ისტორია

არქანჯელო ლამბერტი – “სამეგრელოს აღწერა”

კოლხიდის მდებარეობა და საზღვრები

ძველი პოეტებისგან სახელგანთქმული კოლხიდა არის აზიის ის ნაწილი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის უკიდურეს ნაპირზე და რომელსაც მკვიდრნი უწოდებენ ოდიშს და სხვები სამეგრელოს.

კოლხიდა მდებარეობს იმერეთსა(აგრეთვე ბაში აჩუკად წოდებული) და აფხაზეთს შუა. იმერეთი აღმოსავლეთით აქვს და აფხაზეთი ჩრდილოეთით. იმერეთისაგან ჰყოფს სახელგაბთქნული ფაზისი, რომელიც მკვიდრთაგან იწოდება რიონად. ეს მდინარე გამოდის კავკასიის მთებიდან. მას შეერთვის მეორე მდინარე ცხენისწყალი.

რიონი ჰყოფს ასევე სამეგრელოსა და გურიას და ბოლოს წყნარად შეერთვის ზღვას სებასტოპოლისის მახლობლად, რომელიც ძველად წარჩინებულ ქალაქს წარმოადგენდა და დღეს კი წყალში ჩანთქმულია. კოლხიდის საზღვარია საზღვაია აფხაზების ანუ აბაშების მხრით მდინარე,რომელიც მკვიდრთაგან იწოდება კოდორად და ჩემის აზრით კი ძველთა კორაქსია. დასავლეთის მხრით კოლხიდის საზღვარია შავი ზღვა, რომლის უკიდურესი ნაპირი, სტრაბონის თქმით სწორედ აქ არის.ჩრდილოეთ დასავლეთით იწყება კავკასიის მთების ზურგი. ამ მთების ზურგზე სახლობენ ველური და ბარბაროსი ხალხები.

უმახლობლესნი არიან :აფხაზები,ალანები,სვანები,ყარაჩაელები,ჯიქები და ჩერქეზები.ესენი ყველა ქრისტიანად იწოდებიან, მაგრამ კანონები კი არა აქვთ, ეტანებიან ნადირობას და მტაცებლობას. მათის ენების და კილოკავის სხვადასხვაობა გასაკვირველია. თვითოეული ამ ხალხთაგანი ხმარობს საკუთარ ენას, რომელიხ განირჩევა მეორე ხალხის ენისაგან იმდენად, რომ არავითარი მსგავსება ბგერისა მათ შორის არ არის.

კოლხიდაში ბევრია არამც თუ ცივი წყაროები, არამედ უდიდესი მდინარეები, რომელნიც ჩამოდიან კავკასიის მთებიდანსჭრიან მთელს სიგრძეს კოლხიდისა და მიიმართებიან ღვასთან შესართავად. გარდა ფაზისისა და ცხენისწყლისა ცნობილნი არიან: აბაშა, ტეხური, ხოფი, ჭანისწყალი,ენგური,ხეთა,ოქუმი,მოქვისწყალი და კოდორი.

ზღვის ნაწილი თითქმის სულ დაცულია ტყეებით და გაუვალი ჭაობებით. ეს ტყეები და ჭაობები კედლების და თხრილების მაგივრობას ასრულებენ და ამრიგად უშიშრად ხდიან ამ კუთხეს გარეშე მტრების თავდასხმისგან.

კოლხიდა მდიდარია აგრეთვე ღვინით მაგრამ ღარიბია პურით. უმეტესი ნაწილი კოლხიდისა შედგება მშვენივრად შემოსილ გორებისაგან,თუმცა ნაყოფიერი ვაკეები აკლია. ნადირობა, როგორც ფრინველზე ისე ოთხფეხზე ძლიერ გავრცელებულია. ჰაერი ზომიერია, თუმცა მაინც და მაინც საღი არ არის.

