Hi-Techტექნოლოგია

სათვალე IVAS ამერიკელ ჯარისკაცებს საშუალებას მისცემს დაინახონ სივრცე კედელს მიღმა

აშშ-ის არმიის ახალი სამხედრო სათვალე – Integrated Visual Augmentation System (IVAS) დაეხმარება ჯარისკაცებს მიიღონ მნიშვნელოვანი ვიზუალური ინფორმაცია ჯავშანტრანსპორტიორებისა და სხვა სამხედრო მანქანების დატოვების გარეშე. დაგეგმილია ათიათასობით ასეთი სათვალის შეძენა.

სათვალეს ვიზუალური ინფორმაცია გადაეცემა საბრძოლო მანქანებზე, Bradley-სა და Stryker-ზე დამონტაჟებული კამერებიდან. სიტუაციის შესაფასებლად და სამიზნის შესარჩევად ჯარისკაცებს გარეთ გასვლა არ დასჭირდებათ. სათვალეზე მოხდება რუკების, ჩველებრივი და ღამის ხედვის ვიდეოების პროეცირება.

ჯარისკაცებს ასეთ ინფორმაციაზე წვდომა ამ დრომდეც ჰქონდათ, ახლა კი IVAS-ის წყალობით მასზე წვდომა თითქმის მყისიერი გახდა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია საბრძოლო პირობებში.

image.jpeg

სათვალეს ასევე შეუძლია გამოიყენოს შაშხანაზე დამონტაჟებული ღამით ხედვის სითბური სამიზნე იმ სივრცის შესახებ ვიდეოინფორმაციის მისაღებად, რომელიც სხვა ჯარისკაცების თვალთახედვის არეალშია. ჯარისკაცი აგრეთვე შეძლებს საფარიდან მონიშნოს სამიზნე, სათვალის მეშვეობით დააკვირდეს მოწინააღმდეგეს ისე, რომ თავი საფრთხეში არ ჩაიგდოს, ასევე მიიღოს წვდომა ბრძოლის არეალში არსებულ დრონებზე დამონტაჟებულ კამერებზე. 

აშშ-ს არმიის სარდლობამ კარგად იცის ამ ტექნოლოგიის პოტენციალი და აპირებს შეიძინოს დაახლოებით 1.4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 40 000-მდე ერთეული IVAS სათვალე. 

image.jpeg

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button