სიმღერის ტექსტები

დარკვეთელო ქალო – კინოფილმიდან “განგაში”

დარკვეთელო ქალო – კინოფილმიდან “განგაში”
(მუსიკა: რევაზ ლაღიძე, ტექსტი: პეტრე გრუზინსკი)

დარკვეთელო ქალო,
რა დიდგულა ხარო,
წამომყევი სახლში,
დედა გავახარო.

..გარეთ მზეა სულში ბნელა,
შენზე ფიქრი ლანდად მადევს,
ღვინოსავით მათრობელა,
..ჩემდა ჭირად დაიბადე X2

ვერ გავუძლებ ვიცი,
თვალებს მხოლოდ თვალებს,
და თუ მოგიტაცე,
მაგათ დააბრალე.

..შემეპარე გულში ნელა,
მეც მაწვალებ შენცა წვალობ,
ღვინოსავით მათრობელა,
..გაჩნდი ჩემდა სავალალოდ X2

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button