ინგლისის პატარა სოფელ ქინგზ-ებოთში მომხიბლავი და მდიდარი ქალბატონის, მისის ფერარსის გვამს იპოვიან. სიკვდილის მიზეზი, როგორც ექიმი შეპარდი დაადგენს, საძილე წამლის გადაჭარბებული დოზაა. ექიმის და, ქეროლაინი, დარწმუნებულია, რომ მისის ფერარსმა თავი მოიკლა, რადგან სინდისის ქენჯნას ვერ გაუძლო – გასულ წელს ხომ მისი ქმარი გარდაიცვალა, და ქეროლაინი დარწმუნებულია, რომ ის სწორედ ცოლმა მოწამლა. ყველაფერი ისე ბანალური ჩანს: ვილა პატარა სოფელში, სადაც ცხედარი იპოვეს, მსხვერპლი, მთავარი ეჭვმიტანილები და მოტივი – მემკვიდრეობა, მაგრამ მართლაც ასე მარტივად არის ყველაფერი, თუ ეს შემთხვევა დიდი მაძებრის ყველაზე საინტერესო საქმე აღმოჩნდება?!
Related Articles
Check Also
Close - ლევან შარვაშიძე – სიკვდილი წყვდიადშიდეკემბერი 2, 2020