epubmobiPDFეკრანიზაციარომანიწიგნები

ალესანდრო ბარიკო – ნოვეჩენტო

თარგმანი იტალიურიდან – თეონა ბაღდავაძე.

მონოლოგი

ყოველთვის ასე , რაღაც მომენტ თავს სწევდა და… მას ხედავდა. რთულია ამის გაგება… მინ ეთქვა რომ, ამ გემზე ათას კაცზე მეტი ვიყავით: მდიდარი მოგზაურები, ემიგრანტები, უცნაური ჯურის ხალხი და ჩვენ… ამდენ ადამიანს შორის ყოველთვის იყო ვიღაც… ერთი არაფრით გამორჩეული, რომელიც პირველი დაინახავდა მას.

ზოგჯერ ის ვიღაც სადილობდა, ან უბრალოდ გემბანზე სეირნობდა, შეიძლება შარვალს ისწორებდა კიდეც… ერთი წამით ასწევდა თავს, ზღვას მიაშტერდებოდა და დაინახავდა… იქვე შეშდებოდა, იმავე წერტილს აშტერდებოდა და ყოველ ჯერზე, გეფიცები ყოველ დაწყევლილ ჯერზე ჩვენსკენ მოაბრუნებდა თავს, ყველას გადახედავდა და დაიღრიალებდა (ნელა და გარკვევით): ამერიკა.

შემდეგ ისე შეშდებოდა თითქოს ფოტოს უღებდნენ, თან ისეთი სახით, გეგონება ამერიკა თვითონ შეექმნას. გეგონებაოდა საღამოობით, თავის ყოჩაღ მშენებელ სიძესთან ერთად იჯდა და ნელ ნელა, ცოტა ხელის წაკვრით ამერიკას თლიდა.

ყველა კრუიზის დროს არსებობდა ვიღაც, ვისაც ამერიკა უნდა აღმოეჩინა. არ იფიქროთ, რომ ეს შემთხვევითობა იყო, თუმცა ამ ყველაფერში არც ღვთის ხელი ერია და არც ბედისწერის.ეს წამი ამ ადამიანს ცხოვრებისგან წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული. ბავშვობაში მათ თვალებში კარგად რომ ჩაგეხედა, ამერიკას დაინახავდი.ამერიკა უკვე მათ თვალებში იდგა და მოთმინებით ელოდებოდა იმ მომენტს, როდესაც სისხლძარღვების გავლით ჯერ ტვინამდე მივიდოდა, ბოლოს კი, აი, იმ ყვირილს მიაღწევდა (ყვირის ამერიკა).

ეს დენი ბუდმან ტი. დეი. ლემონ ნოვეჩენტომ მასწავლა. ოკეანის ყველაზე დიდმა პიანისტმა. მეუბნებოდა, ადამიანების თვალებში ის ჩანს რაც უნდა დაინახონ, ის კი არა რაც უნახავთო.

მე ამერიკა არავის თვალებში დამინახავს. ექვსი წლის განმავლობაში ამ გემზე ვუკრავდი და წელიწადში ხუთჯერ, ექვსჯერ გავდიოდი ევროპა-ამერიკის მარშრუტს. გემიდან რომ ჩავდიოდი, უნიტაზში სწორად ვერც კი ვშარდავდი. უნიტაზი კი იდგა მყარად, მაგრამ მე ვირწეოდი აქეთ-იქით. იმიტომ, რომ გემიდან კი ჩახვალ, მაგრამ ოკეანიდან ვერა.

პირველად გემბანზე ფეხი 17 წლის ასაკში დავადგი, იმ დროს ერთადერთი რამ, საყვირზე დაკვრა მაინტერესებდა. პორტში ხმა გავარდა, გემ ვირჯინიანზე მუსიკოსებს ეძებენო. ჩვენც რიგში დავდექით, მე და ჩემი საყვირი.

იანვარი იყო, 1927 წელი, ამბობდნენ, მუსიკოსებს ორკესტრის ბიჭები ირჩევენო. დაკვრა დავიწყე, ერთ ერთი გამომცდელი გაუნძრევლად იდგა და თვალს არ მაშორებდა სანამ ვუკრავდი, ხმა არ ამოუღია, მერე მკითხა:

  • რას უკრავ?
  • არ ვიცი.

– როცა არ იცი რას უკრავ, ესე იგი ჯაზია – თვალები გაუბრწყინდა, შემდეგ პირით რაღაც უცნაური მოძრაობა გააკეთა, გაიღიმასავით. ოქროს კბილი ისეთ გამოსაჩენ ადგილას ჰქონდა ჩასმული, გეგონებოდა გასაყიდად გამოეტანოს. ამ მუსიკაზე იქ გიჟდებიან.

– იქ ალბათ გემი იგულისხმა, ამ ღიმილისნაირი მიმიკით კი მიმანიშნა, რომ, სამსახური ვიპოვე.

დღეში ოთჯერ ვუკრავდით სამი კაცი. ჯერ პირველი კლასი მდიდარი მგზავრებისთვის, შემდეგ მეორე კლასში ჩავდიოდით, ზოგჯერ გაღლეტილ ემიგრანტებას შევუვლიდით მესამე კლასში, მაგრამ ფორმებსაც არ ვიცმევდით ხოლმე. ვუკრავდით როგორც შეგვეძლო, ზოგჯერ ისინიც გვეხმარებოდნენ, ჩვენთან ერთად უკრავდნენ ხოლმე. ვუკრავდით იმიტომ, რომ ოკეანე დიდია, თან გეშინია…ვუკრავდით იმიტომ, რომ დრო მოულოდნელად გაპარულიყო და ხალხს არც გახსენებოდა ვინ ან სად იყო. ვცდილობდით მგზავრები აგვეცეკვებინა, იმიტომ რომ ცეკვისას ადამიანი უკვდავი ხდება, თან ღმერთის სიახლოვეს გრძნობს.

ვუკრავდით რეგთაიმს, ამ მუსიკაზე ხომ ღმერთი ცეკვავს, როდესაც არავინ ხედავს. თუ ღმერთი ამ მუსიკაზე ცეკვავს, გამოდის, რომ ზანგია… (მსახიობი სცენიდან გადის და სცენაზე ელეგანტური პიანისტის ჩაცმულობით ბრუნდება, შემდეგ ისე იქცევა, თითქოს მუსიკალურ ჯგუფს ხელმძღვანელობდეს. ისმის მსუბუქი და უმოტივო მუსიკა).

– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ გემზე, ამ წყალზე მოსრიალე ქალაქში, რომელიც ყველაფრით გავს ტიტანიკს. წყნარად ბატონო, ნუ შეშინდებით, არც ხეზე სამჯერ დაკაკუნებაა საჭირო მოკლედ, ოკეანე მოგესალმებათ. ისე სხვათა შორის, აქ რას აკეთებთ? ალბათ კარზე მოვალე მოგადგათ, თან ოცდაათ წელს რახანია გადააბიჯეთ, გემით კი აქამდე არასდროს გიმგზავრიათ. სახლიდან, ერთი წამით გახვედით, სიგარეტის საყიდლად და ჰოი საკვირველებავ, უცბათ აქ ამოყავით თავი. თქვენი ცოლი, კი ხმელთზე დარჩა, საწყალი პოლიციაში დარბის, ამბობს, არაფრით გამორჩეული მამაკაცი იყო, აგერ უკვე 30 წლის განმავლობაში ერთხელაც არ გვიჩხუბიაო.

ახლა ზიხართ და ფიქრობთ, რა ჯანდაბას აკეთებთ მიწიდან 300 მილის სიშორესა და შემდეგი გულის არევიდან 2 წუთის სიახლოვეში. ბოდიში, მადამ, ვიხუმრე, ჩვენი გემი ხომ ბილიარდის ბურთივით გასრიალდება ოკეანეზე. ერთი დარტყმა, ექვსი დღე, ორი საათი, ორმოცდაშვიდი წუთიც და… უი, ნიუ-იორკი! (ორკესტრი უკრავს).

ნამდვილად არ მგონია, თქვენთვის ამ გემის უნიკალურობის მტკიცება დამჭირდეს. მას კაპიტანი სმიტი მართავს, ცნობილი კლაუსტროფობი, მაგრამ დიდი გამჭრიახობით რომ გამოირჩევა ალბათ უკვე შემაჩნიეთ(სამაშველო ნავში ცხოვრობს). საგანგებოდ თქვენთვის შერჩეულ ეკიპაჟის წევრებს შორის არიან, მესაჭე პოლ სეიზინსკი, პოლონელი ყოფილი მღვდელი, საოცრად მგრძობიარე ადამიანი, სამწუხაროდ ბრმა… რადისტი ბილ ჯუნგი, ჭადრაკის დიდი მოყვარული, ცაცია და ენაბლუ… გემის ექიმ კლაუსერმან იცვეგენსდერფენგის დახმარება თუ დაგჭირდათ, ნამდვილად დაღუპული ბრძანდებით. სანამ მის სახელს ბოლომდე წარმოთქვამთ, ჩათვალეთ, რომ ფეხები გაქვთ გაფშეკილი.

მუსიე შეფ-მზარეული, ნამდვილი პარიზელია, სხვათაშორის იქ დაბრუნდა კიდეც, იმის შემდეგ რაც ერთობ საინტერესო გარემოება იხილა, კერძოდ ის, რომ ამ გემზე სამზარეულო საერთოდ არ არის. იმასაც დავამატებ, რომ მეთორმეტე კაიუტის მგზავრმა მუსიე კამემბერტმა უკმაყოფილება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ პირსაბანში მაიონეზი აღმოაჩინა.

