ასტროლოგიაზოდიაქო

რას იზამდნენ ზოდიაქოს ნიშნები, დღეს რომ სამყაროს აღსასრული იყოს?

1) ♈️ ვერძი – ამ წამს რომ სამყაროს აღსასრული იყოს, ვერძი დაურეკავს ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც სამსახურეობრივი თუ სხვა მოვალეობების გამო პირში ვერ ლანძღავდა და გულით ეტყვის ყველა იმ ლამაზ სიტყვას, რაც აქამდე თავში უტრიალებდა! 🌪

2) ♉️ კურო – როგორ იქნა, მორჩება მუშაობას, ნერვიულობას, მომავალზე ფიქრს, და ბოლო ჟამს საკუთარ თავს ერთ სასიამოვნო დღეს აჩუქებს! ახლა რაღად უნდა ზრუნვა, მასთან ერთად ხომ სხვებისთვისაც უკანასკნელი დღეა? 😏

3) ♊️ ტყუპები – დაჯდება და ნერვიულობით საკუთარ თავსაც შეაწყენს თავს, მერე გარშემომყოფებს და სანამ ის 24 საათი გავა, გულის შეტევით გაასვენებენ სახლიდან. ⛑

4) ♋️ კირჩხიბი – როგორც წესი, ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები წყენას გულში ინახავენ და სხვას გულს ნაკლებად ტკენენ. ახლა კი აიღებენ მობილურს და ვაი მათ, ვინც ოდესმე რამე აწყენინა… 🥶

5) ♌️ ლომი – წინ დაიდებს სარკეს და მთელი დარჩენილი დრო, საკუთარი თავის ქებით დატკბება. 🐒

6) ♍️ ქალწული – გახსნის სეიფს, გატეხავს ყულაბას, გამოიტანს ბანკიდან დანაზოგს და რაც კი აქამდე მოუგროვებია, საყვარელ ადამიანებთან ერთად დახარჯავს. 🛍🎁

7) ♎️ სასწორი – როგორც სულ, ახლაც სხვებს გადაყვება თან. არ დაეზარება, დაუვლის სათითაოდ ადამიანებს და მათ დამშვიდებას შეეცდება. ვერც გააანალიზებს, რომ ადამიანს დახმარებით თავი არ უნდა მოაბეზროს. 😡

8) ♏️ მორიელი – ბედნიერად უყურებს, როგორ ნადგურდებიან მტრები სამყაროს ძალით და არა საკუთარი შურისძიების გეგმით. მერე, ყველას გაყრის სახლიდან და რაიმე, კარგ მუსიკას მოუსმენს. 🎶✖️

9) ♐️ მშვილდოსანი – ხუმრობაში მოიკოჭლებენ, მაგრამ მოირგებენ ხუმარა და უდარდელი ადამიანების იმიჯს და რაც ძალი და ღონე ექნებათ, იცინებენ და შეეცდებიან, სხვების პოზიტიურ განწყობაზე დააყენონ. 🙄

10) ♑️ თხის რქა – დაუვლის სათითაოდ ყველას და მოუყვება, თუ როგორი უსამართლო და ამაოა ეს ცხოვრება, შექმნის სევდიან განწყობას და ამით ბედნიერად იხალისებს. 😈

11) ♒️ მერწყული – მოძებნის საუკეთესო მეგობარს და დაიწყებს ჭორაობას ყველაფერზე, რაზეც შეძლებს და ბოლოს, ერთად იტირებენ. 💔

12) ♓️ თევზები – ესენი ნერვიულობისგან სულს 2 წუთში დალევენ. თუმცა თავს ისე მოგაჩვენებენ, თითქოს არც არაფერი ანაღვლებთ. მათ ეს კარგად გამოსდით. მათი ნიჭი ხომ სამსახიობო ოსტატობაა!

Source
ლუკა ჭაფოძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button