ფილმ “მე, რობოტი”-ს რეჟისორმა ილონ მასკი პლაგიატში დაადანაშაულა
პლატფორმა Warner Bros-ზე გამართული დიდი პრეზენტაციის ფარგლებში კომპანია Tesla-მ წარადგინა რობოტიზებული ტაქსი Cybercab, სამგზავრო ფურგონი Robovan და ჰუმანოიდ რობოტ Optimus-ის უახლესი ვერსია. თავდაპირველად ახალი პროდუქტების პრეზენტაციამ სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. თუმცა, ქება მალევე გადაიზარდა დაცინვაში, რადგან Tesla-ს და, კერძოდ, მის ხელმძღვანელ ილონ მასკის პლაგიატში ეჭვის მიტანა დაიწყეს.
მომხმარებლებმა აღნიშნეს წარმოდგენილი სიახლეების დიზაინის მსგავსება მოწყობილობების ესთეტიკასთან ფილმში “მე, რობოტი”, რომლის რეჟისორია ალექს პროიასი და მთავარ როლს უილ სმიტი ასრულებს, წერს The Hollywood Reporter. „ცეცხლზე ნავთი დაასხა“ იმ ფაქტმაც, რომ Tesla-მ ღონისძიებას „ჩვენ რობოტი“ უწოდა, რომელიც სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალ აიზეკ აზიმოვის 1950 წლის მოთხრობების კრებულის სათაურის მსგავსია, რომელზეც დაფუძნებულია ფილმი.
Optimus, უნივერსალური ჰუმანოიდი რობოტი, რომელმაც სახელი Transformers-ების პერსონაჟისგან მიიღო, ჰგავს NS5 რობოტებს ფილმიდან I, Robot. მაგრამ იმ ფაქტმა, რომ წარმოდგენილმა სამგზავრო მოკროავტობუსმა Robovan-მა, რომელიც ფილმში რობოტების სატრანსპორტო საშუალების პატარა ასლს ჰგავს, ასევე უპილოტო ტაქსმა Robotaxi-მ, რომელიც იმავე ფილმის ფუტურისტული Audi RSQ-ის მსგავსია, უმოწყალო დაცინვა გამოიწვია სოციალურ ქსელებში და თვით პროიასის რეაქციაც კი სოციალურ ქსელ X-ზე.
ფოტოს წყარო: X / @TheTeslaLife
“ჰეი ილონ, შეგიძლია დამიბრუნო ჩემი დიზაინი, გთხოვ?” – დაწერა რეჟისორმა სოციალურ ქსელში და შეტყობინებას დაურთო სურათი ფილმიდან და Tesla-ს ახალი მოდელების კადრები.
რეჟისორმა Matt Granger-მა, რომელიც პროიასის ასისტენტად მუშაობდა “მე, რობოტის” გადასაღებ მოედანზე, დაწერა: “მეც მინდა ვუთხრა ილონს და მის კრეატიულობის სრულ ნაკლებობას – …!”