უცნაური ფაქტია, რადგან პირსაბანში როგორც წესი ნარჩენებს ვინახავთ ხოლმე.ეს ისევ და ისევ უსამზარეულობის ბრალია, რასაც ნამდვილი მზარეულის არარსებობაც ერთვის თან. მუსიე კარდინი, რომელსაც ეს მოვალეობა უნდა შეესრულებინა, მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა, იმ იმედით, რომ იქ მაინც იპოვიდა იმ სამზარეულოს, რომელიც გემის დაპროექტებისას გულმავიწყ ინჟინერს გამორჩენია, ანორექსიკ კამილერს, რომელსაც ჩვენი გულმხურვალე აპლოდისმენტები მივუძღვნათ. (უკრავს ორკესტრი).

დამიჯერეთ, სხვა ასეთ გემს ვერსად წააწყდებით. თუ გულდასმით მოძებნით შეიძლება კლაუსტროფობი კაპიტანი, ბრმა მესაჭე, ენაბლუ რადისტი და ენისგასატეხივით რთული გვარის მქონე ექიმიც იპოვოთ. დაგენიძლავებით, რომ ვეღარასდროს დააწყობთ თქვენს პატივსაცემ საჯდომებს ოკეანის ფსკერიდან ასი მეტრის სიმაღლეზე და ვეღარასდროს დატკბებით განუმეორებელი და უსასრულო ატლანის ბენდის ჰანგებით (ორკესტრი უკრავს, მსახიობი სათითოდ წარადგენს მუსიკოსებს. ყოველი სახელის გამოცხადებას ინსტრუმენტალური სოლო მოჰყვება).

კლარნეტისტი – სემ სლიფი ვოშინგტონი! ბანჯოს ოსკარ დელაგუერა უკრავს! ტინ ტუნი საყვირს! საქსაფონს ჯიმ ჯიმ რიზ გალუპი! გიტარა ხელში შამუელ ჰოკონს უჭირავს! და ბოლოს, პიანინოსთან დენი ბუდმან ტი.დეი. ლემონ ნოვეჩენტო! ყველაზე მაგარი! (მუსიკა მოულოდნელად წყდება, მსახიობი კონფერენსიეს როლიდან გამოდის, ლაპარაკისას თან მუსიკოსი ფორმასაც იხდის).

მართლა ყველაზე მაგარი იყო, ჩვენ ვუკრავდით, ის ასრულებდა. არარსებულ მუსიკას, წარმოგიდგენია? პიანინოს სკამიდან რომ დგებოდა, სადღაც გაუჩინარდებოდა ხოლმე, ბოლოს სამუდამოდ გაუჩინარდა.

დენი ბუდმან ტი. დეი. ლემონ ნოვეჩენტო, ბოლოს რომ ვნახე, ბობმბზე იჯდა, არ ვხუმრობ. დენთის უშველებელ კასრზე იჯდა, გრძელი ისტორიაა, მერე მოგიყვებით… იჯდა და ამბობდა, ბოლომდე ჩაძირული არ ხარ, თუ ერთი ამბავი მაინც გაქვს მოსაყოლი და ერთი ადამიანი გყავს, ვინც ამ ამბავს მოისმენსო. საინტერესო ისტორია იცოდა, ერთი, თუმცა თვითონ არ იყო საინტერესო ისტორია?

სისულელეა, მაგრამ რომ დაუკვირდე რა ლამაზია ეს ყველაფერი! იმ დღეს, დენთის კასრ]ზე მჯდომმა ერთი ისტორია მაჩუქა, იმიტომ რომ, მისი საუკეთესო მეგობარი ვიყავი, თან იმ დღეს ისეთი სისულელე ჩავიდინე, რომ ფეხითაც რომ დაგეკიდეთ, გროში არ გადმომივარდებოდა ჯიბიდან, საყვირის გაყიდვასაც კი ვაპირებდი…მაგრამ ნოვეჩენტოს მოყოლილი ამბავი ისევ თან მაქვს, ისეთივე კაშკაშა და ამოუცნობი, როგრიც მელოდია, რომელსაც დენი ბუდმან ტი.დეი. ლემონ ნოვეჩენტოს როიალი გამოსცემდა. (მსახიობი კულისებში გადის, ორკესტრი უკრავს, ფინალური აკორდების შემდეგ სცენაზე ბრუნდება).

ის მეზღვაურმა დენი ბუდმანმა დილით, ბოსტონში იპოვა მუყაოს ყუთში. გემი მგზავრებისგან უკვე დაცლილი იყო. ათ დღეზე მეტი არ იქნებოდა, არც კი უტირია, თავისთვის, თვალებდაჭყეტილი იწვა ყუთში. პირველ კლასში, საცეკვაო მოედანზე, როიალის თავზე დაეტოვებინათ. ახალშობილს პირველი კლასის მგზავრის იერი ნამდვილად არ ჰქონდა. ასე მეტწილად ემიგრანტები იქცეოდნენ ხოლმე, გემბანის უკან უჩუმრად იმშობიარებდნენ და ბავშვებსაც ასე უხმაუროდ ტოვებდნენ. განა სპეციალურად, შავი სიღარიბე აიძულებდათ ამის გაკეთებას. რაღაცით ტანსაცმლის ისტორიას ჰგავდა ეს ყველაფერი. გემზე ტრაკგამოხეული შარვლებით ამოდიოდნენ, ერთი ხელი დაფლეთილი ტანსაცმელი ეცვათ. ამერიკა, ხომ იცით, მაინც ამერიკაა და მოგზაურობის დასასრულს კიბეს გადახედავდი, სულ გამოპრანჭული ჰალსტუხიანი მამაკაცები და თეთრპერანგიანი ბავშვები ჩადიოდნენ. მოკლედ ამ ოც დღეში ჭრიდნენ და კერავდნენ რაც კი ხელში მოხვდებოდათ. გემზე ერთ ფარადს, ერთ ზეწარს ვეღარ იპოვიდით.

იზმანებოდა მთელი ოჯახი ამერიკისთვის, რაღას ეტყოდი. ზოგჯერ ახალშობილებსაც ტოვებდნენ. ემიგრანტებისთვის ეს ბავშვი ზედმეტი მჭამელი პირი იყო, საემიგრაციო სამსახურისთვის კი ზედმეტი ფქვილის ტომარა. გემზე ისე ტოვებდნენ, გეგონებოდა ზეწარში ან ფარდაში ცვლიდნენ. ამ ბავშვის მშობლებმა ალბათ ასე განსაჯეს, პირველ კლასში, როიალის თავზე თუ დავტოვებთ, შეიძლება ვინმე მდიდარმა თავისთან წაიყვანოს და მთელი ცხოვრება ბედნიერი იქნებაო. ნამდვილად კარგი გეგმა იყო, სანახევროდ გამოუვიდათ. ბავშვი ვერ გამდიდრდა, მაგრამ პიანისტი გახდა. საუკეთესო პიანისტი, გეფიცები, საუკეთსესო.

ჩვილი მოხუცმა ბუდმენმა იპოვა, რაღაც მინიშნებებს ეძებდა რომ გაეგო ვინ იყო, საბოლოოდ რაღაც ლურჯი ასოებით დაბეჭდილ წარწერას მიაგნო მუყაოს ყუთზე: ტი დეის ლიმნები. იქვე ახლოს ლურჯად ლიმონიც მიეხატათ.

დენი საოცარი სიდიდის ფილადელფიელი ზანგი იყო, ბავშვი ხელში აიყვანა და უთხრა:

 – ჰელო, ლემონ! ახალგამომცხვარი მამის სახე ჰქონდა, პირველად რომ დაიჭერენ ხელში პირმშოს. მთელი ცხოვრება ამტკიცებდა რომ ტი. დეი.

 – გმადლობთ დენის (thks) ნიშნავდა. დარწმუნებული იყო, რომ ბავშვი მას დაუტოვეს და მთელი ცხოვრება ამ მონაჩმახს ჰყვებოდა.

ერთ დღეს მოხუც დენის გაზეთში დაბეჭდილი რეკლამა მოუტანეს, სადაც, დიდი ლიმნებით ხელში ვიღაც ულვაშებიანი ლათინ-ლოვერი იღრიჭებოდა. ფოტოს წარწერილი ჰქონდა: ტინო და მატო, ლიმნების მეფე, ტინო და მატო, სამეფო ლიმნები. გვერდით რაღაც ატესტატის თუ პრემიის ასლი.

ბუდმანი აზრს ვერ ჩასწვდა, უბრალოდ იკითხა:

 – ეს პიდარასტი ვინ არისო? გაზეთი ითხოვა, რადგან რეკლამის გვერდით დოღის შედეგები იყო გამოქვეყნებული. დოღს კი არ ადევნებდა თვალს, უბრალოდ ცხენის სახელებზე გიჟდებოდა. ასეთი გატაცება ჰქონდა, სულ იმეორებდა:

 – ამას ქერის მძებნელი დაარქვეს, აზრზე ხარ… ამას შეხედე, პირველი საუკეთესოა ჰქვია! მოკლედ ეს ჰობი ჰქონდა, დოღზე ვინ გაიმარჯვებდა, სულ ფეხზე ეკიდა.

