კინემატოგრაფიაფაქტები

ფაქტები 12 განრისხებულ მამაკაცზე

12 განრისხებული მამაკაცი

ფილმის ინსპირაცია სცენარის ავტორს გაუჩნდა მას შემდეგ, რაც თვითონ იყო ნაფიცი მსაჯული.

ჰენრი ფონდა ფილმის პროდიუსერია.

ფილმისთვის რეპეტიცია თითქმის იმდენი ხანი გაგრძელდა, რამხელაც ფილმის ხანგრძლივობაა.

ლუმეტი იყო მესამე რეჟისორი, რომელმაც ნომინაცია მიიღო მისი სადებიუტო ფილმისთვის.

ლი ჯეი კობის პერსონაჟი მეთორმეტე ნაფიც მსაჯულს უწოდებს “ბიჭს, ფლანელის ნაცრისფერ კოსტიუმში”. მომავალ წელს კი ლი ჯეი კობის მონაწილეობით გამოვიდა ფილმი, სახელად “კაცი, ფლანელის ნაცრისფერ კოსტიუმში”.

ჰენრი ფონდას არ მოსწონდა თავისი თავის ნახვა ფილმში, ამიტომ მან ბოლომდე არ ნახა ფილმი. მაშინ როდესაც ოთახს ტოვებდა ჩუმად თქვა: სიდნი, ეს არაჩვეულებრივია.

ფილმის გადაღებები სამი კვირა მიმდინარეობდა და მის ბიუჯეტს 350000$ შეადგენდა.

მას შემდეგ, რაც მეათე ნაფიც მსაჯულს ყველამ ზურგი აქცია და მეოთხე ნაფიცმა მსაჯულმა მას უთხრა, რომ დამჯდარიყო და პირი აღარ გაეღო, მას მართლაც აღარაფერი უთქვამს.

ფილმი ნომინირებული იყო ოსკარის სამ კატეგორიაში, თუმცა ვერც ერთში მოიპოვა გამარჯვება.

ჰენრი ფონდა თვლიდა, რომ მის ფილმებს შორის პირველ სამეულში იყო 12 განრისხებული მამაკაცი. დანარჩენი ორი ფილმი კი არის “მრისხანების მტევნები” და “ოქს-ბოუის ინციდენტი”.

Source
Mariam Sharvashidze

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button