ომის წესრიგი

მეგრელები, როგორც ქვეყნიერების დანარჩენი ერნი, ჩვეულნი არიან ომს. იმდენად ჩვეულნი რომ მშობლებს სულ პატარები დაჰყავთ ლაშქარში და არ არიდებენ იმ გაჭირვებას, რომელიც იქ უნდა გადახდეთ. ბავშვები ისე ატარებენ იარაღს, უკავიათ ხელში ფარი და ხმარობენ მშვილდს, თითქოს დაბადებიდან შეჩვეულნი იყვნენ ბრძოლას. ყველანი ისე გულმოდგინედ ეკიდებიან ამ ხელობას, რომ მუდამ მზად აქვთ ყოველივე, რაც საჭიროა ლაშქრობის დროს: საუკეთესო ცხენს, თუ არა ლაშქრობაში, არ დაღლიან; საუკეთესო სურსათს აგრეთვე ინახავენ ლაშქრობისთვის; ყოველი იარაღი ისე გამოწწყობილი აქვთ, რომ მთავრის პირველსავე ბრძანებისამებრ შეეძლოთ ლაშქრად გასვლა. გარდა ამისა ლოგინში რომ ისვენებენ, მშვილდ ისარი, ფარ-ხმალი,აბჯრები და სამაჯეები სასთუმალთან უდევთ ხოლ,ემ რათა საჭიროებისამებრ საბრძოლველად მზად იყვნენ.

ოდიშში ვერავინ ვერ გაითავისუფლებს თავს ლაშქრობისგან, რაც უნდა დიდი გვარის კაცი იყოს, ან რაც არ უნდა ავადმყოფი იყოს. როგორც კი მთავარი უბრძანებს, ყოველი მეგრელი, სიტყვის შეუბრუნებლად, მზად არის გაჰყვეს. თვით მთავარიც, სხვების მაგალითისთვისს ისე ერთგულად ეკიდება თავის მოვალეობას, რომ ტუმცა იგი ზოგჯერ ციებცხელებით ავად ყოფილა, მაგრამ ბანაკი არ მიუტოვებია, არამედ მიუხედავად ავადმყოფობისა, შეიარაღებული შევარდნილა ბრძოლაში.

ამ რიგად კოლხიდაში ყველა დიდი ტანჯვის და ჯაფის ატანას ეჩვევა. ლოგინში ფუფუნება რა არის არ იციან, ყველა მიჩვეულიაჭილოფზე და ნოხზე მოსვენებას. პატარა ბავშვებს და ნორჩ ახალგაზრდებს თვით სასტიკ ზამთარშიც ფეხთ არ აცმევენ და ამ რიგად აჩვევენ თოვლში ფეხშიშველა სიარულს. საშინელ პაპანაქება სიცხეშI სანადიროდ მიდიან. ხშირად შიშვლები გავლენ ხოლმე უდიდესს მდინარეებში. ყოველსავე ამას იმიტომ სჩადიან, რომ ცქვიტები და მარდები შეიქმნან და შეეჩვიონ იმ გასაჭირს, რომელიც ჩვეულებრივ ომიანობას თან მოაქვს.

როცა მთავარს უნდა ოომი დაიწყოს მას არ სჭირდება არც დოლის დაკვრა ჯარის შესაკრებად და არც ფულისა და არც სურსათის მოგროვება ჯარის სარჩენად. საკმაოა მხოლოდ რომ საჭიროების დროს რამდენიმე შიკრიკი გააგზავნოს სამთავროს ყოველ მხარეს ბარათებით დიდებულებთან, აზნაურებთან და თანამდებობის პირებთან და აცნობოს, რომ ისინი ამდენი Dღის განმავლობაში მთელი თავისი კაცებით, იარაღით და სურსათით გამოცხადდნენ ამა და ამ ადგილას, სადაც უნდა შეიყაროს ლასშქარი, ამასთანავე ისიც უნდა აცნობოს, თუ რამდენი დღის სამყოფი სურსათი წამოიღონ თან.

