,,მე ის ვარ“ ცამეტი წლის გოგონასა და მის მეზობლად მცხოვრები მასზე გაცილებით უფროსი ვაჟის სიყვარულის ამბავია. რომანის პირველივე ფრაზებიდან შესანიშნავად ჩანს, როგორ უპირისპირდება ყველა და ყველაფერი პატარა გოგონას ნამდვილ გრძნობას, მის იმ დროისათვის ეგებ ყველაზე ნამდვილ სუბსტანციას. ამ დაპირიპირების საყოველთაო ველში ჩართულია: დედა, ოჯახი, მასწავლებელი და რაც მთავარია, სასკოლო პროგრამა ,,ვეფხისტყაოსნის“ ციტატების სახით, რომლებიც გოგონას სინამდვილესთან თავისი ,,არქაული“ შეუსაბამობის ფონზე უცხოდ, საშიშად და ერთგვარად გროტესკულად გამოიყურება. რეალურად, ისე ჩანს, რომ მხოლოდ ამ გოგონაში დუღს ისეთი სიყვარული, რაც ,,ვეფხისტყაოსანშია“ აღწერილი, მაგრამ რადგან მოზარდისთვის ამ პოემის ენა უკვე ძველია, გარემომცველი სინამდვილისათვის კი ეს ენა პრაქტიკულად გაუგებარი, ამიტომ ბავშვი ამ ციტატებს უფროსების მიერ მის დასათრგუნად გამოყენებულ იარაღად აღიქვამს. ” გიორგი ლობჟანიძე
Check Also
Close - „გობლინთა ნაკრძალი“: წიგნი საოცარ სამყაროზემაისი 1, 2020
ძვირფასო სქროლის ადმინისტრაცია,
მოგმართავთ ქალბატონ ნაირა გელაშვილის, ასევე გამომცემლობა “ალონისა” და “კავკასიური სახლის” (მოგეხსენებათ ეს ორი გამომცმემლობა გამოსცემს ნაირა გელაშვილის შემოქმედებას) ადმინისტრაციის სახელით. ძალიან გთხოვთ, აიღეთ თქვენს საიტზე პირატულად მოპოვებული და ავტორთან შეთანხმების გარეშე განთავსებული ნაირა გელაშვილის რომანის “მე ის ვარ” ელექტრონული ვერსია. და ყველა თხზულება, რომელის ავტორიც ნაირა გელაშვილია.
ჩვენთვის გასაგებია, რომ ასეთი პოპულარული წიგნების განთავსება ტქვენს საიტზე ზრდის ამ სივრცის რეიტინგს, ასე ვტქვათ ცნობადობას და ამ მხრივ წარმატებებს გისურვებთ, მიუხედავად ამისა ტქვენს მიერ ირღვევა ფუნდამენტური ღირებულებები – ავტორთან და გამომცემლებთან შეთანხმების გარეშე ქვეყნდება მისი თხზულებები.
გთხოვთ და მოგიწოდებთ, აიღოთ წინამდებარე რომანი “მე ის ვარ” თქვენი საიტიდან, ან შეუთანხმოთ ავტორს და გამომცემელს გამოქვეყნების უფლებები.
ველიტ თქვენს გამოხმაურებას მომავალი კვირის განმავლობაში,
პატივისცემით,
თეა გალდავა
“კავკასიური სახლის” გამგეობის წევრი და ქ-ნ ნაირა გელაშვილის პირადი რეფერენტი