სიზმრის ახსნა

სექსუალური სიზმრების ახსნა ფროიდის მეთოდით

ამბობენ , როდესაც სექსუალური სიზმრები ხშირად გაწუხებს, ან ინტიმის ნაკლებობას განიცდი , ან კი სულაც ცხოვრება სექსის გარეშე არ შეგიძლია. არსებობენ გენიოსები,რომელთაც ამ ყველაფერზე საკუთარი წარმოდგენა აქვთ. ერთ-ერთი მათგანია ფროიდი, რომელმაც სექსუალური სიზმრების ახსნა სცადა და საკმაოდ კარგადაც გამოუვიდა. ასევე გეტყვით, რომ სექსუალურ სიზმრებში შესაძლოა სრულიად არ ხედავდე სექსს,შეიძლება ეს ყველაფერი ეროგენულ ნივთებთან იყოს გაიგივებული. გეტყვით იმასაც,რომ ფროიდმა ბანანი – მამაკაცის სასქესო ორგანოსთან გააიგივა. გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს.

სექსუალური სიზმრების ახსნა ფროიდის მეთოდით

სექსის უკმარისობა – მსახიობთან ან იმ კოლეგასთან ინტიმური კავშირის დასიზმრებით გამოიხატება, რომელიც რეალურ ცხოვრებაში არანაირ სურვილს არ აღძრავს შენში. ხშირად ასეთ სიზმარს ეროტიკული ფილმის ნახვის შემდეგ ნახულობ, რომელიც ფანტაზიას გიღვიძებს, ან ვნებიანი ღამის შემდეგ.

შიში იმისა, რომ მომხიბვლელად არ გამოიყურები, შეიძლება აისახოს ლესბოსურ სიზმარში. სიზმარში თითქოს დაუპყრობ მამაკაცს იმით ცვლი, ვისაც შეუძლია გაგიგოს, გვერდში დაგიდგეს – ეს სხვა ვინ იქნება თუ არა შენი საუკეთესო მეგობარი, დაქალი.

ქალის გენიტალიის სიმბოლოები. გამოქვაბული, ბეწვის მუფთი, გვირაბი და სამზარეულოს ინვენტარები, ქვაბით დაწყებული, დოქით დამთავრებული.

სიუჟეტები, რომლებიც სექსუალურ კონტაქტს ასახავს ან ეროტიკული შეგრძნებების სიმბოლოა. საქანელაზე ქანაობა, ცხენზე ჯირითი, ჭიდაობა მოწინააღმდეგესთან ახლო ფიზიკური კონტაქტით.

ფალოსური სიმბოლოები. გველი, სათვალთვალო მილი, ავტომობილის სიჩქარის გადამრთველი და სხვა მოგრძო ფორმის ნივთები.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button