ისტორიამეცნიერებაუცნაურიფაქტებიფლორა & ფაუნა

გასაოცარი მეცნიერული ფაქტები

ეს კი ქვიშის მარცვლებია:

თუკი მზეს სისხლის თეთრი უჯრედის ზომამდე დავაპატარავებთ, იგივე მასშტაბში „ირმის ნახტომის” გალაქტიკა აშშ-ის ზომის იქნება.

ლურჯი ვეშაპის გული იმდენად დიდია, რომ ბავშვი თავისუფლად იცურავებს მის ძარღვებში.

5 მმ სიგრძის მედუზა Turritopsis nutricula პოტენციურად უკვდავია – სექსუალურად მომწიფების შემდეგ მისი ორგანიზმი ახალგაზრდავდება და ყმაწვილობის პერიოდში გადადის.

ზემო ტბაში საკმარისი წყალია იმისთვის, რომ ორივე ამერიკის კონტინენტი 30 სმ სიმაღლეზე დატბოროს.

რამდენად დიდია აფრიკა? (სრული ზომის სანახავად დააკლიკეთ სურათს)

africa size

და წყნარი ოკეანე?

დედამიწის ცენტრამდე ორმო რომ გათხაროთ და წიგნი ჩააგდოთ, ფსკერზე დავარდნამდე 42 წუთი ჰაერში იქნება.

საერთაშორისო კოსმოსური სადგური მოძრაობს 32500 კმ/სთ სიჩქარით, შესაბამისად მასზე მყოფი კოსმონავტები დედამიწას 90 წუთში უვლიან გარშემო და ყოველ 45 წუთში ხედავენ მზის ამოსვლას ან ჩასვლას.

ასეთი ხედი იქნებოდა, თუკი მთვარეს იუპიტერი ჩაანაცვლებდა (ამის შემდეგ კი მისი გრავიტაციული ძალა გადაგვყლაპავდა:D)

ასე გამოიყურება მზის ჩასვლა მარსზე.

ადამიანის სხეულში უჯრედებზე მეტი ბაქტერიებია, რომელთა ჯამური წონა 1-4 კგ-ს შეადგენს.

მთვარის ზედაპირზე უფრო მეტი რამ ვიცით, ვიდრე ოკეანეების სიღრმეებზე.

ერთ ჭიქა წყალში უფრო მეტი ატომია, ვიდრე დედამიწის ყველა ოკეანეში ჭიქა წყლების რაოდენობა.

ყველაზე ახლო (ანდრომედას) სპირალური გალაქტიკიდან სინათლეს აქამდე მოსაღწევად 2.5 მილიონი წელი სჭირდება. მის დანახვას ვერ შევძლებდით, ეს დრო რომ არ გასულიყო.

ვენერაზე დღე უფრო ხანგრძლივია, ვიდრე წელი – პირველი ჩვენებურ 243 დღეს უდრის, მეორე – 225-ს.

პლუტონის აღმოჩენიდან (1930 წ) მისთვის პლანეტის სტატუსის ჩამორთმევამდე (2006 წ) ამ ციურმა სხეულმა მზის გარშემო ორბიტის მხოლოდ მესამედის გავლა მოასწრო.

„ირმის ნახტომის” გალაქტიკაში მინიმუმ 100 მილიარდი პლანეტაა. თუკი მათი 0.001% მაინც არის ხელსაყრელ ზონაში, მაშინ ჩვენს გალაქტიკაში სიცოცხლისთვის ოპტიმალური პირობები მინიმუმ 1 მილიონ პლანეტაზე ყოფილა.

გიზის დიდი პირამიდა აიგო ძვ.წ. 2560 წელს, კლეოპატრა ცხოვრობდა ძვ.წ. 69-30 წლებში, მთვარეზე ადამიანმა 1969 წელს დადგა ფეხი. გამოდის, რომ კლეოპატრას პერიოდი მთვარის მისიებთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე დიდი პირამიდის მშენებლობასთან.