ბავშვს თავისი სახელი მისცა, დენი ბუდმანი, ერთადერთი საამაყო რამ, რაც ცხოვრებაში გაააჩნდა. სახელს ტი. დეი. ლემონი დაამატა, ზუსტად ისევე როგორც მუყაოს ყუთზე ეწერა. ასე ამბობდა, ყველა ადვოკატის სახელი ინიციალებისგან შედგებაო, ბარტ ბამმაც დაუმოწმა, ის ხომ ციხეში ჯონ პი. ტი. კეი. ჯენდერის წყალობით მოხვდა.

ადვოკატი რომ გახდეს, მოვკლავ – განაჩენი გამოუტანა მოხუცმა ბუდმანმა, მაგრამ სახელს ორი ინიციალი მაინც დაუტოვა.მოკლედ, ბავშვს ასე დაერქვა, ტი. დეი. ლემონი. სახელი ლამაზად ჟღერდა, დენის დრო დასჭირდა მის დასაზეპირებლად დენი. ბუდმან ტი. დეი. ლემონ იმეორებდა ხმადაბლა.

კარგი სახელია – ბოსტონის პორტში აღნიშნა ბუდმანმა, მაგრამ რაღაც აკლია, რაღაც გრანდიოზული დასასრული. მართალი იყო, ბოლო აკორდი აკლდა ამ სახელს. სამშაბათი დავუმატოთ – შესთავაზა ოფიციანტმა სემ სეილმა. სამშაბათს იპოვე და სამშაბათი დაარქვი . დენი ჩაფიქრდა, შემდეგ გაეღიმა: კარგი აზრია, სემ. მოდი, ისიც ვთქვათ, რომ ამ დაწყევლილი საუკუნის პირველ წელს ვიპვოვეთ, ასე რომ, ათასცხრაას დავარქმევ.

 – ათასცხრაასს?

 – ათასცხრაასს.

 – მაგრამ ეს ხომ რიცხვია?

 – რიცხვი ადრე იყო, ახლა სახელი გახდა. დენი ბუდმან ტი. დეი. ლემონ ნოვეჩენტო (ათასცხრაასი). უნაკლოა, ულამაზესი. ღმერთმანი, ამ სახელით შორს წავა.

 ყველამ მუყაოს ყუთს ჩახედა, უფროსები ადგილზე გაქვავდნენ, არავის ეგონა ასეთ პატარა ბავშვს ასეთი ჩაჯმა თუ შეეძლო.

დენი ბუდმანი მეზღვაური კიდევ რვა წლის, ორი თვის და თერთმეტი დღის განმავლობაში იყო. შტორმის დროს, ქვის ბლოკი მოხვდა ზურგში. მისი გამოჯანმრთელების იმედი უკვე აღარავის ჰქონდა, ძლიერმა დარტყმამ შინაგანი ორგანოები დაუზიანა. სამი დღის განმავლობაში ებრძოდა სიკვდილს. ნოვეჩენტო, ჯერ სულ ბავშვი იყო. დენის საწოლთან ჩამოუჯდა და ამ სამი დღის განმავლობაში გვერდიდან არ მოსცილებია. ძველი გაზეთების დასტა ჰქონდა და დიდი წვალების ფასად უკითხავდა დენის, რომელსაც ბოლო ამოსუნთქვა ჰქონდა დარჩენილი. დოღის ყველა შედეგს უკითხავა ისე, როგორც დენიმ ასწავლა: თითს და თვალს შეუველბლად აყოლებდა სტრიქონებს. ნელა, მაგრამ მაინც უკითხავდა. ასე ამოხდა სული მოხუც დენის: ჩიკაგოს ყოველწლიური დოღის შედეგების მოსმენისას, სადაც სასმელმა წყალმა ორი წრით გაუსწრო წვნიანს და ხუთით – ცისფერ პუდრს.

მისს ცხედარი ტენტის სუდარაში გაახვიეს და ოკეანეს დაუბრუნეს. სუდარაზე კაპიტანმა წითელი საღებავით წააწერა:

 – გმადლობთ, დენი.

ასე მოულოდნელად დაობლდა ნოვეჩენტო მეორედ. 8 წლის იყო და ამერიკა-ევროპის საზღვაო გზა ალბათ უკვე ორმოცდააჯერ გაევლო. ოკეანე მისი სახლი იყო, მიწაზე კი ფეხი არასდროს დაედგა. მიწა მხოლოდ პორტიდან ენახა, გემიდან ცხოვრებაში არ ჩასულა. ამერიკაში ჩასული ბორტზე რჩებოდა, შემდეგ ისევ უკან ბრუნდებოდა ევროპაში. დენის ეშინოდა, რომ ბავშვს წაართმევდენ, ვიზების, საბუთების და ასეთი სისულელეების არარსებობის გამო.

რომ დავაზუსტოთ, ნოვეჩენტო სამყაროსთვის ისევე არ არსებობდა, როგორც გემის გარეთა სამყარო ნოვეჩენტოსთვის. არ არსებობდა, ქალაქი, სადალაქო, საავადმყოფო, ციხე ან თუნდაც ბეისბოლის გუნდი სადაც მისი სახელი იქნებოდა დაფიქსირებული. არ ჰქონდა სამშობლო, არც დაბადების თარიღი. რვა წლის იყო, მაგრამ ოფიციალურად არც არასდროს დაბადებულა.

 – ასე გაგრძელება არ შეიძლება – ეუბნებოდნენ დენის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩადიხარ. დენის მუდამ ძალიან კონკრეტული პასუხი ჰქონდა მზად:

 – არ გავკარი კანონსაც! ამის შემდეგ კამათის გაგრძელება ძალიან რთული ხდებოდა.

დენის სიკვდილის შემდეგ საუსთემფთონს მიადგნენ. გემის კაპიტანმა გადაწყვიტა წერტილი დაესვა ამ უმსგავსობისთვის. პორტის მცველებს ნოვეჩენტოს ჩამოყვანა სთხოვა გემიდან. მთელი გემი გადაატრიალეს, მაგრამ ვერსად მიაგნეს, სადღაც აორთქლდა, ცამ ჩაყლაპა თუ წყალმა ვერ გაიგეს.

ხმამაღლა არავინ ამბობდა… თან დაჯერებაც არავის უნდოდა… მაგრამ ყველა ფიქრობდა, რომ ბავშვი ბორტის კიდიდან გადავარდა.

ასე ფიქრობდნენ ოცდაერთი დღის განმავლობაში, სანამ რიო დე ჟანეიროსკენ არ აიღეს გეზი, ამჯერამ ნოვეჩენტოს გარეშე.

ცა როგორც ყოველთვის ვარსკვლებით იყო მოჭედილი, ისმოდა ფეიერვერკის და სირენის ხმები, მაგრამ რაღაც მაინც აკლადათ.. ხვდებოდნენ, რომ ნოვეჩენტოს სამუდამოდ კარგავდნენ, უცნაური გრძნობა ღრღნიდა ყველას შიგნიდან.

მოგზაურობის მეორე ღამეს, როდესაც ირლანდიის ნაპირი უკვე აღარ ჩანდა, ბარი – გემის ბოცმანი კაპიტნის კაიუტაში გიჟივით შევარდა, გააღვიძა და უთხრა, რომ სასწრაფოდ უნდა წასულიყო, რაღაცის სანახავად. კაპიტანი აბუზღუნდა, მაგრამ ბოცმანს გაჰყვა უკან.

პირველი კლასის საცეკვაო მოედანი, ჩამქრალი შუქები. საღამურში გამოწყობილი ხალხი შესასვლელთან ფეხზე იდგა, ხალი კაიუტიდან გამდიოდა. სამი შავი მეზღვაური და რადისტი ტრუმანიც აქ იყო და რაღაცას შესცქეროდნენ.

ნოვეჩენტო. პიანინოს სკამზე იჯდა, ფეხებს ჰაერში აკოწიალებდა, მიწასაც კი ვერ სწვდებოდა… და… ღმერთივით უკრავდა (ისმის როიალის ხმა, მარტივი მელოდია, ნელი და მომხიბლელი).

რა ჯანდაბას უკრავდა არ ვიცი, მაგრამ მელოდია სადა და ლამაზი იყო. არანაირი ჯადოქრობა. თვითონ, თავისი ხელებით უკრავდა იმ კლავიატურაზე. ღმერთმა უწყის როგორ. უნდა მოგესმინათ, რა ხმას აღმოხდებოდა როიალს. წითელპიჟამოიანი ქალბატონი, სასაცილო ბიგუძებით თმაში იდგა და ცრემლებს აღვარღვარებდა… ფულის ტომარა – – – რომ მიხვდეთ, გეტყვით, რომ ამერიკელი სადაზღვეო ბროკერის ცოლი იყო. ისე ღაპაღუპით მოსდიოდა ცრემლები, რომ კრემზე კვალსაც კი სტოვებდნენ. უყუროდა ნოვეჩენტოს და ტიროდა, არ ჩერდებოდა. შემდეგ გაკვირვებისგან გაქვავებულ კაპიტანს მიუბრუნდა, როიალზე ანიშნა და ჰკითხა:

  • რა ჰქვია?
  • ნოვეჩენტო.
  • სიმღერას არა, ბავშვს.
  • ნოვეჩენტო.
  • როგორც სიმღერას?

ამაზე პასუხის თავი უკვე აღარ ჰქონდა კაპიტანს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ დაკარგული ბავშვი არამარტო ცოცხალი იყო, არამედ დაკვრაც ესწავლა.

