კინემატოგრაფიასიახელოვნება

25 საინტერესო და მოულოდნელი ფაქტი დისნეის შესახებ

დისნეიმ შექმნა ჯადოსნური სამყარო, რომელიც ყველამ ძალიან შეიყვარა. დისნეის თითოეული პერსონაჟი განსხვავებული და საინტერესოა.

დღეს საინტერესო ფაქტებს წარმოგიდგენთ დისნეის ანიმაციების შესახებ, რომლებიც გაგაცნობთ დისნეის არსებულ სამყაროს.

1. დისნეის ხელმძღვანელობამ ჯონი დეპი კინაღამ დაითხოვა, რადგან მათ არ ესმოდათ, რატომ ასრულებდა ის მეკობრის როლს მსგავსი მანერით.

2. დისნეის ყველა პრინცესა მოზარდია.

ფიფქია იყო 14 წლის, კონკია სავარუდოდ 16-დან 19 წლამდე, პრინცესა ავრორა 16 წლის, არიელი 16 წლის,ბელი 17-დან 21 წლამდე, მულანი 16 წლის, ჯასმინი 18 წლამდე, პოკაჰონტასი 11 წლის, თიანი 19 წლის, რაპუნცელი 18 წლის.

3. სკამების ზედაპირი გამოცვალეს, ნიუ-იორკის დახურული თეატრში (Radio City Music Hall), რადგან ფიფქია და შვიდი ჯუჯას ყურებისას შეშინებული ბავშვები იფსამდნენ.

4. შვიდი ჯუჯა ქანდაკება ახლდა ფიფქია და შვიდი ჯუჯასთვის მიღებულ უოლტ დისნეის ოსკარს .

5. მულტფილმ Hercules-ში “მეფე ლომის” პერსონაჟის “შრამის” ტყავი აქვთ გამოყენებული.

6. ბოროტების გადმოსაცემად დისნეის ანიმატორები ფოსფორისფერს იყენებენ.

7. ბიონსემ ტიანას როლის ქასთინგზე უარი თქვა, რადგან ფიქრობდა, რომ როლს ისედაც შესთავაზებდნენ.

8. ურსულას ინსპირაცია დრაგ ქუინი Divine იყო

9. პუმბა პირველი პერსონაჟია, რომელმაც ეკრანის წინ გაზები გამოუშვა.

10. ბილ კელის მოხიბლულის სცენარი თითქმის ათი წლის განმავლობაში ელოდა ხორცშესხმას, რადგან დისნეი თავს იკავებდა 18+ პროდუქციის წარმოებისაგან.

11. ცივი გულის სცენაში, რომელშიც ელზა გამოდის თავისი ახალი ყინულის სასახლის აივანზე, შედგება 2018 კადრისგან. ამ სცენიდან ერთი კადრის სრული დამუშავებისთვის საჭირო იყო 132 საათი მუშაობა.

12. სუაჰილის ენაზე “სიმბა” ნიშნავს “ლომს”.

13. რაპუნცელი დისნეის ყველაზე ძვირიანი ანიმაციაა. მისი გადაღება $260 მლნ დაჯდა

14. ყველაზე მეტი ოსკარი უოლტ დისნეის ეკუთვნის (22 ოსკარი)

15. “ფიფქია და შვიდი ჯუჯა” დღემდე ყველაზე შემოსავლიან მულტიპლიკაციურ ფილმათ ითვლება.

16. ერთადერთი პერსონაჟი, რომელსაც არ ერქვა ბერძნული სახელი მულტფილმ “ჰერკულესში” თვითონ ჰერკულესი იყო.

17. 101 დალმატინელში 113 760 ჩარჩოა გამოყენებული და მათში ძაღლები ჯამში 6 469 952-ჯერ ჩანან

18. დისნეი მულტიპლიკაციების გადაღებით ომის პროპაგანდას ეწეოდა, ოსკარიც აქვთ მიღებული ამაზე. (“The Face of the Führer” (ფიურერას სახე) )

19. რობინ ჰუდის შექმნისას დისნეიმ ძველი ანიმაციები გამოიყენა და ამიტომ ის მხოლოდ $5 მილიონი დაუჯდა

20. არიელი ერთადერთი პრინცესაა, რომელსაც შვილი ყავდა.

21. მულტფილმი ქალთევზა გახდა დისნეის უკანასკნელი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, რომელიც დაიხატა ხელოვნურათ და რომელშიც გამოიყენეს ანალოგური კამერა. 1000 სხვადასხვა ფერი იქნა გამოყენებული 1100 ფონზე. ჯამში გაკეთდა მილიონზე მეტი სურათი.

22. დისნეის გიენებზე ცრუ ინფორმაციების გავრცელების მიზნით სარჩელი შეიტანეს კრიტიკოსებმა…

23. დისნეიმ 1977 წლის ანიმაციის The Rescuers-ის კასეტები 1999 წელს უკან გამოითხოვა, რადგან უკანა ფონზე შიშველი ქალი ჩანს

24. როდესაც პოკაჰონტასი შეხვდა ჯონ სმიტს, იყო 11 წლის, ხოლო თავად ჯონი 28-ის.

25. მოკლემეტრაჟიანი სურრეალისტური მულტფილმი Destino გადაღებულია უოლტ დისნეის კომპანიაში და არის ორი გენიოსის – უოლტ დისნეის და სალვადორ დალის უნიკალური მუშაობის პროდუქტი.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button