რომაელებისთვის ისეთივე ძველი იყო პირამიდების ეპოქა, როგორც ჩვენთვის – რომაელებისა.

ტირანოზავრ რექსსა და სტეგოზავრს შორის ქრონოლოგიური სხვაობა უფრო დიდია, ვიდრე ტირანოზავრისა და თანამედროვე ეპოქებს შორის. შესაბამისად, ტირანოზავრი ჩვენს პერიოდთან უფრო ახლოსაა, ვიდრე სტეგოზავრთან.

1903 წელს პირველად გაფრინდნენ ძმები რაიტები, 1945 წელს აშშ-მა იაპონია დაბომბა, 1969 წელს კი ადამიანმა მთვარეზე ფეხი დადგა. ეს სულ რაღაც 66 წელია.

რომელი უფრო კაშკაშა იქნებოდა და მეტ ენერგიას გამოტყორცნიდა თქვენი თვალის მიმართულებით – სუპერნოვა, რომელიც დედამიწიდან მზის დონეზეა დაშორებული, თუ წყალბადის ბომბი, რომელიც თქვენს სახესთან ფეთქდება?

სუპერნოვა, თანაც ცხრაჯერ!

გამა სხივების აფეთქება 10 წამში უფრო მეტ ენერგიას გამოყოფს, ვიდრე მზე – 10 მილიარდი წლის მანძილზე.

ერთი ჩაის კოვზი ნეიტრონული ვარსკვლავი უფრო მეტს იწონის, ვიდრე მთელი კაცობრიობა.

ატომები, ვარსკვლავები, გალაქტიკები და ზოგადად „ჩვეულებრივი” მატერია სამყაროს მხოლოდ 4-5%-ს შეადგენს. დანარჩენი ნაწილი ჯერჯერობით უცნობი სუბსტანციებია, რომლებსაც მეცნიერებმა „ბნელი ენერგია” და „ბნელი მატერია” უწოდეს.

10 000 სინათლის წლის მოშორებით არსებობს ალკოჰოლის ღრუბელი, რომელიც 463 მილიარდი კმ სიგრძისაა. ის საკმარისია 400 ტრილიონჯერ ტრილიონი ბოთლი ლუდისთვის.

მზის სისტემას 225 მილიონი წელი სჭირდება „ირმის ნახტომის” გარშემო სამოგზაუროდ. ბოლოს ამ პოზიციაში ყოფნისას დედამიწაზე დინოზავრები ბატონობას იწყებდნენ.

აზოტი ჩვენს დნმ-ში, კალციუმი ჩვენს კბილებში, რკინა ჩვენს სისხლში და ნახშირბადი ვაშლის ღვეზელში იმ ვარსკვლავების ბირთვში წარმოიქმნა, რომლებმაც მოგვიანებით კოლაფსი განიცადეს. ჩვენ ვარსკვლავური მტვრისგან შევდგებით. დიდი ალბათობით თქვენი მარცხენა და მარჯვენა ხელის ატომები სხვადასხვა ვარსკვლავებიდან მოდის, რომლებიც მილიარდობით წლების წინ, ტრილიონობით კმ-ის მოშორებით აფეთქდნენ.

შავი ხვრელიდან გამოხედვა რომ შესაძლებელი იყოს, დაინახავდით მთელ სამყაროს თქვენი კეფის ჩათვლით. დრო კი „გარეთ” სწრაფად გავიდოდა, შესაბამისად სამყაროს სწრაფ ევოლუციას იხილავდით.

საკმარისი სიმძლავრის ტელესკოპი რომ გვქონდეს და 22 სინათლის წლის მოშორებით უზარმაზარი სარკე დავაყენოთ, მასზე „აპოლო 11″-ის მისიას მივადევნებით თვალს.

ამ წინადადების წაკითხვისას თქვენს ტვინში 25 მილიონი უჯრედი მოკვდა. მაგრამ სანერვიულო არაფერია – მათ ნაცვლად დღეში 300 მილიარდი ახალი უჯრედი იქმნება.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button