აცრემლებული მდიდრუშკა ფეხზე დაიკიდა, მტკიცე ნაბიჯით გადაჭრა საცეკვაო მოედანი და მხოლოდ როიალთან შეჩერდა. უღილო პიჟამო ეცვა და ისეთი სახე ჰქონდა, გეგონებოდა დაუღრიალებდა:

 – სად ტრაკში იყავი, ან სად ჯანდაბაში ისწავლე? მაგრამ როგორც ყველა სამხედროს, აზროვნებაც სამხედრო ჰქონდა და მხოლოდ ეს თქვა:

 – ნოვეჩენტო, ეს ყველანაირ წესდებას ეწინააღმდეგება.

ნოვეჩენტომ დაკვრა შეწყვიტა. ცოტას ლაპარაკობდა, მაგრამ ყველაფერს ხვდებოდა. კაპიტანს საყვარლად გაუღიმა და უთხრა:

  • არ გავკარი წესდებასაც! (ისმის ზღვის ხმა).

ზღვამ გაიღვიძა. ზღვამ რელსებიდან გადაუხვია. წყალმა ზეცისკენ აიწია. გასკდა. გადარეცხა. ქარს ღრუბლები და ვარსკვლავები მიაწება. გაცეცხლდა. ჭექდა და ქუხდა. რატომ მოხდა. არავინ იცის. მთელი დღეა გრძელდება. დამთავრდება ეს ყველაფერი. დედა გამახსენდა. იავნანა. ზღვა გარწევს. გაცოფდა. ყველაფერი ირგვლივ. ზღვის ქაფი და ტანჯვა. ზღვა გაგიჟდა. სადამდე ხედავ. მხოლოდ სიშავეს. კედლებიც შავია. ატრაქციონი. ყველა ჩუმადაა. რაღაცას ელიან. იქნებ გაჩუმდეს.

დედაააა მინდააა. წყნარი ზღვა მინდააა. შენს ანარეკლს რომ ხედავ. გაჩერდა. კედლებიც. რა აბსურდია. წყლიდან. ქვემოდან ანათებს. და ეს ხმაურიც… ის წყალი დაბრუნდა, შენ რომ იცნობდი. ის ზღვა დაბრუნდა. სიჩუმე. შუქი. და მფრინავი თევზები. ისევ თავზე გადაგვიფრენენ. პირველი მოგზაურობა, პირველ შტორმში მოვყევი. დამებედება რა… ვერც კი გავიგე საით უნდა გავქცეულიყავი.

ვიჯინის არსებობის მანძილზე ერთ-ერთ ყველაზე საშიშ შტორმში მოვყევი. მეგონა, რომ ეს ყველაფერი სამუდამოდ გაგრძელდებოდა. ასეთ შემთხვევებში გემის მუსიკოსი დიდი ვერაფერი დახმარებაა. საყვირზე არც ვუკრავდი, ვინმესთვის ხელი რომ არ შემეშალა. ჩემსა კაიუტაში კარგა ხანს ვიჯექი წყნარად, მაგრამ ბოლს ვეღარ ვძლებდი. ვდილობდი არ მეფიქრა, მაგრამ თავში სულ ერთი აზრი მიტრიალებდა: თაგვივთ დავიხრჩობი.

აზრების გასაფანტად კაიუტიდან გამოვედი. გზა ამებნა, არც ვიცოდი საით მივდიოდი. ოთხი დღეა ამ გემზე ვიყავი და ტუალეტის გზას თუ მივაგნებდი ჩემით, უკვე დიდი მიღწევა იყო. მივხვდი, რომ პატარა მოტივტივე ქალაქში ვცხოვრობდი. შემთხვევითი გზებით დავდიოდი, არც ვიცოდი სად ვიყავი, მოკლედ დავითარსე.

ამ დროს შავებში ჩაცმული ელეგანტური ტიპი დავინახე. ტალღები აშკარად არ აწუხებდა, ისე მოსეირნობდა, გეგონებოდა ნიცაში, ზღვის სანაპიროზე ყოფილიყოს: ნოვეჩენტო აღმოჩნდა.

განმავლობაში ერთად ვუკრავდით ორკესტრში. ისიც კი არ ვიცოდი, რომელ კაიუტაში ცხოვრობდა. მასზე საკმაოდ უცნაუ ამბებს მიყვებოდნენ: თითქოს არასდროს დაუდგამს ფეხი მიწაზე. აქ დაიბადა და 27 წლის განმავლობაში არსად წასულა ამ გემიდანო. ბოდვას ჰგავდა ეს ყველაფერი. იმასაც ამბობდნენ, არარსებულ მუსიკას უკრავსო. ერთადერთი რაც დანამდვილებით ვიცოდი, ის იყო რომ ჩვენი თეთრკანიანი დირიჟორი ფრინს ჰერმანი (მუსიკა საერთოდ არ ესმოდა, მაგრამ მორდა ჰქონდა საყვარელი) მიუახლოვდებოდა ხოლმე ნოვეჩენტოს და ეუბნებოდა: მხოლოდ ნორმალური ნოტები აიღე, ოქეი?

ნოვეჩენტოც თავს დაუქნევდა და მხოლოდ ნორმალურ ნოტებს უკრავდა ხოლმე. თვალს რაღაც ერთ წერტილს გაუშტერებდა და ისე ამთავრებადა დაკვრას, რომ კლავიშებს ერთხელაც არ დახედავდა. თითქოს აქ, ჩვენს შორის არ ყოფილიყო. მართლა სხვაგან იყო, უბრალოდ მაშინ ვერ ვხვდებოდი და ჩვეულებრივი უცნაური ტიპი მეგონა. ასე შემთხვევით გადავაწყდი ამ შტორმიან ღამეს ნოვეჩენტოს. მკვდარივით გაფითრებულს შემომხედა და მიბრძანასავით:

  • წამო!

რა უნდა ქნას გემის მესაყვირემ, გემის პიანისტი გაგანია შტორმის დროს თუ სადღაც ეპატიჟება? თან უნდა გაყვეს. მეც გავყევი.

თვითონ მისეირნობდა, მე უკან მივყვებოდი, ისეთივე სიმტკიცით ვერ გამოვირჩეოდი, მაგრამ ვცდილობდი არ ჩამოვრჩენოდი. საცეკვაო მოედანთან მივედი, წონასწორობის დაცვა ძალიან მიჭირდა, თვითონ მატარებლის ბაქანზე მოსეირნეს ნაბიჯები ჰქონდა.

როიალს მივუახლოვდით, გარშემო კაციშვილი არ ჭაჭანებდა, უკუნეთი სიბნელე იდგა, მხოლოდ აქა –იქ თუ გამოანათებდა მკრთალი შუქი.

 – ბორკილები მოხსენი – ნოვეჩენტომ როიალის ფეხებზე მანიშნა. გემი ისე ირწეოდა, დიდ ვაჟკაცად ვთვლიდი ჩემს თავს, ფეხზე რომ ვიდექი.

გორგოლაჭების გახსნა დიდი სისულელე იქნებოდა.

  • ჩემი თუ გჯერა, გახსენი.

 ეს მართლა გიჟი ყოფილა ჩემთვის გავიფიქრე და ბორკილები გავხსენი.

 – ახლა ჩემთან დაჯექი.

ვერ ვხვდებოდი რა უნდოდა, მართლა ვერ ვხვდებოდი. ვიდექი და ვცდილობდი როილი შემეკავებინა, რომელიც დიდ შავი საპონივით მისრიალებდა ხელში. ნოვეჩენტო გორგოლაჭებიან სკამზე, მეორე დიდ საპონზე იჯდა და ხელები გაუნძრევლად ელაგა კლავიატურაზე.

ეს აბსურდული სიტუაცია, წარმოიდგინეთ, უდიდესი შტორმის დროს ხდებოდა.

 – ახლა თუ ვერ ამოძვრები, ვეღარასდროს ვერ ამოძვრები. მითხრა ამ დამთხვეულმა სიცილით ( რაღაც ტრაპეციის ფორმის სკამზე მეპატიჟებოდა).

 – ოქეი ყველაფერი ფეხზე დავიკიდოთ, – ოქეი?! პრინციპში ამოვძვრები შენს სულელურ სკამზე, ახლა რა ვქნა?

 – ახლა ნუ გეშინია – და დაკვრა დაიწყო. (ისმის პიანინოს ხმა – ვალსის და რაღაც საცეკვაო მუსიკის ნაზავი. სცენა ირწევა და მსახიობი წრეში ტრიალებს. ნელ-ნელა მსახიობის მოძრაობის ამპლიტუდა იზრდება, მანამ სანამ როიალთან ერთად ფარადს არ მიეფარება).

ალბათ არავინ დამიჯერებს ამ ყველაფერს, სიმართლე რომ გითხრათ, არც მე დავჯერებდი ვინმეს რომ მოეყოლა, მაგრამ ფაქტია, რომ როიალი საცეკვაო დარბაზის იატაკზე სრიალებდა; და ჩვენც მასთან ერთად.

ნოვეჩენტო უკრავდა და კლავიშებს თვალს არ აშორებდა. გონებით აშკარად სხვაგან დაფრინავდა. როიალი ტალღებს მიჰყვებოდა, როგორც კი შუშებს მიუახლოვდებოდა უკან მოსრიალებდა. გეგონებოდათ რომ ზღვა როიალს არწევდა და ჩვენც მასთან ერთად.

