განხილვამუსიკა

ცინუკი დადიანი – ქართული ქალაქური სიმღერები (1978)

traditional urban music

ტრეკლისტი:

  1. როცა გიყვარდი (2:30)
  2. გადამივიწყე (3:54)
  3. გამარჯობა, ჩემო თბილის-ქალაქო (3:54)
  4. შენ რომ დამტოვე (2:53)

შემადგენლობა:

  • ცინუკი დადიანი – ვოკალი
  • მედუდუკეთა ანსამბლი გრიგოლ ქსოვრელის ხელმძღვანელობით

ახალი თაობისთვის ცინუკი დადიანის შემოქმედებიდან ალბათ მხოლოდ „მაგნოლია“-ა ცნობილი, ისიც YouTube-ზე განთავსებული ვიდეოჩანაწერის წყალობით. ისინიც კი, ვისაც რომანსი დიდად გულზე არ ეხატება (მაგალითად, მე), დააფასებენ დადიანის სიმღერის საოცრად ელეგანტურ, არისტოკრატულ მანერას.

ის ექიმი იყო – სიმღერა კი უბრალოდ, მისი გატაცება. სამწუხაროდ, ამ ადამიანის შესახებ არასოდეს დაწერილა ბევრი; მისი ნამღერიც ძალიან იშვიათად ჩაწერილა. საბედნიეროდ, მივაგენი ერთ პატარა ფირფიტას, სადაც ცინუკი მედუდუკეთა ანსამბლის (ალბათ, „სოინარი“-ს.) აკომპანემენტით 4 ქალაქურ სიმღერას ასრულებს.

მან თავისი არისტოკრატიზმი ზუსტად მოარგო ორთოდოქსულ ქალაქურ სიმღერასაც. ყველაფერი ძალზედ ბუნებრივად ისმინება და საერთოდ არ დაკრავს ყალბი მანერიზმი, რომელიც ძალზედ ხშირია ამ მუსიკაში. იქმნება ორასი წლის წინანდელი, ჩირაღდნებით განათებული დუქნების ატმოსფერო და იმდროინდელი ცხოვრების შეგრძნება, რომელიც თავისი სიზანტით საკუთარი თავის შეცნობის დროს იძლეოდა. სიმღერების ავტორი (პირველის გარდა) თავად ცინუკი დადიანია.

თავისი სიმოკლის მიუხედავად, ჩემი აზრით, ეს ჩანაწერი ტრადიციული ქართული ქალაქური მუსიკის იდეალური მაგალითია და დაინტერესებულებმაც, სჯობს, სტილში გარკვევა აქედან დაიწყონ.

10/10.

————————————————————————————————————

Perhaps only “Magnolia is known from Tsinuki Dadianis creative work to the younger generationAnd even that is only thanks to a Youtube video. Even people who don’t fancy musical romance style as much (I can serve as example)are going to be impressed with her wondrously elegant, aristocratic singing manner.

She was a doctor so singing for her was more a passion. Unfortunately very little has been written about her and her singing was seldom recorded. Yet, fortunately I found a small vinyl where she sings 4 urban songs with duduk ensemble (“Soinari”, perhaps) accompanying her.

She had perfectly adjusted her aristocracy to orthodox urban music. Everything sounds very natural and without any fake mannerism that plagues this style so often. There’s an atmosphere of the torch-lit oriental canteens of the centuries ago, a feeling of lazy life that leaves time for self-reflection. Tsinuki Dadiani wrote all the songs except for the first one.

I think despite its brevity, this recording is an ideal example of traditional Georgian urban music. Those interested better start researching this style from here.

10 / 10.

გადმოსაწერი ბმული / download link: Tsinuki Dadiani – Georgian Urban Songs (1978)

Source
https://georgianmusicblog.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button