კოლხიდელებს ძლიერი და მრავალრიცხოვანი ჟარი გამოჰყავთ. მთავარი სულ მცირე ხანში შეჰკრებს ხოლმმე ოცდაათი ათას მეომარს, სულ ცხენოსანს, კარგად გამოცდილს და გავარჯიშებულს. თუმცა ჩვეულებრივ მთავარი თხოულობს რომ კომლზე ერთი კაცი გამოვიდეს, მაგრაამ აზნაურობა უფრო თავისი სურვილით, ვიდერე კანონით, სულ ერთიანად გამოდის, ისე რომ აზნაურს თუ ხუთი ან ექვსი ვაჟი ჰყავს, ესენი ყველანი გაჰყვებიან საომრად. მთავარს, უკეთუ იმ ხანში არიან, რომ ცხენზე შეჯდომა შეუძლიათ. როცა მეტი გაჭირვება არის და მეტი ჯარი არის საჭირო, მაშინ ბრძანება გამოდის რომ კომლზე ორი და სამი კაცი გამოვიდეს ლაშქრად. ზოგჯერ გამოდის ბრძანება, რომ სახლში დარჩჩეს მხოლოდ ერთი კაცი, სახლის დასაცავად.

ჯარი რო შეიკრიბება, მტერთა ქვეყნისკენ გაუდგება და მიდის იმ წესით დაწყობილი, როგორც მოსახლეობა არის დალაგებული, მაგალითად: თუ იმერეთის საზღვარს უნდა დაეცნენ, თავს ,ისინი ვინც იმერერეთის საზღვრად ცხოვრობენ, შეადგენენ მოწინავა ჯარს; ვინც შუა ოდიშში ცხოვრობენ – შუა ჯარს, და ვინც აფხაზეთისაკენ_ ზურგის ჯარს. სულ წინააღმდეგ არიან დაწყობილნი, როცა ჯარი აფხაზეთისაკენ მიდის საომრად.

ბანაკად თითოეული ნაწილი ჯარისა დგება მისთვის მიჩნეულ ადგილას. ამ ადგილის საზღვრებში თითოეულ მეომარს შეუძლია ის ადგილი ამოირჩიოს, რომელიც მას მოსწონს და ნიშნად იმისა, რომ ასეთი ადგილი ამოირჩია შუბს მიწაში ჩაასობს.

არ ვფიქრობ რომ რომელიმე ჯარი ისე სამაგალითოდ მოწყობილი გამოდიოდეს როგორც მეგრელების ჯარი. მშვენიერი ტანისამოსები ისე ბრწყინავენ, როგორც არსად სხვაგან; თითოეულს მოაქვსყველა თავისი ტანისამოსი და ცდილობს, რომ აქ უფრო კარგად იყოს ჩაცმული, ვიდრე ჩვეულებრივ არის.

სამღვდელოება

ოდიშის პატრიარქს თავის საბრძანებელში ისეთი ძალა აქვს, ისეთი სიმდიდრე და სასახლეები, იმდენი ყმები ჰყავს, რომ არამცთუ ეთანასწორება მთავარს, რომელიც მას ირჩევს, არამედ აღემატება კიდეც. პატრიარქი თავისი საპატრიარქოს დასახედად მუდამ დადის. მაგრამ მას საგნად თავისი სამწყსოს ზნის გასწორება როდი აქვს, არამედ მათი ქისების დაცარიელება. თავის სამწყსოს მხოლოდ იმისთვის ჩამოივლის, რომ ტყავი გააძროს და სისხლი გამოსწოვოს და ამიტომაც მას მტაცებელი მგლის სახელი უფრო შეჰფერის, ვიდრე კეთილის მწყემსისა. იგი თან წაიყვანს ხოლმე ამალას, რომელიც შედგება სამასი კაცისგან და მეტისგანაც. საწყალი მისი ქვეშემრდომი ხალხი იღუპება ამით: ვითარცა ჭალაში გაშვებული პირუტყვი შესჭამს მთელ ბალახს, რაც იქ არის, და მერე სხვაგან გადავა საძოვრად, ისე ეს მხლებლებიც. რაკი შესჭამენ, რაც მოიძებნება ერთ ადგილას, გადავლენ მეორე ადგილას.

