შოკოლადის მაფინები
მოსამზადებლად დაგვჭირდება! 👇🏻
• 4 კვერცხი
• 200გრ შაქარი
• 200გრ გამდნარი კარაქი/მარგარინი
• 50გრ კაკაო
• 150მლ რძე
• ნახ. ჩ/კ სოდა
• ნახ. ჩ/კ გამაფხვიერებელი
• ვანილი
• 300გრ ფქვილი
• 150გრ რძიანი შოკოლადის ფილა
მომზადების წესი: მშრალ ინგრედიენტებს გავცრით ღრმა ჭურჭელში და კარგად ავურევთ.
ცალკე ჭურჭელში კი ვთქვეფთ კვერცხს, შაქარს და მწიკვ მარილს. როდესაც კვერცხი გათეთრდება, ვამატებთ რძეს და კარაქს და ვაგრძელებთ შერევას 2 წუთის მანძილზე. შემდეგ, მშრალ ინგრედიენტბს და სველს ერთმანეთში მიქსერით, აუცილებლად დაბალი სიჩქარით შევურევთ და როდესაც ცომი კარგად შეიკვრება, მაფინების ფორმაში ვასხამთ 2/3 მასას, რომ ცხობისას ცომის მასა არ გადმოვიდეს და ფორმაში ჩასხმულ ცომის მასაში ვაწყობთ დაჭრილ შოკოლადის ფილას. ჩააწყეთ იმ რაოდენობის, რამდენიც გსურთ.
ვაცხობთ 180• 20-25 წუთით. დამოკიდებულია ღუმელზე და მაფინების ფორმის ზომაზე. 😊