მალალა იუსაფზაი
✨მალალა საქვეყნოდ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 2009 წელს, 11 წლის ასაკში “ბიბისის” ბლოგერი გახდა, სადაც “თალიბანის” რეჟიმის პარალელურად საკუთარ ცხოვრებაზე და გოგონების განათლების უფლებებისთვის წერდა. 2009 წელს პაკისტანში თალიბების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხელისუფლებამ გოგონებისათვის სკოლაში სიარული აკრძალა. 11 წლის მალალამ გადაწყვიტა, დაეცვა თავისი განათლების უფლება, თუმცა მის პროტესტს მძაფრი რეაქცია მოჰყვა.
✨ „ავიღოთ ჩვენი წიგნები და კალმები, ისინი ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღებია. ექსტრემისტებს მუდამ ეშინოდათ და ეშინიათ წიგნების და კალმების. მათ ქალებისაც ეშინიათ”.
ვალენტინა ტერეშკოვა
✨პირველი ქალი-კოსმონავტი და საბჭოთა კავშირის გმირი. მისი სახელი მთვარის ერთ-ერთ კრატერს დაარქვეს პატრისია არკეტი
✨ჰოლივუდი, რომელიც სტერეოტიპებს უნდა ამსხვრევდეს, პატრიარქატული სამყაროს ერთ-ერთი დიდი ბუდეა, სადაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს ბრძოლა იმაზე, რომ ქალ და მამაკაც მსახიობებს ერთნაირი ანაზღაურება მისცენ. ამ თემაზე საუბრობენ ისეთი მსახიობები, როგორებიც არიან – მერილ სტრიპი, ჯენიფერ ლოურენსი, ჯულიანა მური, რობინ რაითი და ა.შ.
✨2015 წელს პატრისია არკეტმა “Boyhood”-ში შესრულებული როლისთვის ოსკარი მიიღო. მსახიობი სიტყვით გამოსვლისას შეეხო თემას, რომელზე ქალები უკვე წლებია ხმამაღლა საუბრობენ – თანაბარი ანაზღაურება ყველას.
ჰეიდი ლამარი
✨ჰოლივუდის ოქროს ხანის ერთ-ერთი დიდი ვარსკვლავი. სწორედ მისი დამსახურებაა Wi-fi-ის გამოყენება რომ შეგვიძლია დღეს.ამბობენ ყველა მნიშვნელოვანი გამოგონება კაცებს ეკუთვნისო, იმას არ ეღირსოს ვაი-ფაის შევსებული ლოგო არც კომპიუტერზე და არც მობილურზე.
მარგარეტ ტეტჩერი
✨ეს არის ქალი, რომელმაც შექმნა, არა მხოლოდ ბრიტანეთის, არამედ მსოფლიო პოლიტიკის გარკვეული ეპოქა და შეიმუშავა ახალი პოლიტიკური მიდგომა, რომელიც შემდგომში პრაქტიკაში ტეტჩერიზმის სახელით დამკვიდრდა
დედა ტერეზა
✨ მისიონერი, რომელიც კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. მის მიერ დაარსებული კათოლიკე მონაზვნების კონგრეგაცია „მისიონერული სიყვარულის დები“ მთელ მსოფლიოში დღემდე ცნობილია. 90-იანი წლების დასაწყისში დედა ტერეზას ორდენის მონაზვნები საქართველოშიც მოღვაწეობდნენ. საქართველოს თავად დედა ტერეზა 1989 წლის ივნისში ესტუმრა და 9 აპრილის ღამეს მოწამლულები მოინახულა. და ეს მხოლოდ ნაწილია იმ მილიონობით ქალისა, რომლებმაც შექმნეს ეპოქა. #ძლიერიქალები #ქალებირომლებმაცშეცვალეს #ქალებირომლებმაცშეძლეს