ოდიშის აწინდელი პატრიარქი წინანდელთან შედარებით უკეთესია და ამიტომაც წმინდა კაცად მიაჩნიათ საერთოდ. მართლაც, თუ გარეგნობის კვალობაზე შევადგენთ მის შესახებ აზრს, უნდა ვთქვათ, რომ იგი ღვთის წინაშეც დიდ გულმოდგინებას იჩენს ლოცვაში და კაცთა მიმართაც ძლიერ მოწყალეა. ყოველ ღამე უსათუოდ დგება მეტად გრძელ ლოცვაზე. ყველაზე პირველად ტანს იგი იცვამს და პირველადვე იგი შედის ეკლესიაში, სადაც ატარებს უმეტეს ნაწილს ღამისასაც და დღისასაც. რაც შეეხება მოყვასისადმი მოწყალებას, იგი ისეთ გულკეთილებას იჩენს, რომ არ მოიძებნება არც ერთი ღარიბი და არც ერთი უბედური, რომ იგი არ იცნობდეს და თავის მოწყალების კალთას არ აფარებდეს. თუ ვინმე ღარიბმა გაიარა, როცა იგი პურის ჭამად ზის, მაშინვე დაუძახებს, თავისთან დასვამს და უმეტეს ნაწილს თავის საჭმლისას უთავაზებს. თუ გაიგონა, რომ სადმე საწყალი ავადმყოფი არის, მეტად გაჭირვებულიო, სხვადასხვა შემწეობას თავისი ხარჯით მიაწოდებს. გარდა ამისა, იმდენად ერთგულია იერუსალიმის წმინდა ადგილებისა, რომ სამჯერ იყო მათ სანახავად და ყოველთვის დიდი შეწირულობა წაუღია. მაგრამ ცუდი ის არის, რომ შეცდომით ფიქრობს, წმინდა ქალაქის ნახვა სამოთხის კარებს გამიღებსო, და რადგან იქ სამჯერ ვყოფილვარ, ცხონება არ ამცდებაო. ნამდვილად კი ყველასთვის ვინც თვალხილულია, ცხადია, რომ ეს მგზავრობა ჯოჯოხეთში უფრო მიიყვანს, რადგან ამ წმინდა ადგილებისათვის ფულის საშოვნელად მრავალი სიმონიას სჩადის და უსამართლოდ ათავისუფლებს თავის ყმებს სასაჯელისაგან ან თავის კალთას აფარებს მრავალ ავაზაკობას იმ განზრახვით, რომ ფული იშოვოს ღვთის შესაწირად. არასოდეს არავის ეპისკოპოსად არ აკურთხებს, თუ გასამრჯელოდ არ მიიღებს ხუთას-ექვსას სკუდის (scudi), ამდენსავ, ან მეტს, ფულს თხოულობს იმისათვის, რომ მიცვალებულს უწიროს. საშინელ ბევრ ფულს ართმევს აგრეთვე აღსარებისათვის, რომლის ფასს გადაწყვეტს იმის კვალობაზე, თუ, ერთის მხრით, რა ღირსებისაა აღსარების მთქმელი და მეორეს მხრით, რა ცოდვები ჩაუდენია მას. კერძოდ ერთი შემთხვევა მახსოვს, რომ პატრიარქმა ერთხელ აღსარება ათქმევინა ვეზირს, რომელსაც ამ აღსარებისათვის მისცა ოთხმოცი სკუდი (scudi). პატრიარქს ეცოტავა ეს ფული ასეთი დიდკაცისაგან, და როცა შემდეგ ამისა ვეზირი ძლიერ ავად გახდა კიდევ და მოიწვია პატრიარქი აღსარების სათქმელად, ამან აღარ დაუმალა და შეუთვალა, რომ ამას წინათ ისე ცოტა მომეცი აღსარებისათვის, რომ შენ ლოცვა-კურთხევის ღირსი არ ხარო, და ამიტომაც არ მოვალო. ვეზირი ამის გამო იძულებული გახდა მეტს დაჰპირებოდა, ოღონდ კი მობრძანდი და აღსარება მათქმევინეო. გარდა ამისა, პატრიარქი მეტად აწუხებს თავის სამწყსოს სხვადასხვა აუტანელი ხარჯითა. ყოველნაირ ავაზაკობას გულგრილად უყურებს, ოღონდ კი ფული აიღოს იერუსალიმში გასამგზავრებლად. მართლაც, ყოველ სამ-ოთხ წელიწადში იერუსალიმში მიდის და მიაქვს მრავალი ოქრო, რომელიც თავის ქვეშემრდომთათვის სიმონიას, მკრეხელობისა და ყაჩარობის ფასად წაურთმევია.