ნოვეჩენტო წამითაც არ წყვეტდა დაკვრას. ნათელი იყო, რომ არამხოლოდ უკრავდა, არამედ, როაილსაც მართავდა. არ ვიცი, ნოტებით, თუ კლავიშებით, მაგრამ მაინც მართავდა. ამ მაგიდების შორის ტრიალისას, როდესაც ნაზად ვეხებოდით ბრებსა და სავარძლებს, უცებ მივხვდი, რომ მხოლოდ ერთი სახელი ერქვა, რასაც ჩვენ ვაკეთებდით: ცეკვა ოკეანესთან.

ჩვენ და ის – გიჟი მოცეკვავეები, მღვრიე ვალის ტალღებში ღამის მოოქროვილ იატაკზე ისე ვირწეოდით, რომ ერთმანეთის მარილიან სუნთქვას ვგრძნობდით.

  • ოჰ იეს!! (როიალი ისევ სრიალებს სცენაზე, თითქოს ბედნიერებას ეცეკვება. ამასობაში ოკენაე აბობოქრდება, გემი ისევ ცეკვავს. ისმის ვალსის მელოდია, რომელიც უფრო და უფრო სწრაფი ხდება. როიალი მუხრუჭდება და ბზრიალებს, გეგონება ცეკვა მიჰყავს . ენ რაოდენობის ტრუკების მერე ნოვეჩენტოს მანევრირება ეშლება და კულისებში ვარდება. მუსიკა ცდილობს მკვეთრად დაამუხრუჭოს, მაგრამ უკვე ძალიან გვიან არის, მსახიობი მხოლოდ ამის დაყვირებას მოასწრებს:
  • ღმერთო ჩემო.

კულისებიდან გამოსრიალდება როიალი და რაღაცას შეასკდება. ისმის მინის მსხვრევის ხმა. დიდი არეულობის შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდება. მსახიობი ნელა შედის იმავე კულისში საიდანაც გამოვიდა.). ნოვეჩენტომ აღიარა, რომ ეს ილეთი გასაუმჯობესებელი ჰქონდა. ვუთხარი, რომ უბრალოდ დროზე უნდა დაემუხრუჭებინა.

შტორმის დასრულებისას კაპიტანმა დაგვიძახა და გვითხრა (აღელვებული ღრიალებდა):

 – თქვე ეშმაკის გაგდებულებო, ორივენი ჩაეთრიეთ ძრავის ოთახში და იქ დარჩით. თვალით არ დამენახოთ, თორემ საკუთარი ხელებით დაგახრჩობთ! უკანასკნელ კაპიკამდე გადამიხდით ყველაფერს! მთელი ცხოვრება მოგიწევთ მუშაობა! როგორც ისაა ნათელი, რომ ამ გემს „ვირჯინიანი“ ჰქვია, ისევე ის, რომ ორი ყველაზე დიდი იმბეცილი ხართ, ვისაც კი ოდესმე ოკეანეში გაუჭყუმპალავია!

მე და ნოვეჩენტო, იქ, ქვევით, ძრავის ოთახში დავმეგობრდით. დავმეგობრდით სამუდამოდ. მთელი დროის განმავლობაში იმის გამოანგარიშებას ვცდილობდით, რა ღირებულების ზიანის მიყენება შეგვეძლო. რაც უფრო მაღლა ადიოდა საკონპენსაციო თანხა, მით უფრო მეტს ვიცინოდით. ზოგჯერ ეს ყველაფერი რომ მახსენდება, ვხვდები რომ, ეს თუ არ არის ბედნიერება, რაღაც ამის მსგავსი მაინც უნდა იყოს.

იმ ღამეს ვკითხე, სიმართლე იყო, თუ არა, რასაც მასზე ლაპარაკობდნენ, მოკლედ ის, რომ არასდროს ჩასულა გემიდან. – მიპასუხა კიო.

  • მოიცა, სიმართლეა?
  •  სიმართლეა. ძალიან სერიოზული სახით მიპასუხა.

თვითონაც, არ ვიცი რატომ, მაგრამ ერთადერთი რამ რაც ვიგრძენი შიში იყო. მართლა ვერ ვხვდები რატომ გამაჟრჟოლა შიშისგან.

ერთხელ ნოვეჩენტოს ვკითხე, რა ჯანდაბაზე ფიქრობდა, როცა უკრავდა. ან რას ხედავდა ყოველთვის ერთ წერტილს მიშტერებული. მაინტერესებდა სად იყო თვითონ, როდესაც მისი ხელები ასე ოსტატურად დაქროდნენ კლავიატურაზე. დღეს მაგალითად ულამაზეს სოფელში ვიყავი, ქალებს სურნელოვანი თმა ჰქონდათ, გაჩახჩახებული მზის გულზე ვეფხვები იყვნენ წამოგორებულები. მოგზაურობდა რა!

ყოველ ჯერზე სხვა და სხვა ადგილას აღმოჩნდებოდა ხოლმე: ლონდონის ცენტრში, სადღაც ღრმა სოფელში, მატარებელში, ისეთ მაღალ მთვის მწვერვალზე, რომ თოვლი მუხლებამდე სწვდებოდა, მსოფლიოს უდიდეს ტაძრებში სვეტებს ითვლიდა და ჯვარცმას აკვირდებოდა. სულ მოგზაურობდა. რთული იყო იმის გაგება, რა ესმოდა ან ტაძრების, ან თოვლის, ან ვეფხვების.

ყველამ ვიცოდით, რომ აქედან არასდროს ჩასულა. ისე კი იქცეოდა, თითქოს ყველაფერი ნანახი ჰქონდა. ვინმე თუ იტყოდა, რომ პარიზში იყო, ეკითხებოდა , ნახა თუ არა რაიმე მიკარგული ბაღი, ან იმ რესტორანში თუ ივახშმა, გემრიელ შტრუდელს რომ აკეთებდნენ და საღამოობით წითლად აბრდღვიალებული ეიფელის კოშკი რომ ჩანდა.

ამბობდა:

 – მე იცი რა მიყვარს, მზის ჩასვლისას პონტე ნუზე სეირნობა, თეთრი ორთქმავლები რომ ჩაივლიან ხელს ვუქნევ ხოლმე.

 – ნოვეჩენტო, პარიზში ყოფილხარ?

 – არა.

 – მერე?

  • ხო რა…
  • რა ხო რა?

 – პარიზი…

იფიქრებდი, გაგიჟდაო, მაგრამ ასემ არტივად როდი იყო ყველაფერი.

ვიღაცამ რო მიგიყვეს რა სურნელი ასდის ბურთმანის ქუჩას წვიმა რომ გადაიღებს, გიჟად იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ბურთმანის ქუჩაზე არ არის ნამყოფი, ნამდვილად ვერ შერიცხავ.

ნოვეჩენტო ამ ყველაფერს მართლა სუნთქავდა, ვიღაცის თვალებში ხედავდა, ვიღაცის სიტყვებში ისმენდა შეიძლება სამყარო პირისპირ არასდროს უნახავს, მაგრამ ამ ოცდაშვიდი წლის განმავლობაში უთვალთვალებდა და სულსაც ჰპარავდა.

ვერაფერს იტყვი, ამაში გენიოსი იყო. იცოდა მოსმენა და კითხვა. წიგნების კი არა, ამაში ყველა ყოჩაღია. ხალხ კითხულობდა და ნიშნებს, რომლებიც ისინი ზედ ატარებდნენ. ადგილები, ხმები, სუნები, მათი მიწა, მათი ისტორიები, ამ ხალხს ყველაფერი ზედ ჰქონდათ.

ის კი კითხულობდა და უსაზღვრო გულმოდგინებით აწესრიგებდა წაკითხულს, ალაგებდა, გეგონებოდა კატალოგს ადგენდა. ყოველ დღე რაღაც პატარა ნაწილს უმატებდა იმ უზარმაზარ მსოფლიო რუქას, რომელიც ყველა ფერს იტევდა, სამყაროს ყველა კუთხე –კუნჭულს, უზარმაზარ ქალაქებს და კუთხის მიკარგულ ბარებს, მდინარის ნაპირებს, ჭაობებს, თვითმფრინავებს თუ ლომებს…

ამ საოცარ რუქას ღმერთივით დაჰყურებდა ზემოდან, როდესაც მისი ჯადოსნური თითები რეგის მუსიკალურ ფორმებს ეფერებოდნენ.

(ისმის მელანქოლიური რეგ-თაიმი).

წლები დამჭირდა, მაგრამ როგორც იქნა მოვიკრიბე გამბედაობა და ვკითხე:

 – ნოვეჩენტო, ღვთის გულისათვის, რატომ არ ჩადიხარ, ერთხელ მაინც რატომ არ გინდა ნახო სამყარო საკუთარი თვალებით. რა გინდა ამ მოგზაურ ციხეში. შეგიძლია პონ ნუზე უქნიო ხელი თეთრ ორთქმავლებს… შეგიძლია ყველაფერი გააკეთო რაც მოგინდება. პიანინოს ღმერთივით უკრავ, ფულს ტომრებით იშოვი და ყველაზე ლამაზ სახლს აირჩევდი საცხოვრებლად. შეგიძლია გემის ფორმაც მისცე, ფეხზე არ გკიდია?! სადაც გინდა იქ დადგამდი ამ შენს სახლს, ვეფხვებს შორის ან ბერთმან სთრითზე. არ შეიძლება წინ და უკან ასე ლენჩივით სიარული. სამყარო გელოდება, შენ მხოლოდ ეს დაწყევლილი კიბე უნდა გაიარო, მხოლოდ რამდენიმე სულელური საფეხური და ყველაფერს ერთად შეიძენ. ერთხელ მაინც ჩაიარე ეს საფეხურები.

