განხილვა

გიორგი პირველი – პერსონაჟის განხილვა

კონსტანტინე გამსახურდიას ისტორიული რომანი „დიდოსტატი მარჯვენა“ ასახავს გამოგონილ მოვლენებს, რომლებიც მიმდინარეობს ერთიანი საქართველოს მეორე მეფის, გიორგი I-ის ზეობის ფონზე. მეფე გიორგი ნაწარმოებში თავადაც საკმაოდ საინტერესო და რთული პერსონაჟია. მიუხედავად იმისა, რომ ის სულაც არ იყო სამაგალითოდ ქრისტიანი მონარქი, მისი დამოკიდებულება სარწმუნოებისა და ეკლესიის მიმართ გამუდმებით იცვლებოდა. ეკლესია მისთვის ერთ დროს მოწინააღმდეგე იყო, სხვა დროს პოლიტიკური იარაღი, საბოლოოდ კი თაყვანისცემის ობიექტი. მის ამ ტრანსფორმაციას ხელი შეუწყო მისმა სულიერმა მდგომარეობამ, რომელზეც წარუშლელი კვალი დატოვა და დაღად დაესვა ოლთისის ეკლესიის დაწვის ისტორია. ამ ფაქტთან დაკავშირებით თავის დადანაშაულება და სინდისის ქენჯნა იმდენად ძლიერია, რომ გიორგის ერთხელ ნადირობის დროს ალში გახვეული ტაძარიც ელანდება. მეფე ყოველმხრივ ცდილობს საკუთარი დანაშაულის გამოსყიდვას, რადგან ამქვეყნიური თუ იმქვეყნიური დასჯის ეშინია. ამ მხრივ იგი თავს ნაბუქოდონოსორსაც კი ადარებს.

აშკარაა, რომ მეფე გიორგი თავის ყველაზე ცუდ კოშმარებში სწორედ ბაბილონის ისტორიული მეფის ხვედრს იზიარებს. მისი შიშით, ორივე მათგანი საკუთარი ცოდვებისგან გამოწვეულ სასჯელს იმკიან. კონსტანტინე ტექსტში ნაბუქოდონოსორის ხსენება იმიტომ დასჭირდა, რომ ხაზი გაესვა გიორგის, პირდაპირი გაგებით, ღვთის მოშიშობისთვის.

ეს შედარება ცენტრალურია მოცემული მონაკვეთის მიხედვით გიორგის პიროვნების ამოხსნის საქმეში. გამსახურდია, ამასთან, მეფის აზრებისა და გრძნობების გასამძაფრებლად იყენებს ბუნების აღწერასა და ცხოველთა ქცევას. იმავე მიზეზს ემსახურება დიალოგი მეგობრებთან ნადირობის შემდეგ.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button