რიკი – ადამიანი-ზომბი
მოისვირინგა მთელი სხეული, რათა მაქსიმალურად დამსგავსებოდა ზომბს. ის საათობით იწვა და მოთმინებით ელოდა, როდის მოხატავდნენ მის სხეულს. ეს ყველაფერი დაახლოებით 4000 კანადური დოლარი დაუჯდა. ამ საქციელის გამო ინტერნეტში ცნობილი პიროვნება გახდა, თუმცა გარჩევის საგანია, ვინაა რიკი – ხელოვანი თუ შეშლილი. ბავშვობაში ის კუნინძების (Teenage Mutant Ninja Turtles) ფანი იყო და ყოველთვის სურდა, ერთ-ერთი მათგანი გამხდარიყო, თუმცა შემდეგ ზომბები შეუყვარდა და ეს ნაბიჯიც ამიტომ გადადგა.
დენის ავნერი – კაცი-კატა
შთამომავლობით აბორიგენი ამერიკელია და მისი სახელია “მოსიარულე კატა”, გავრცელებულ მეტსახელსაც (კაცი-კატა) ეს ურჩევნია. დენისმა უამრავი ოპერაცია ჩაიტარა, რათა დამსგავსებოდა ტოტემ ცხოველს – ვეფხვს. ოპერაციებში შედიოდა მრავალი სახის ტატუირება, იმპლანტანტები კანქვეშ სახის ფორმის შესაცვლელად და კანზე ულვაშებთან მისამსგავსებლად. ასევე კბილების გაქლიბვა და ფორმის შეცვლა, რათა ვეფხვთან მაქსიმალურად მიმსგავსებული ყოფილიყო.
ჯულია გნუსი – ილუსტრირებული ქალი
ჯულიას სჭირს იშვიათი დარღვევა – პორფირია, რის გამოც მისი კანი მზის სხივებთან ურთიერთქმედებისას იფარება ბებერებით და უჩნდება ჭრილობები. ეს დეფექტი რომ დაემალა და ტკივილები თავიდან აერიდებინა, გადაწყვიტა სხეული მოეხატა ტატუებით. რამდენიმე წლიანი გარჯის შემდეგ სხეულის ზედაპირის 95% ტატუებმა დაფარეს. ამ მაჩვენებლის გამო გინესის წიგნშიც მოხვდა, როგორც ყველაზე “მოხატული” ქალი, თუმცა სვირინგები მზისგან მაინც ვერ იცავენ.
ტომ ლეპარდი – ადამიანი-ლეოპარდი
ადამიანი, რომელიც ერთი პერიოდი რეკორდსმენად ითვლებოდა, როგორც ყველაზე მეტი სვირინგის მქონე კაცი. ამჟამად 75 წლისამ წარსულში 5500 სტერლინგი დახარჯა სხეულის გალამაზებაში – დაიხატა ლეოპარდის მსგავსი ლაქები. შემდეგ კი მიატოვა საზოგადოება და მარტოდმარტო დასახლდა მიყრუებულ ადგილას პატარა ქოხში, შოტლანდიის პატარა ქალაქში. 2008 წელს ისევ უკან დაბრუნდა, რადგან მისი თქმით, “ასეთი ცხოვრებისთვის უკვე ბებერია”.
ერიკ სპრეგი – ადამიანი-ხვლიკი
დაიბადა 1972 წელს. იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ენის გაყოფის ოპერაცია ჩაიტარა და ასევე გარკვეულწილად ხელი შეუწყო მის გავრცელება-პოპულარიზაციას. ტატუირებაში მან 700 საათი გაატარა, წარბების ადგილას ჩაისვა 5-5 ტეფლონის რქა, გააქლიბინა კბილები და მიაღებინა წვეტიანი ფორმა, ყური გაიხვრიტა, ბიბილო გაიწელა და მსხვილი რგოლი ჩაისვა.
