ბუნება & სამყაროსურათებიხელოვნება

გიგანტური ჩალის ცხოველები იაპონიის მინდვრებში.

იაპონია დღესასწაულებისა და ფესტივალების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ერთ-ერთი ორიგინალური ფესტივალი ვარა-ს ხელოვნების ფესტივალია, რომელსაც შემოდგომის სეზონის დასასრულს, ჩრდილოეთ იაპონელები აწყობენ. ისინი ჩალის ნარჩენების ხელახლა გამოყენების ინოვაციურ გზას მიმართავენ.

ხელოვნების ფესტივალი „ვარა“ 2008 წლის შემდეგ ყოველწლიურად, ქალაქ ნიიგატაში იმართება. თავდაპირველად, ფესტივალი ქალაქის მერიის ტურიზმის დეპარტამენტისა და მუსაშინოს ხელოვნების უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა. დღეს მის ორგანიზებაში ბევრ სხვა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურას შეაქვს წვლილი.

ბრინჯის ჩალა, რომლისგანაც ადრე იაპონიაში იატაკზე დასაფენ ჭილოფ „ტატამს“ და სხვა ნივთებს ამზადებდნენ, ახლა ხემ და პლასტმასმა  ჩაანაცვლა. რადგან ჩალის ნარჩენების გამოყენება აღარ ხდებოდა და ძირითადად, ნადგურდებოდა, მუსაშინოს უნივერსიტეტის სტუდენტების კრეატიულმა იდეამ, ჩალის ნარჩენებისგან გიგანტურ ცხოველთა სკულპტურების დამზადება ქალაქ ნიიგატას მინდვრებში, გაამართლა და ყოველწლიური ტრადიციული ფესტივალის საწინდარი გახდა.

იხილეთ „ვარა“ ფესტივალის ფოტოები.

წყარო

Source
wirelessstory.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button