ნიკოლოზ ბარათაშვილის ბედი ქართლისა
ნიკოლოზ ბარათაშვილის მემკვიდრეობის უმთავრესი ნაწილი ლირიკული შემოქმედებაა, მაგრამ მან დაგვიტოვა პოეტური ეპოსის შესანიშნავი ნიმუშიც – “ბედი ქართლისა”, რომელშიც მოცემულია მშობლიური ისტორიის ღრმა მხატვრული შემეცნება. ამ პერიოდში ნ. ბარათაშვილი გაბედულ ნაბიჯს დგამს რეალიზმისაკენ.
ნუ დაივიწყებ…
რომ დღეს იქნება, თუ ხვალ იქნება,
ქართლსა დაიცავს რუსთ ხელმწიფება!
სოლომონ ლეონიძის თავისუფლების აპოლოგიას მეფე პასუხობს:
ვინღა ჰყავს გულის შემატკივარი,
მამულს ასული, ახლა თქვენგვარი?
პლატონი მისნი გარდმონგრეულან,
სახლნი – სამშობლო დანაცრებულან!
დიდი ხანია გულს ირაკლისა
გადუწყვეტია ბედი ქართლისა!
ისტორიული სიზუსტითაა გადმოცემული პოეტის სიტყვებში ბრძოლის პირველი დღის (10 სექტემბრის) შესახებ:
“ბინდმა გაყარა მებრძოლი მტერი,
გამარჯვებულნი დარჩნენ ივერნი”,
თვით პოეტი დიდ სიმპათიას იჩენს თავისი გმირისადმი:
“სადღა არიან აწ ესე კაცნი,
რომ არ გვალხენენ თათბირნი მათნი!”
წყალო, რა უყავ ჩემი მზე,
შენ წყალო, არა გვიანო?!
განა ეს აღიარება არ გვაგონებს სოლომონ ლეონიძის სოფიოს სიტყვებს ეროვნული თავისუფლების შესახებ?
ახ,როდის ვნახო მეცა ველად ჩემი ბულბული ,
რომ განვიშალო კვლავ სიტურფით მისი სუმბული!
ამ სიტყვებში ასახულია ბარათაშვილის იმედი და ოცნება სამშობლოს თავისუფლებაზე.
წყარო: ქართული ლიტერატურის ისტორია, ტომი 3. ნიკოლოზ ბარათაშვილი