ჰორას რიდლერი – ადამიანი-ზებრა
ჰორასი ინგლისელი არისტოკრატი იყო, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ლონდონში დაბრუნდა და პროფესიონალი შოუმენი გახდა, შემდეგ კი საკუთარი გარეგნობის შეცვლაზე ფიქრი დაიწყო. თავისი ტრანსფორმაციით იმ პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ ადამიანად იქცა. თავიდან ფეხებამდე მოიხატა ტატუებით და გაიკეთა შავ-თეთრი ზოლები, რის შემდეგაც ადამიანი-ზებრა დაირქვა. შემდგომში პომადისა და ფრჩხილების ლაქის წასმაც დაიწყო. მიუხედავად ასეთი გარეგნობისა, სიკვდილამდე (1969 წ) ამბობდა, რომ ის ჩვეულებრივი ადამიანი იყო.
დიამონდ რიჩი – ყველაზე ტატუირებული ადამიანი
ავსტრალიელმა ხმლების მყლაპავმა და ილუზიონისტმა რიჩმა 1000 საათზე მეტი დახარჯა ასობით სხვადასხვა მხატვართან, რათა ამ შედეგისთვის მიეღწია. მან სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტებს სხვადასხვა ნახატებით ააჭრელებინა სხეული, შემდეგ კი მიიღო გადაწყვეტილება, დაეფარა სხეულის 100% შავი მელნით, ქუთუთოების ჩათვლით, ასევე კანი თითებს შორის, ყურის მიდამოები და ღრძილებიც კი. ეს რომ დაასრულა, შავ სხეულზე თეთრი ნახატების გაკეთება დაიწყო. ამჟამად ის რეკორდსმენია, რადგან მთლიანი სხეული აქვს მოხატული სვირინგების რამდენიმე ფენით.
პოლ ლოურენსი – ენიგმა
პოლი ეს არის ადამიანი, რომლის სხეულიც დაფარულია ლურჯი რებუსებითა და გამოცანა-თავსატეხებით. ის ხშირად გამოდის საცირკო წარმოდგენებშიც, არის ხმლების მყლაპავი, ჩართული ბურღის წვერი შეაქვს ნესტოში, სვამს სხვადასხვა სახის სითხეებს, შემდეგ კუჭიდან უკან ამოაქვს და ისევ სვამს. ამ ნიჭებთან ერთად საკმაოდ კარგი მუსიკოსიცაა.
ქალი-ვეფხვი – ენიგმას ყოფილი ცოლი
ქალი-ვეფხვი, იგივე კაძენი, წარმოდგენებსა და შოუებში მონაწილეობს. სხეულის ტატუებით დაფარვა რომ გადაწყვიტა, თემად ვეფხვი აირჩია და მისი მსგავსი ზოლები მოახატვინა. მრავალ ტატუსთან ერთად მან გაიკეთა ვეფხვის ულვაშების მსგავსი პირსინგები სახეზე. ერთი პერიოდი “ენიგმას” ცოლი იყო, შემდეგ გაშორდა და ტატუს სალონი გახსნა ოსტინში, ტეხასის შტატში.
ელინ დევიდსონი – ქალი ყველაზე მეტი პირსინგით
გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, 2000 წლის მაისში ელინს მთლიანობაში 462 პირსინგი ჰქონდა, მათგან 192 – სახეზე. 2005 წელს ედინბურგის ფესტივალზე გამოსვლისას “გარდიანის” ცნობით 3950 ცალი ჰქონდა გაკეთებული. ყველაზე მეტი პირსინგი გენიტალიების მიდამოში აქვს – დაახლოებით 500. მისი აღკაზმულობის საერთო წონა 3 კგ-ია. 2008 წლის მაისში პირსინგების რაოდენობამ 5920-ს მიაღწია, 2009 წელს კი 6000-ს გადააჭარბა. 2010 წლის მარტის მონაცემით, ის 6725 ცალ პირსინგს ატარებდა.