ესეროგორ ?

როგორ დავწეროთ არგუმენტირებული ესე

არგუმენტირებულ ესეში ავტორი წარმოაჩენს თავის მოსაზრებებს, გვთავაზობს საკუთარ პოზიციას და კონკრეტული არგუმენტებით ლოგიკურად ასაბუთებს თავის სათქმელს. მსჯელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია არგუმენტაცია, ანუ პოზიციის დასაბუთება და ადეკვატური არგუმენტებით გამყარება.

I. შესავალი

იმისათვის, რომ ესეს შესავალი ეფექტური და საინტერესო გამოვიდეს, სასურველია რამდენიმე მარტივი წესის დაცვა: ტექსტის შესავალ ნაწილში მკაფიოდ გამოკვეთეთ მიზანი, ანუ თავიდანვე გააცანით მკითხველს განსახილველი საკითხი. დასვით ისეთი შეკითხვა, რომლის შესახებაც შეიძება ისაუბროთ ესეში; შესავალი დაიწყეთ მკითხველისთვის ნაცნობი, ადვილად აღსაქმელი სიტუაციის (ფაქტი; ამბავი; ინფორმაცია) აღწერით, რათა დააინტერესოთ მკითხველი.

II. ძირითადი ნაწილი

ძირითად ნაწილში გადმოეცით თქვენი მთავარი სათქმელი, განმარტეთ და დაასაბუთეთ თქვენ მიერ გამოთქმული დებულებები და მოსაზრებები.

მსჯელობა ააგეთ ლოგიკურად და თანმიმდევრულად. წარმოაჩინეთ თქვენი პირადი დამოკიდებულება და პოზიცია განსახილველი საკითხისადმი.

III. დასკვნითი ნაწილი

დასკვნით ნაწილში შეაჯამეთ ესეში გადმოცემული მოსაზრებები, მკითხველს კიდევ ერთხელ დაუკონკრეტეთ თქვენი მთავარი სათქმელი და დაასაბუთეთ შერჩეული თემის აქტუალურობა.

Source
https://mevarabiturienti.ge/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button