ისეთ სიტყვას, რომელიც აღნიშნავს მოქმედების ადგილს ან დროს, ან კიდევ გვიჩვენებს, როგორ ხდება მოქმედება, ზმნიზედა ჰქვია.
ზმნიზედა ჩვეულებრივ ზმნას ახლავს.ისეთი სიტყვა, რომელიც აღნიშნავს მოქმედების ადგილს, ადგილის ზმნიზედაა. იგი მიუგებს კითხვებზე: სად? საიდან? საითკენ? – იქ, იქიდან, იქითკენ.სიტყვა, რომელიც აღნიშნავს მოქმედების დროს, დროის ზმნიზედაა. იგი უპასუხებს კითხვაზე: როდის? – გუშინ, ხვალ, ზედ.სიტყვა, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ ხდება მოქმედება, ვითარების ზმნიზედაა. იგი მიუგებს კითხვაზე: როგორ? – კარგად, სწრაფად, ნელა, ჩქარა, თეთრად…თუ ზმნიზედა ვითარებითი ბრუნვის ფორმაა, ბოლოს დ უნდა: კარგად, მარდად, მშვიდად.თ იხმარება შემდეგი ზმნიზედების ბოლოს: წინათ, ზემოთ, ქვემოთ, გარეთ, შიგნით, ალბათ.