ეპისკოპოსები ძლიერებით, სიმდიდრით და ძალაუფლებით სჯობიან თვითეულ იქაურ დიდებულს; მაგრამ რადგან თავის სიმდიდრეს ბოროტად ხმარობენ, თავის ქვეყანაში ყველაზე უფრო სძულთ ისინი. ამის მიზეზი ის არის, რომ მათ არა აქვთ არც ღვთის შიში, არც სირცხვილი და არც ღვთისმოსავი უფროსები ჰყავთ (სცნობენ მხოლოდ მთავარს); თავის სიმდიდრეს და ძლიერებას ანდომებენ ყველანაირ სიბილწეს და ავაზაკობას. ისე არასოდეს არ სწირავენ თუ წინდაწინ არ მიართვეს სასყიდელი, რომელსაც უზომოდ თხოულობენ. აგრეთვე სასყიდელს თხოულობენ კურთხევისათვის და მათი მწიკვლიანი ხელები არ აკურთხებენ არც მღვდელს და არც დიაკვანს, თუ დიდი საფასური არ მიიღეს კურთხევისათვის.

მაშინ როცა ერისკაცებს აკრძალული აქვთ იყოლიონ ერთი ცოლის მეტი, ეპისკოპოსის ღირსებას ის უპირატესობა აქვს, რომ შეუძლიათ აშკარად იყოლიონ სამი თუ ოთხი ცოლი. ერთი მათგანის ავაზაკობა იქამდე მივიდა, რომ ერთხელ ერთს თავის აზნაურს ცოლი წაართვა და რადგან ის უბედური ეწინააღმდეგებოდა, რაღაც დანაშაულობა დააბრალა და დაატუსაღა, მერე გურიაში გაგზავნა და თურქებს ტყვედ მიჰყიდა.

ერთხლ, დიდმარხვაში, დაბინავებული ვიყავი ერთ ეპისკოპოსთან, რომელიც ფრიად თავაზიანად და კარგად მეპყრობოდა. შუა დიდ-მარხვა იქნებოდა, რომ ერთ დილას, გათენებისას, როცა ეპისკოპოსი ეკლესიაში იმყოფებოდა, გაისმა საშინელი ყვირილი რამდენსამე კაცისა და ხმაურობა ბორკილებისა. მე დავუძახე მოსამსახურეს, რომელიც მე მომიჩინეს და ვკითხე, რა ამბავია-მეთქი. იმან ყოველივე ამბავი იცოდა, თურმე და საიდუმლოდ მითხრა, რომ ეპისკოპოსმა ეს და ეს მღვდელი დაატუსაღებინა და ბორკილებში ჩაასმევინა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ იმ მღვდელს ფული ჰქონია შენახულიო და რადგან ეპისკოპოსს უსათუოდ მისგან ფული უნდაო, არასგზით არ გაათავისუფლებს, თუ მღვდელი ქრთამს არ მისცემსო.

როცა მოკვდება ხოლმე რომელიმე მათი ქვეშევრდომთაგანი და მემკვიდრედ მცირეწლოვანი შვილები დარჩება, ეპისკოპოსი უმოწყალოდ და საკვირვლის სისტიკით ყველა ყმაწვილებს ან გაჰყიდის თურქებზე, ანდა დატოვებს სამუდამოდ მონად თავის სახლში და მიითვისებს მიცვალებულის ქონებას, მდიდრულ უნაგირებს ოქრო-ვერცხლისას, მშვენირ კარვებს, საუკეთესო ნოხებს, ძვირფას იარაღს და წმინდა ქსოვილებს: ყოველივე ესე სისხლია ღარიბებისა! მთავარი თუმცა ზოგჯერ დიდი ბოროტებისათვის სასჯელს უნიშნავს, მაგრამ ბევრჯერ ყურადღებას არ აქცევს და ელოდება, რომ ეპისკოპოსმა ბევრი სიმდიდრე შეიძინოს, რადგან ეპისკოპოსის სიკვდილის შემდეგ ეს სიმდიდრე მას დარჩება.

