ლომი სახელად “ქრისტიანი”
2008 წელს მოკლე, მაგრამ საოცარი ვიდეო აიტვირთა იუტუბზე და მაშინვე იქცა საერთაშორისო ფენომენად. გავრცელდა მისი სხვადასხვა ვერსიები, ერთ-ერთმა კი 10 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა, რის შედეგადაც წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეო გახდა.
ისტორია ასეთია: 1969 წელს ინგლისში მცხოვრებმა ორმა ავსტრალიელმა – ჯონ რენდალმა და ენტონი ბორკმა – ზოოპარკისგან შეიძინა ლომის ბოკვერი, რომელიც იმ მომენტში სულ რაღაც 16 კგ-მდე იყო. სახელად “Christian” უწოდეს და მეგობარ გოგონებთან ერთად სახლში ზრდიდნენ მას. რომ გაიზრდებოდა, სურდათ, ადგილობრივი ეკლესიისთვის ეჩუქებინათ დარაჯად. თუმცა ბოკვერი მალე წამოიზარდა და ერთ წელიწადში 85 კგ-ს მიაღწია. პატრონები მიხვდნენ, რომ ლონდონში მისი გაჩერება უბრალოდ არ ღირდა, ეს შეუძლებელი იყო. მათ გადაწყვიტეს, გაეშვათ იქ, სადაც მისი ადგილი იყო – ველურ ბუნებაში.
ერთი წლის შემდეგ მონატრების სურვილმა აიძულა ისინი მოეძებნათ და ენახათ ლომი. ის უკვე ზრდასრული ველური ცხოველი იყო და ბიჭები წინასწარ გაფრთხილებულნი იყვნენ, რომ ლომი ვერ იცნობდა, თუმცა ამის გამო არ შეჩერებულან. შემდეგ განვითარებული მოვლენები კი ვიდეოში: