სურათებიცნობილი ადამიანებიხელოვნება

პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული ნიკო ფიროსმანაშვილის პორტრეტი

უცხოელ მხატვრებს ნიკო ფიროსმანის უნიკალური ხატვის სტილი ყოველთვის იზიდავდათ.  “ყველაზე გავლენიანი უცნობი”, — ასე ახასიათებდა გერმანული პრესა ქართველ მხატვარს, ნიკო ფიროსმანს,
ალბერტინას მუზეუმში  გამოფენილ მის ნახატებზე. “ნიკო ფიროსმანი — სამყაროთა შორის მოხეტიალე” ამ სახელწოდების გამოფენაზე, რომელიც 26 ოქტომბერს დაიწყო და 2019 წლის 27 იანვრამდე გაგრძელდა წარმოდგენილი იყო მხატვრის 29 ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმის, შალვა ამირანაშვილის სახელობის კოლექციიდან. ცნობილია, რომ პაბლო პიკასოც აღტაცებული იყო ფიროსმანის შემოქმედებით. საინტერესოა, როგორ გაიცნო პატარა ქვეყნის ჯერ კიდევ უცნობი დიდი ქართველი მხატვარი ესპანელმა მხატვარმა?

პოლონელმა ემიგრანტმა ილია ზდანევიჩმა აღმოაჩინა ნიკო ფიროსმანი. ილია 1930 წელს სსრკ-დან გაიქცა და თან წაიღო ფიროსმანის ნახატების კატალოგი, რომელიც მოგვიანებით პიკასოს აჩვენა. ნახტებმა პიკასოზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ გადაწყვიტა მისი პორტრეტი შეექმნა.

2 მარტიდან, ქალაქ არლში მდებარე ვინსენტ ვან გოგის ფონდი ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მხატვრისა და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრები ერთ სივრცეშია წარმოდგენილი.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button