ამდენი ავაზაკობის ჩამდენნი კიდევ ჰფიქრობენ, რომ კეთილი მწყემსის მოვალეობას სრულიად ვასრულებთო და ჩვენი სიწმინდით ვერ შეგვედრებიან სხვა ერთა მღვდელმთავრებიო, რადგან ჩვენ ფრიად სასტიკად ვინახავთ მარხვასაო. .. ამაში იმდენად დარწმუნებულნი არიან, რომ არ უნდათ დაიჯერონ, რომ ჩვენმა მაცხოვარმა იესო ქრისტემ პასექის დღეს პასექის კრავი სჭამა. ამიტომაც, როცა წმინდა სერობას ხატავენ, მათის შეცდომის დასაფარავად, ყოველთვის ტაბლაზე ხატავენ თევზს, ზეთის ხილს, ბოლოკს და სხვა ამისთანებს და ბატკანს არასოდეს. ხორცს რომ სთმობენ, მაგიერში ისე ბევრ ღვინოს სვამენ, ისე იბერებიან ღვინით, რომ გონება მუდამ დაბნეული აქვთ. ვითარცა სრულიად უსაქმო კაცები, ფიქრობენ მხოლოდ მხიარულებაზე. სუფრას თითქმი არ შორდებიან და უმეტეს ნაწილს თავის სიცოცხლისას სუფრაზე ატარებენ… ერთხელ მე მივედი ერთ ჩემ მეგობარ ეპისკოპოსთან, რომელიც თუმცა ხნიერი იყო, მაგრამ დარბაისლობა აკლდა. სერობის ლოცვის დრო იყო, მაგრამ ეპისკოპოსი იჯდა სუფრაზე და მასთან ერთად ბევრი წვეული. ასე გაეტარებინათ სუფრაზე ხუთი საათი, ბევრი უსვამთ და ეპისკოპოსი და ყველა სტუმარი ღვინით გამხიარულები იყვნენ. როცა ეპისკოპოსს ჩემი მისვლის ამბავი მოახსენეს, უეცრად წამოხტა სუფრიდან და დიდად გახარებული შემომეგება. მომისვა გვერდით და ბრძანა, მისი ჯოგიდან საუკეთესო ხბო მოეყვანათ. ხბო რომ მოიყვანეს, ცოცხალი ხეზე და ჩემდა სიამოვნებისათვის და პატივის საცემად მოისურვა თავისი ხელით მოეკლა. ამისთვის მოატანინა თოფი, ესროლა ხბოს და მოკლა. ამით თითონაც ისიამოვნა და მთელმა შეკრებილებმაც ტაში დაუკრა.

აი, სულიერი დროის გატარება ამ უბედური ეპისკოპოსებისა. ამნაირ დროს გატარებაში სჭარბობენ ეპისკოპოსები სხვა აქაურ დიდებულებს იმის გამო, რომ ერთის მხრით, უფრო მდიდრები არიან და მეორეს მხრით, ბევრი და მძიმე ფიქრი არ აწუხებთ.

მათი ეკლესიები კარგადაა მოწყობილი და შემკული მშვენიერი ოქროს და ვერცხლის ხატებით. ამის მიზეზი მათი ღვთის სიყვარული როდია, არამედ სურვილი, რომ ამით თავიდან აიცილონ ღვთის რისხვა და რაიმე კეთილი ქნან იმ ბოროტების მაგიერ, რომელსაც მუდამდღე ჩადიან. მათ შორის ის შემცდარი რწმუნება არის გავრცელებული, რომ კაცს ყოველივე ცოდვა ეპატიება, თუ ეკლესიას რასმე შესწირავსო.

წინამძღვრების შემდეგ მღვდლები არიან, რომელთაც მეგრელებში ეძახიან პაპებს. რა უნდა ოყოს მათი ცოდნა, სიკეთე თუ სათნოება, ადვილი გამოსაცნობია, თუ წარმოვიდგენთ ეპისკოპოსების ცოდნას, სიკეთეს და სათნოებას. ზოგჯერ მე მომსურვებია გამომეცადა მათი ცოდნა და მიჩვენებია მათთვის მხოლოდ ქართულია ანბანი (რადგან ქართულს ხმარობენ წირვა-ლოცვაში). ზოგს მათგანს პირველი ასოებიც არ სცოდნია.