ერთხელ…

1931 წლის ზაფხულში ვირჯინიანზე ჯელი როლ მორტონი ამოვიდა. თავიდან ფეხებამდე თეთრებში იყო გამოწყობილი, ქუდიც თეთრი ეხურა და ამხელა ბრილიანტის ბეჭედი ეკეთა ხელზე.

ეს იცით რომელი ჯელი იყო? აფიეშბზე რომ აწერინებდა ხოლმე:

 – დღეს საღამოს ჯაზის გამომგონებელი, ჯელი როლ მორტონი უკრავს. სიტყვის მასალად კი არა, თვითონაც სჯეროდა, რომ ჯაზი მან გმოიგონა. როილათან ყოველთვის ოდნავ ირიბად, სამ-მეოთხედში იჯდა. უმსუბუქესი ხელები ჰქონდა, გეგონებოდა პეპლები დაფარფატებდნენ კლავიშებზე.

დაკვრა ნიუ ორლეანის ბორდელებში დაიწყო. იქ ისწავლა კლავიშების გაშიშვლება და ნოტების ფერება. როიალს სიყვარულობანას ეთამაშებოდა, მაგრამ ამისგან დიდ აურზაურს არ ქმნიდა. იცი როგორ მუსიკას უკრავდა?! საწოლში ჩუმად რომ ჩაგიცურდება და ზეწრებში ჩაგეკარგება.

ერთ დღეს ჯელს ნოვეჩენტოზე უამბეს. ალბათ უთხრეს ძალიან მაგარი პიანისტია, საუკეთესო მსოფლიოშიო. პარადოქსია, მაგრამ სიმართლეა, ასეთი რაღაცეებიც ხდება მსოფლიოშიო.

ვირჯინიანს არ გაცდენია, მაგრამ ძალიან ცნობილია, გემიდან ჩამოსულები საოცარ ისტორიებს ჰყვებიან მასზეო. ამბობდნენ, იმდენ ნოტს იღებს ერთად, გეგონება ოთხი ხელი ჰქონდესო.

ამერიკელ სენატორ ვილსონს კი მთელი გზა მესამე კლასით უმგზავრია, ნოვეჩენტოს დაკვრისთვის იქ რომ მოესმინაო. მხოლოდ მესამე კლასში უკრავდა ნოვეჩენტო ნოტებს, ნორმალურს რომ ვერაფრით ვერ უწოდებდი.

ჩადიოდა შუადღე რომ უკვე გადასული იყო, ან გვიან ღამით. ჯერ ხალხს სთხოვდა, ის სიმღერები ემღერათ რაც იცოდნენ. ამასობაში ვიღაც გიტარას ან ტუჩის გარმონს ამოიღებდა, ნოვეჩენტო ყურადღებით უსმენდა მათ მუსიკას შემდეგ ნელ-ნელა თვითონ უერთდებოდა, ბოლოს კი მარტო თვითონ უკრავდა.

შავ-თეთრი კლავიშებიდან იღვრებოდა მთელი მსოფლიოს მუსიკა, გაგაქვავებდა კაცს. ასე გაქვავდა სენატორი ვილსონიც. წარმოიდგინე თავიდან ფეხებამდე ელეგანტურად ჩაცმული იმ ყროლში იდგა. როდესაც ევროპაში შევიდნენ, ძლივს ამოათრიეს იმ სიმყრალიდან, ამბობდა, ამ დაწყევლილ წლებს რაც დამრჩა აქ, ნოვეჩენტოს მოსმენაში გავატარებო. გაზეთებიც კი წერდნენ ამის შესახებ.

მოკლედ, როლ მორტინს ჩააწვეთეს:

 – იმ გემზე ვიღაც ისე ექცევა როიალს, როგორც მოეპრიანება: თუ უსწორდება ჯაზს უკრავს, თუ არა რაღაც ისეთს, რომელიც ათხერ აღებულ ჯაზს აღემატება.

ჯელი როლ მორტონის მძიმე ხასიათის ამბავი ყველამ კარგად იცოდა. ასე თქვა:

 – როგორ უკრავს კარგად ის ტიპი, იმის ტრაკიც თუ არ აქვს, რომ იმ შტერული გემიდან ჩამოვიდეს.

ჯაზის გამომგონებელმა თვითონვე ატეხა ხარხარი საკუთარ ნათქვამზე. აქ მორჩებოდა ყველაფერი, ვიღაცას რომ არ წამოეძახებინა ამ ხორხოცში:

 – იცინე, იცინე, იმიტომ, რომ ის რომ აქ ჩამოვიდეს, ისევ შენს ბორდელებში მოგიწევს დაკვრა. ჯელიმ სიცილი შეწყვიტა, ჯიბიდან სადაფისტარიანი პისტოლეტი ამოიღო, მეტიჩარას შუბლზე მიადო, არ გაუსვრია, უბრალოდ იკითხა:

  • სად ტრაკშია ის გემი?

მხოლოდ ერთ რამეზე, დუელზე ფიქრობდა. მუსიკით უპირისპირდებოდნენ, ერთმანეთს, საბოლოოდ ერთი იმარჯვებადა. უსისხლო მაგრამ სიძულვილით აღსავსე ორთაბრძოლა იქნებოდა. ისეთი სიძულვილით, კანს რომ გიწვავს. ნოტები და ალკოჰოლი… ალბათ მთელი ღამე გაგრძელდებოდა ეს ყველაფერი.

ჯელი როლი დარწმუნებული იყო, რომ ბოლო მოეღებოდა ამ მონაჩმახს ოკეანის პიანისტზე. პრობლემა ის იყო, რომ ნოვეჩენტო პორტში არასდროს უკრავდა. მიწა ჩანდა და იქ დაკვრა არ შეეძლო. მხოლოდ ოკეანის შუაგულში ეხებოდა როიალს, სადაც მიწა მხოლოდ მოციმციმე შუქები, მოგონება ან იმედი იყო.

ასეთი იყო ნოვეჩენტო.

ჯელ როლ მორტონი გაცოფდა, შემდეგ საკუთარი ჯიბიდან გადაიხადა ევროპიდან ამერიკაში წასასველი-წამოსასვლელი ბილეთის ფული და ვირჯინიანზე ავიდა.

გემზე ერთადერთხელ, მისისიპის მდინარეზე იყო ნამყოფი. ყველაზე დიდი სისულელე რაც კი ოდესმე ჩამიდენია. რაღაც ცხოველური სახით განუცხადა მასთან დასმშვიდობლებლად მისულ ჟურნალისტებს.

გემი ბოსტონის მეთოთხმეტე ნავსაყუდელიდან გადიოდა, ჯელი კაიუტაში ჩაიკეტა და დაელოდა სანამ მიწა, შორეულ ნათებად, მოგონებად და იმედად არ გადიქცა.

ნოვეჩენტოს დიდად არ აღელვებდა ამ შეჯიბრის გარშემო შექმნილი აურზაური. კარგად ვერც კი ხვდებოდა რა საჭირო იყო დუელი. უბრალოდ იმის მოსმენა სურდა, თუ როგორ უკრავდა ჯაზის შემქმნელი.

ამ ყველაფერს ირონიის გარეშე ამბობდა, მართლა სჯეროდა, რომ ჯაზი ვიღაცამ გამოიგონა. ალბათ რაღაც ახალის სწავლას იმედოვნებდა. ამაში ბებერ დანის ჰგავდა, შეჯიბრი ფეხე ეკიდა, არც კი იცოდა ვინ იმარჯვებდა, შთაგონებას სხვა რაღაცეებში ხედავდა.

ნავიგაციის მეორე დღეს, 21 საათსა და 37 წუთზე ჯელ როლ მორტონი პირველი კლასის საცეკვაო ოთახში გამოცხადდა. საოცრად ელეგანტურად იყო ჩაცმული, მთლიანად შავებში. ყველამ იცოდა რაც უნდა გაეკეთებინა. მოცეკვავეები გაჩერდნენ, მუსიკოსებმა ინსტრუმენტები ჩააწყვეს, ბარმენმა ვისკი დაასხა, ხალხი დამუნჯდა.

ჯელი როლმა ვისკი აიღო, როიალს მიუახლოვდა და ნოვეჩენტოს თვალებში ჩახედა. არაფერი უთქვას, მაგრამ ჰაერი თითქოს მისმა ჩურჩულმა გააპო:

  • ადე მაქედან!

ნოვეჩენტო ფეზე წამოდგა:

  • შენ ჯაზის შემქმნელი ხარ, ხო?!
  • ეგაა რა!! შენ ის ხარ, მარტო მაშინ რომ უკრავ, ტრაკქვეშ ოკეანეს თუ გრძნობ?!
  • ეგაა რა!!

