ასტროლოგიავერძიზოდიაქოკირჩხიბიკურომორიელი/ღრიანკალიტყუპები/მარჩბივიქალწული

ზოდიაქოს სამი ყველაზე მყარი წყვილი!

ას­ტრო­ლო­გია ადა­მი­ან­თან ხა­სი­ა­თის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს შე­ის­წავ­ლის, რო­მელ­საც მათ­ში პლა­ნე­ტე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს. ადა­მი­ა­ნე­ბი გან­სხვავ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნე­თის­გან, თუმ­ცა, არ­სე­ბობს ხალ­ხი, ვი­საც ხა­სი­ა­თე­ბის მსგავ­სე­ბა აერ­თი­ა­ნებს. ზუს­ტად ასე­თი წყვი­ლე­ბი ქმნი­ან მყარ და ხან­გრძლივ­ვა­დი­ან ოჯა­ხებს. არ­სე­ბობს სამი სუ­პერ­სტა­ბი­ლუ­რი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი წყვი­ლი. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა ვინც ამ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს შო­რის და­ი­ბა­და, სა­უ­კე­თე­სო ოჯა­ხის ქმნის. ჩვე­ნი სტა­ტის­ტი­კა ზო­გა­დია. თუმ­ცა, სი­მარ­თლეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

ვერ­ძი და ტყუ­პი

რო­გორც წესი, ვერ­ძებს საკ­მა­ოდ რთუ­ლი, კონ­ფლიქ­ტუ­რი და ფეთ­ქე­ბა­დი ხა­სი­ა­თი აქვთ. ამი­ტომ ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ანს, მხო­ლოდ ისე­თი პი­როვ­ნე­ბა გა­უ­გებს, ვინც მას არც ლი­დე­რო­ბა­ში შე­ე­ცი­ლე­ბა, არც ჭკუ­ას ას­წავ­ლის და არც მის აგ­რე­სი­ულ გა­მოხ­დო­მებს ჩათ­ვლის სა­გან­გა­შოდ. ტყუ­პის ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ხალ­ხი კი ზუს­ტად ასე­თია. ტი­პუ­რი ტყუ­პი ყვე­ლა­ფერს ზე­რე­ლედ უყუ­რებს. მას ამ­ქვეყ­ნად იმ­დე­ნი ინ­ტე­რე­სი აქვს, რომ დრო არ რჩე­ბა ვინ­მე­ზე დიდი ხნით გა­საბ­რა­ზებ­ლად. ტყუ­პი ურ­თი­ერ­თო­ბა­ში კომ­ფორ­ტუ­ლე­ბი და ლი­ბე­რა­ლუ­რე­ბი არი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, თავ­ნე­ბა და ჯი­უ­ტი ვერ­ძი ძნე­ლად პო­უ­ლობს მათ­თან სა­ჩხუ­ბარ მი­ზეზს.

კურო და კირჩხი­ბი

ოჯა­ხის, ფუ­ლი­სა და კარ­გი საჭ­მელ-სას­მე­ლის სიყ­ვა­რუ­ლია ის უმ­თავ­რე­სი ინ­ტე­რე­სე­ბი, რო­მე­ლიც ზო­დი­ა­ქოს ამ ორ ნი­შანს აერ­თი­ა­ნებს. კირჩხი­ბიც და კუ­როც მზრუნ­ვე­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე ნიშ­ნე­ბია. ისი­ნი აფა­სე­ბენ ოჯა­ხურ სიმ­ყუდ­რო­ვეს, მა­ტე­რი­ა­ლურ სტა­ბი­ლუ­რო­ბას და კარგ კუ­ლი­ნა­რი­ულ ტა­ლანტს. ასე­თი წყვი­ლი ფან­ტას­ტი­კუ­რად ეწყო­ბა ერ­თმა­ნეთს სექსშიც. ამას­თან ერ­თად, მათ ყო­ველ­თვის აქვთ სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი და ძალ­ზე იშ­ვი­ა­თად ღა­ლა­ტო­ბენ ერ­თმა­ნეთს.

მო­რი­ე­ლი და ქალ­წუ­ლი

მო­რი­ე­ლი ეჭ­ვი­ა­ნი, წინ­და­ხე­დუ­ლი, ფრთხი­ლი და უნ­დო­ბე­ლია. ამ ადა­მი­ა­ნებს ზოგ­ჯერ სა­კუ­თა­რი თა­ვი­საც კი არ სჯე­რათ ბო­ლომ­დე. თუმ­ცა, როცა მათ ჰყავთ გვერ­დით ქალ­წუ­ლი­ვით პირ­ნა­თე­ლი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რი, სიმ­შვი­დე ისად­გუ­რებს მო­რი­ე­ლის სულ­ში. ქალ­წუ­ლი ჭკვი­ა­ნი და მზრუნ­ვე­ლია, რაც მო­რი­ელს ჰა­ე­რი­ვით სჭირ­დე­ბა. იგი ემო­ცი­ე­ბის კარ­გად კონ­ტროლს ახერ­ხებს, ამ თვი­სე­ბი­თაც არა­ნაკ­ლებ იხიბ­ლე­ბა მო­რი­ე­ლი, იმი­ტომ რომ მის­თვის მთა­ვა­რი პარტნი­ო­რის სა­ი­მე­დო­ო­ბა და სიმ­შვი­დეა. ქალ­წულს გა­სა­ო­ცა­რი ამ­ტა­ნო­ბა და რა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი გა­აჩ­ნია, რაც მო­რი­ელს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს გვერ­დით არამ­ხო­ლოდ კარ­გი საყ­ვა­რე­ლი, არა­მედ იდე­ა­ლუ­რი თა­ნა­შემ­წე და თა­ნა­მო­აზ­რე ეგუ­ლე­ბო­დეს.

Source
https://feedc.com/user/astrogeorgia

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button