
7 გეი მსახიობი, რომელმაც ჰეტეროსექსუალი პერსონაჟები წარმატებით განასახიერა!
1) მეთ ბუმერი – მსახიობს ყველაზე დიდი წარმატება ნილ კოფრის როლმა მოუტანა სერიალ „The White Collar” – ში!
მან 2012 წლის დაჯილდოებაზე განაცხადა, რომ გეი იყო და საჯარო მადლობით მიმართა მის მეორე ნახევარს.

2) სარა პოლსონი – ლეგენდარული ლანა უინთერსის პერონაჟით იგი ყველას დაამახსოვრდა, „American Horror Story“ – ში. რაც შეეხება აღიარებას, მან 2005 წლის ერთ-ერთ დაჯილდოებაზე, მის მეგობარ გოგოს, ჩერი ჯონსს მოულოდნელად აკოცა. 2016 წლის ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს სრულიად დაუგეგმავი ამბავი იყო და იმ პერიოდში, საერთოდ არ აპირებდა ამაზე საუბარს.

3) ბილი იჩნერი – მისი კარიერული წინსვლა კომედიური შოუ „Billy on the Street“ ით დაიწყო და გაგრძელდა. რომანიც სწორედ შოუს შემქმნელთან ჰქონდა.

4) თი არ ნაითი – ყველას გვახსოვს ჯორჯ ომალი, სერიალიდან ”Grey’s Anatomy” და მისი ლეგენდარული როლიც სწორედ ეს გახლავთ. სერიალის დატოვების მიზეზი იყო ერთ-ერთი მსახიობის, კერძოდ, ისაია ვაშინგტონის მხრიდან ჰომოფობიური დამოკიდებულება და მისი შეურაცხყოფა.

5) ბრენდონ ფლინი – ახალგაზრდა მსახიობმა ყველა თინეიჯერის გული მოიგო სერიალით „13 Reasons Why“, სადაც ჯასტინ ფოლი განასახიერა. სემ სმიტთან დროებითი ურთიერთობის პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი გეია. ისინი რამდენიმე თვის შემდეგ დაშორდნენ.

6) ლუკ ევანსი – “Beauty and The Beast” აღმოჩნდა მისთვის საბედისწეროდ იღბლიანი ფილმი, სადაც მან გასტონი განასახიერა. 2002 წელს, ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ მას ყველა, როგორც გეის, ისე იცნობს და არასოდეს უცდია, ეს დაემალა.

7) მეგან ფოქსი – მას მრავალი წარმატებული როლი აქვს ნათამაშები. ერთ-ერთია მიქაელა ბანესი სერიალში „Transformers“. 2009 წლის ინტერვიუში კი პირდაპირ თქვა: “მე ბისექსუალი ვარ”.

•