ასე გაიცნეს ერთმანეთი. ჯელი როლმა სიგარეტი აანთო, როიალის კიდეზე ჩამოსდო, დაჯდა და დაკვრა დაიწყო. რეგტაიმი იყო, მაგრამ ისეთი, არავის არასდროს რომ მოესმინა მანამდე. არ უკრავდა, დასრიალებდა. მელოდია აბრეშუმის სარჩულს ჰგავდა, მოცეკვავე ქალის სხეულიდან რომ ცურდება ნელ-ნელა. მუსიკაში ამერიკის ყველა ბორდელი იგრძნობოდა, განსაკუთრებით კი ის მდიდრული ბორდელები, სადაც გარდერობის მოსმსახურე პერსონალიც რომ ლამაზია. ჯელი როლმა უხილავი ნოტებით ქარგვა სადღაც კლავიატურის ბოლოში ისე დაამთავრა, გეგონებოდა მარგალიტების პატარა კასკადი დაეშვა მარმარილოს იატაკზე.

სიგარეტი ისევ იქ, როიალის კიდეზე იდო ნახევრადჩამწვარი, მაგრამ ფერფლი ოდნავაც არ შერხეულა. იფიქრებდი, ფერფლსაც შეეშინდა ხმაურის გამოწვევისო.

ჯელიმ სიგარეტი ხელში აიღო. ხელები რომ პეპლებივით ჰქონდა, გითხარით უკვე. ნახევრადჩამწვარი სიგარეტი ხელში ეჭირა, ფერფლი კი ისევ არ ჩქარობდა ჩამოვარდნას. ნოვეჩენტოს მიუახლოვდა, ცხვირთან მიუტანა დაწყობილფერფლიანი სიგარეტი და უთხრა:

  • შენი ჯერია, მეზღვაურო!

ნოვეჩენტოს გაეღიმა, ერთობოდა რა… როიალს მიუჯდა და ყველაზე დიდი სისულელე ჩაიდინა, რისი ჩადენაც შეეძლო.

რაღაც შტერული საბავშვო სიმღერა: – მამიკო ბრუნდება დაუკრა.

წლების წინ ვიღაც ემიგრანტისგან მოისმინა და იმის შემდეგ აიკვიატა. სრული სერიოზულობით მოსწონდა, ამბობდა, საოცრად ამაღელვებელიაო. ამის დაკვრას დიდი ოსტატობა ნამდვილად არ სჭირდებოდა, რომ მომენდომებინა მეც ვისწავლიდი, მაიმუნობდა რაღაცას, ერთი-ორი აკორდი დაუმატა, მაგრამ მელოდია შტერული იყო და შტერულად დარჩა. ჯელი როლს გავხედე, ისეთი სახე ჰქონდა, გეგონებოდა საშობაო საჩუქრები მოჰპარეს.

ნოვეჩენტოს მგელის მზერა სტყორცნა და ისევ მიუჯდა როიალს. ისეთი ბლუზი შეუბერა, რომ გერმანელ მემანქანესაც კი აატირებდა. გეგონებოდა ყველა ზანგის დაკრეფილ ბამბას საკუთარი ხელით არჩევდა ჯელი. გული გაგიჩერდებოდა, ხალხი სლუკუნით წამოდგა ფეხზე და ტაშის დაკვრა დაიწყო. ჯაზის შემქმნელს რევერანსების კეთება არც უცდია, სჩანდა, რომ უკვე სულ ცალ ფეზე ეკდა ეს ყველაფერი.

ახლა ისევ ნოვეჩენტოს ჯერი იყო. დასაწყისიც ცუდი ჰქონდა, იმიტომ რომ აცრემლებული მიუჯდა როიალს. შეძრული იყო, მაგრამ მისი გაგება შეიძლება კიდეც.

აბსურდი იყო, მაგრამ იმ ზღვა მუსიკალური მარაგის პატრონს, რაც თავსა და ხელებში ჰქონდა, აზრად მოუვიდა რომ… ჯელის დაკრული მელოდია გაემეორებინა.

  • ისეთი ლამაზი იყოო. – თავის გასამართლებლად მითხრა მეორე დღეს. აზრზეც არ იყო, რას ნიშნავდა დუელი.

იგივე ბლუზი დაუკრა, რომელიც მის ხელებში აკორდების უინტერესო წყებად გადაქცეულიყო. კლავიატურას მიწებებული უკრავდა, თითქოს ყველა აკორდისგან აღებამოსწონდა. აშკარად სიამოვნებდა ამ ყალბი ნოტების დაკვრა. მსმენელებს ნაკლებად ესიამოვნათ, როდესაც დაკვრა შეწყვიტა, ვიღაცამ დაუსტვინა კიდეც.

ჯელ როლ მორტონს ახლა კი ნამდვილად გაუწყდა მოთმინების ძაფი.

კი არ დაჯდა როიალთან, ლამის თავზე დაახტა ნოვეჩენტოს. ჩუმად, თავისთვის ჩაისისინა, მაგრამ ყველამ გავიგონეთ:

 – თავიდან მომწყდი ძაღლის ლეკვო.

შემდეგ როიალს ეძგერა. უკრავდაო, ეს ის სიტყვა ნამდვილად არ არის.

ყველაფერს აკეთებდა, რისი გაკეთებაც 88 კლავიშით შეიძლება, თან რაღაც ელექტრონული სიჩქარით. ერთი ნოტიც კი არ შეშლია, სახის ერთი ნაკვთის არ შეტოკებია. ეს მუსიკა აღარ იყო, ეს პატივმოყვარე ჯადოქრის ულამაზესი კეთილი სასწაული იყო. მხოლოდ წმინდანები აკლდნენ აქაურობას. ნამდვილი საოცრება ხდებოდა. ხალხი გაგიჟდა, უსტვენდნენ და ტაშს უკრავდნენ. ასეთი რამ, მათ ყურს არასდროს მოესმინა. ისეთი ამბავი ატეხეს, გეგონებოდა ახალწელს ულოცავდნენ ერთმანეთს. ამ არეულობაში თვალებით ნოვეჩენტო მოვძებნე. მთელს მსოფლიოში ყველაზე იმედგაცრუებულ სახე ჰონდა, თან ცოტა მოსულელოც:

 – ეს მთლად შტერი ყოფილა. არაფერი ვუპასუხე, რა უნდა მეთქვა.

ჩემსკენ გადმოიხარა და მითხრა:

 – მიდი რა, ერთი ღერი სიგარეტი მომაწევინე.

ისე გავშტერდი, რომ სიგარეტი ანგარიშმიუცემლად გავუწოდე. იმის თქმა მინდოდა, რომ ნოვეჩენტო არ ეწეოდა. სიგარეტი გამომართვა და როიალისკენ წავიდა. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ხალხს ეხვეწებოდა, დამაკვრევინეთო.

ვიღაც მახვილგონიერმა მწარედ იხუმრა ნოვეჩენტოს მისამართით, აქა-იქ სიცილი და სტვენაც გაისმა. ხომ იცით, ხალხი დამარცხებულს არ ინდობს.

ნოვეჩენტო მოთმინებით დაელოდა სიჩუმის ჩამოვარდნას, შემდეგ ბარის მაგიდასთან მდგომ ჯელი როლს გახედა, ნება-ნება რომ წრუპავდა შამპანურს და წაისისინა:

 – შენ თავს დააბრალე, ნაგავო პიანისტო.

ჩემი სიგარეტი როიალის კიდეზე ჩამოდო. ჩამქრალი. და დაიწყო… (ისმის საოცარი ვირტუოზულობით შესრულებული მუსიკალური ნომერი, რომელიც ნახევარ წუთზე მეტხანს არ გრძელდება. ოთხი ხელისთვის დაწერილი ნაწარმოები უძლიერესი აკორდების ზალპით სრულდება. მსახიობი მუსიკის დასრულებას ელოდება და თხრობას განაგრძობს.).

  • ესეც ასე…

მსმენელებმა სულმოუთქმელად დაცალეს მუსიკა. სრული იმბეცილების სახით პირდაღებულები შესცქეროდნენ როიალს.

ასე იდგნენ კარგახანს, ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდი. იმ აკორდების მომაკვდინებელი ზალპის დროს, გეგონებოდა, რომ ათასი ხელი ერთად უკრავდა. შემეშინდა, როიალი ათიათას უხილავ ნოტად არ დაიშალოს-მეთქი. ამ დამაყრუებელ სიჩუმეში ნოვეჩენტო წამოდგა, ჩემი სიგარეტი აიღო, წინ წამოიწია, კლავიატურას გადაატარა და სიმებს შეახო… სუსტი ნაპერწკალი დავინახე.

სიგარეტს დავხედე და მოკიდებული ჰქონდა. გეფიცები.

კარგად იყო ანთებული. ნოვეჩენტოს სიგარეტი პატარა სანთელივით ეჭირა. არ ეწეოდა და არც იცოდა თითებს შორის როგორ უნდა მოექცია. რამდენიმე ნაბიჯი გადაგდა და ჯელ როლ მორტონს უთხრა:

 – შენ მოსწიე, მე აზრზე არ ვარ.

მოხადოებული ხალხი ახლა გამოფხიზლდა. ღრიალის აპოთეოზი, ტაშის გრიალი და საშინელი გნიასი აირია ერთმანეთში. არ ვიცი, ვინმეს ასეთი რამ თუ უნახავს ოდესმე.

ყველა ღრიალებდა და თან ცდილობდა ნოვეჩენტოს შეჰხებოდა ხელით. ნოვეჩენტო ყველაზე მეტად დაიბნა ამ არეულობით. მე კი ის მაინტერესებდა, ჯელ როლ მორტონი. ნერვიულად ეწეოდა ამ დაწყევლილ სიგარეტს. ცდილობდა როგორმე უზრუნველობის ნიღაბი აეფარებინა სახეზე, მაგრამ არ გამოსდიოდა.

