტალს მატებენ ფსიქოლოგიურ ინდივიდუალობას.
III დონე მოიცავს ინდივიდის ინტეგრაციულ ცხოვრებისეულ ისტორიას რომელიც პიროვნების ინტერნალიზირებული და განვითარების (ჩამოყალიბების) პროცესში მყოფი თვითნარატივ(ებ)ისგან შედგება და მიზნად ისახავს წარსულის რეკონსტრუქციასა და მომავლის იმგვარად წარმოსახვას, რომ ცხოვრებას საზრისი, ერთიანობა და მიზანი შესძინოს. ცხოვრებისეული ისტორიები უშუალოდ საუბრობენ იმაზე, თუ რას ნიშნავს მოცემუ დროსა და საზოგადოებაში ლოკალიზებული მთლიანი/ერთიანი ცხოვრება და როგორ მეორე ცხრილში წარმოდგენილი კონსტრუქტების თითოეულმა ჯგუფმა ბოლო რამდენიმე ათწლეულისგანმავლობაში პიროვნების ფსიქოლოგიაში განხორციელებულ მრავალ აქტიურ და სკრუპულოზულად დაგეგმილ კვლევით პროექტს დაუდო სათავე.