სიყვარული და სექსი

სასაცილო და უცნაური სექს-კანონი

ზოგიერთ ქვეყანაში ძალიან უცნაური და ზოგჯერ სასაცილო სექს-აკრძალვა მოქმედებს. გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს:

  1. არგენტინაში ცოლს აქვს უფლება, უღალატოს ქმარს იმ შემთხვევაში, თუ მან სახლში 3 ვაზა გატეხა.
  2. ბელგიაში ცოლი, რომელიც გაიგებს, რომ ქმარი ღალატობს, უფლება აქვს, მძინარე ქმარს ღირსებაზე მდუღარე გადაასხას. ანალოგიური უფლება აქვს ქმარსაც, რომელიც ცოლს ღალატში გამოიჭერს.
  3. იმავე ბელგიაში გოგონებს შეუძლიათ, შეყვარებულს მკერდი აჩვენონ მხოლოდ ურთიერთობის დაწყებიდან 5 თვის შემდეგ; სექსით კი შეუძლიათ უკვე ერთი თვის შემდეგ დაკავდნენ (მაგრამ ამ დროს მკერდის ჩვენება არ შეიძლება??!!)
  4. საბერძნეთში ახალდაქორწინებულებს უფლება აქვთ, მთელი თვე ქორწინების სახლში იცხოვრონ, თუ მათ ჯერ სახლი არ შეუძენიათ.
  5. ჩინეთში ქალს, რომელსაც ორგაზმი არ განუცდია ქორწინებიდან ნახევარ წელიწადში, უფლება აქვს, განქორწინება მოითხოვოს.
  6. ჩინეთშივე ქალს უფლება აქვს, ქმარი ნოლზე გადაპარსოს, თუ ის ერთი თვის განმავლობაში ცოლს არცერთხელ არ აკოცებს.
  7. გუამის კანონების მიხედვით, ქალწულს გათხოვების უფლება არ აქვს.
  8. ლონდონში კანონდარღვევად ითვლება პარკირების გარეშე გაჩერებულ მოტოციკლზე სექსი.
  9. კოლუმბიის ქალაქ კალიში ახალდაქორწინებულების პირველი ღამე პატარძლის დედის თანდასწრებით უნდა შედგეს.
  10. თუ იაპონიაში უფროს ძმას მოუნდება უმცროსი ძმის შეყვარებულზე დაქორწინება, უმცროსი ძმა და შეყვარებულიც უარს ვერ იტყვიან.
  11. თურქეთში უკანონოა მეზობლის ვაჟთან, ქალიშვილთან, ცოლთან, მოსამსახურესთან და საერთოდ, მეზობლის ნებისმიერ კუთვნილებასთან (თუნდაც ცხოველთან) სექსი… მოკლედ, ანდაზა – მეზობლის ქალს ხელს ნუ ახლებ, ისიც შინაურიაო – აქ კანონით მოქმედებს.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button