განხილვაზოგადი განათლება

პოეტისა და პოეზიის დანიშნულება – პოეტი და ჩემო კალამო

ილია ჭავჭავაძე საკუთარი ლექსებით „პოეტი“ და „ჩემო კალამო“ ცდილობს წარმოადგინოს თავისი შეხედულებები პოეტისა და პოეზიის ჭეშმარიტ დანიშნულებაზე. მისთვის პოეზია არა მხოლოდ კეთილხმოვანი გალობაა, არამედ ერის წინაშე პასუხისმგებლობის და მასზე ზრუნვის გამოხატულებაა.

„მისთვის არ … გარეგანსა“

მას ევალება ეს ისევე გააკეთოს, როგორც უზენაესმა ღმერთმა შექმნა სამყარო, ანუ სიტყვით. მისი სიტყვის დანიშნულება ხალხის გულში ცეცხლის ანთებაა. ამგვარად პოეტი ერის ერთგვარი წინამძღოლის ფუნქციას იძენს, რომელსაც ხალხის წყლული საკუთარ წყლულად უნდა მიაჩნდეს და სხვების ძრახვის მიუხედავად სამშობლოს ბედს შეალევს თავის ცხოვრებას. მისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს რომ თავისი შემოქმედებისთვის „ტაში“ დაიმსახუროს.

„მე ცა მნიშნვას…“

ილია პოეზიას საღვთო, ზეციურ ქმნილებებად მიიჩნევს, პოეტებს კი ცისგან დანიშნულ მიწიერ ადამიანებად. ისინი აგრეთვე უნდა იყვნენ ერისკაცები, რომლნიც კარგად იცნობენ ხალხის ჭირსა და ვარამს. პოეზიის მეშვეობით პოეტი სწორედ ამ ვარამის წინააღმდეგ გაბრძოლებას ცდილობს და ამისთვის ხალხში ღვთის დიდი საკურთხევლის, სიყვარულის ჩანერგვას ცდილობს.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button