თუ როგორ ესმით ამ მღვდლებს მღვდელთმოქმედება, ამის შესახებ მე მათგანვე გავიგე შემდეგი სამწუხარო ამბავი. ერთი ბავშვი გამხდარიყო ძლიერ ავად და როცა კვდებოდა, დედამ დაიბარა ერთი პაპა და სთხოვა, ყმაწვილი მომინათლეო. გულუბრყვილო მღვდელმა, რაკი ნახა, რომ ბავშვი კვდებაო, ბოდიში მოიხადა და უთხრა დედას, მომაკვდავის მონათვლა არ ვარგაო, რადგან ნათლობა ლხინით და ნადიმით უნდა გადაიხადოს კაცმაო და არა ტირილით და მგლოვიარობითაო. ამას ის უნდა დავუმატოთ, რომ, რადგან ბავშვი მალევე უნდა მომკვდარიყო, მღვდელს არ უნდოდა დაეხარჯა მირონი, რომელიც მას ისე ვაი-ვაგლახით ნაშოვნი ჰქონდა. ბავშვი მალე გარდაიცვალა. დედა რომ მწუხარებასა და სასოწარკვეთილებაში იყო ჩავარდნილი, მისდა სანახავად და სანუგეშებლად მივიდა მეორე მღვდელი. ეს მეორე მღვდელი თუმცა სწავლით თანასწორი იყო პირველისა, მაგრამ როგორც კი გაიგო, რომ ბავშვი მოუნათლავი გარდაიცვალაო და დედაც ამას ჩივისო, – სრულებით სხვა აზრი გამოსთქვა, ვიდრე პირველმა მღვდელმა და იმის შცდომის გასასწორებლად შეიმოსა მაშინვე და დიდის ამბით მონათლა მიცვალებული ყმაწვილი. აი, მათის სწავლის შესაფერი საქმენი.

შეუძლებელია კაცმა აღწეროს, თუ რა სხვადასხვაობას წარმოადგენს ამ ღირსეულ პაპათა სამოსელი წირვის დროს.. საუცხოვო სანახავია, როცა ბერძენთა რჯულისამებრ მთელი კრებული შეუდგება წირვას: ზოგს წამოხურული აქვს ძველი შალი, რომელიც მას სანახევროდ უფარავს ზურგს; ზოგს, ვინც უფრო საპატიო არის, უფრო გრძელი შალი აქვს და ზოგს კი, ვინც უფრო ღარიბია, მხრებს მისი საკუთარი ცხვირსახოცი უფარავს. რამდენად აკლიათ გულმოდგინება ღვთისმსახურებისადმი და რამდენად მოურიდებელნი არიან ამ დროს, იქიდან სჩანს, რომ თუ რამე საქმე შეხვდა ამ დროს, იმის განხილვას და გაკეთებას გვერდს არ აუხვევენ. მაგალითად, ერთ მღვდელზე ამბობენ, რომ ერთხელ წირვის დროს გაიგონა ჩურჩული, რომ თურქების გემი მოსულაო (რასაც დიდი მოუთმენლობით მოელოდნენ მეგრელები). მღვდელმა მოჰკრა ყური თუ არა ამ ამბავს, მაშინვე მიუბრუნდა იქ მყოფთ და ჰკითხა, მართალია თუ არა ეს მაბავიო. როცა პასუხი მიიღო, ნამდვილიაო, – მთელი წირვის განმავლობაში იქ მყოფი ხალხისგან ყოველსავე გარემოებას ტყობილობდა: იტყოდა ზეპირად (რადგან უცოდინარობის გამო კითხვა არ შეეძლო) წირვის რამდენსამე ადგილს და მიუბრუნდებოდა ხალხს და ჰკითხავდა, როგორ ფასობს გემზე ქსოვილი. მიიღებდა თუ არა პასუხს, წირვას განაგრძობდა. მერე გაახსენდებოდა ცვლის ფასი და იკითხავდა, როგორც პასუხს მიიღებდა, კიდევ განაგრძობდა წირვას. შემდეგ კიდევ მოაგონდებოდა რამე გემის შესახებ და ისევ იკითხავდა. თითქმი ამ კითხვა-პასუხში გაატარა დრო წირვის დასრულებამდე.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button