![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2021/02/ტომას-მორი-–-უტოპია.jpg?fit=1200%2C720&ssl=1)
XV-XVI საუკუნეების დიდი ინგლისელი მწერალი, ფილოსოფოსი, ჰუმანისტი და სახელმწიფო მოღვაწე, კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული. ამ წიგნში, რომელიც ერთდროულად წარმოადგენს ლიტერატურულ-პოლიტიკურ პამფლეტს და ფილოსოფიურ ტრაქტატს, ტომას მორი აღწერს იდეალური სახელმწიფოს მოდელს – კუნძულ უტოპიას და მის წყობას, რის მიხედვითაც შემდეგში სიტყვა „უტოპია“ დამკვიდრდა იმ მნიშვნელობით, რომლითაც დღეს მთელ მსოფლიოშია ცნობილი.