დაბნეული მზერა არ იცოდა სად წაეღო. რაღაც მომენტში დავინახე, რომ თავისი პეპელა-ხელები აუკანკალდა. ეს სურათი სამუდამოდ აღმებეჭდა გონებაში, ხელები ისე უკანკალებდა, რომ ნოვეჩენტოს მიწოდებული სიგარეტი ჯერ შავ ელეგანტურ ტანსაცმელზე ჩამოეფერფლა, შემდეგ კი მარჯვენა ფეხსაცმელზე ჩაცურდა.

ლაქის ფეხსაცმელს სიგარეტის ფერფლი თეთრი ფურთხივით დააჩნდა. კარგად მახსოვს, ჯელმსა ფეხსაცმელს და ფერფლს დახედა და მიხვდა რაც მისახვედრი იყო. მიტრიალდა და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ისე ფრთხილად, რომ ფერფლი არც კი ჩამოჰყრია, გადაჭრა საცეკვაო ოთახი. იცოდა, რომ იმ გალაქულ ფეხსაცმელზე ფურთხით ეწერა ამ თამაშში გამარჯვებულის სახელი, იმასაც ხვდებოდა, რომ თვითონ ნამდვილად არ იყო.

ჯელ როლ მორტონმა მოგზაურობის დანარჩენი დრო საკუთარ კაიუტაში ჩაკეტილმა გაატარა. საუსთემფთონში ჩამოვიდა ვირჯინიანიდან და ამერიკაში სხვა გემით დაბრუნდა. არაფრის გაგონება არ სურდა ნოვეჩენტოსა და ამ დაწყევლილ გემზე, უბრალოდ სახლში დაბრუნება სურდა.

მესამე კლასის გემბანიდან ბორტს ჩამოყრდნობილი ნოვეჩენტო თვალს ადევნებდა, როგორ ჩადიოდა ელეგანტურად გამოწყობილი ჯელ როლ მორტონი გემიდან, ღია ყავისფერი ტყავის ჩემოდნით ხელში.

ნოვეჩენტომ მხოლოდ ეს ჩაილაპარაკა:

  • არ გავკარი ჯაზსაც.

ლივერპული, ნიუ იორკი, ლივერპული, რიო დე ჟანეირო, ლისაბონი, შანტიაგო, ჩილე, რიო დე ჟანეორო, ანტალია, ნიუ იორკი, ლივერპული, ბოსტონი, ლივერპული, ჰამბურგი, ნიუ იორკი, ჰამბურგი, ნიუ იორკი, ჟენევა, ფლორიდა, რიო დე ჟანეირო, ფლორიდა, ნიუ იორკი, ჟენევა, ლისაბონი, რიო დე ჟანეორო, ლივერპული, რიო დე ჟანეირო, ლივერპული, ნიუ იორკი, ვანკუვერი, ბოსტონი, ლივერპული, რიო დე ჟანეირო, ნიუ იორკი, ლივრპული, სანტიაგო, ჩილე, ნიუ იორკი, ლივერპული, ოკეანის შუაგული… სწორედ აქ ხდება ყველაფერი, აქ ვარდება კედლიდან ნახატი.

ყოველთვის მაოცებდა ნახატების კედლიდან ჩამოვარდნის ამბავი. წლების განმავლობაში თავისთვის არიან კედლებზე ჩამოკიდებულები, მერე ისე, რომ არაფერიც არ ხდება, ერთ მშვენიერ დღეს მიწას ენარცხებიან. კედელზე მილურსმნულებს ხელს არავინ ახლებს, ისინი კი ქვასავით ეცემიან იატაკზე. ისეთ დროს, ნიავიც რომ არ იძვრის, კოღოც რომ არ დაფრინავს არსად. ამ ყველაფერში სარი აზრის ნატამალიც კი არ დევს. კაცმა არ იცის, მაინც და მაინც იმ დროს რატომ ჩამოვარდნენ. რამ აიძულა ასეთი გადაწყვეტილების მიღება? იქნებ იმ საწყალსაც აქვს სული… ალბათ დიდი ხნის განავლობაში არწმუნებდა ამ ნაბიჯის სისწორეში ნახატს. კარგა ხანს ყოყმანობდნენ, ღირდა თუ არა ამის გაკეთება, ყოველ საღამოს არჩევდნენ , მსჯელობაში იძინებდნენ. ან შეიძლება თავიდანვე ჰქონად ეს ყველაფერი დაგეგმილი.

მოითათბირეს:

 – შვიდ წელიწადში.

 – მე მაწყობს.

 –კარგი, მაშინ 13 მაისს.

 – ოქეი, ექვსისკენ?

 – მოდი, ექვსს რომ 15 დააკლდება.

 –კარგი, ეგრე იყოს.

 – ძილი ნებისა.

 – ძილი ნებისა.

შვიდი წლის მერე, 13 მაისს, ექვსს, რომ 15 აკლია, ბრახ!!!

ვერასდროს გაიგებ, რა მოხდა. ეს ერთ-ერთ იმ ცხოვრებისეული კროსვორდთაგანია, რომელის ამოსახსნელადაც ჯობს ტვინი არ დაძაბო, იმიტომ, რომ მაინც ვერაფერს მოუხერხებ: როდესაც ნახატი ძირს ეცემა, როდესაც დილით იღვიძებ და ხვდები, რომ აღარ გიყვარს, როდესაც გაზეთს გადაშლი და წაიკითხავ, რომ ომი დაიწყო, როდესაც მატარებელს ხედავ, და ფიქრობ, აქედან უნდა ავახვიოო, როდესაც სარკეში ჩაიხედები და აღმოაჩენ, რომ დაბერდი, როდესაც ნოვეჩენტომ თეფშს თვალი მოაშორა და მითხრა:

 – სამ დღეში, ნიუ იორკში მე ამ გემიდან ჩავალ.

გავშრი.

  • ბრახ!

ნახატს ახსნას ვერ მოვთხოვდი, ნოვეჩენტოს კი. ცოტა ხანი ვაცადე და შემდეგ კითხვებით გული გავუწვრიილე, მინდოდა გამეგო, რატომ რა მიზეზით აპირებდა ჩასვლას. შეუძებელია ადამიანმა 32 წელი გაატაროს გემზე და შემდეგ ისე ჩავიდეს, რომ საუკეთესო მეგობარსაც არაფერი აუხსნას.

 – რაღაც უნდა ვნახო.

არაფრით არ უნდოდა თქმა, რის ნახვას აპირებდა. როდესაც გამოტყდა, მივხვდი რატომაც მიმალავდა.

  • ზღვა უნდა ვნახო.
  • ზღვა??

 – ხო, ზღვა.

 – აზრზე ხარ?! ყველაფერს დავიჯერებდი ამის გარდა. მეგონა რომ მემაიმუნებოდა. ამ საუკუნის ყველაზე დიდ სისულელს ამბობდა.

 – ნოვეჩენტო, 32 წელია რაც ზღვას მისჩერებიხარ.

 – ეს აქედან, მე ნაპირიდან მინდა შევხედო, ეს სულ სხვა რაღაცაა.

ღმერთო ჩემო, მეგონა პატარა ბავშვს ველაპარაკებოდი.

 – კარგი, დაიცადე, პორტში რომ მივალთ, იქედან კარგად შეათვალიერებ ზღვას. იგივე არ არის?

 – არ არის იგივე.

 – შენ რა იცი, ვინ გითხრა?, ლინ ბასტერმა უთხრა, გლეხმა ბასტერმა. ეს ერთერთი იმათთაგანი იყო, ორმოცი წლის განმავლობაში მუხლჩაუხრელად რომ მუშაობენ და საკუთარ ყანას რომ არ გაცდენილან. დიდი გამბედაობის შედეგად შედარებით მოზრდილი ქალაქის მონახულება გადაწყვიტა. თან მთელი ჭირნახული გვალმამ გადაუწვა, ცოლი სოფლის მღვდელთან ერთად გაიქცა, შვილებიც სადღაც გაიფანტნენ. მოკლედ, უმართლებდა რა ადამიანს!

ერთ დღეს ხელი დაავლო თავის ბარგა –ბარხანას და ლონდონისკენ გზას ფეხით დააწვა. გზები აერია და ლონდონის ნაცვლად რაღაც სოფელში ამოჰყო თავი.

ამ სოფლის შარაგზამ ზღვასთან მიიყვანა. ბასტარს ზღვა არასდროს ენახა და კარგახანს თავზარდაცემული შეჰყურებდა. იმან გამომაფხიზლა, რომ გავიგონე რას ამბობდაო. – ამტკიცებდა ბასტერი.

თავზარდამცემი ღრიალი რომელიც არ ჩერდებოდა და ერთსა და იმავეს იმეორებდა. პირუტყვებსი ხროვა, გესმით, ცხოვრება უზარმაზარია, გესმით უზარმაზარია!!

ლინ ბასტერს ამაზე არასდროს ეფიქრა, ისევე როგორც ალბათ ნოვეჩენტოს. ნოვეჩენტო შეიძლება რაღაცას ხვდებოდა კიდეც, მაგრამ ასეთი ფაქტის წინაშე არასდროს დამდგარა. ათასჯერ მოაყოლა ბასტერს ზღვის ამბავი და ბოლოს გადაწყვიტა, რომ თვითონაც უნდა ეცადა. ამ ყველაფერს ისე მისაბუთებდა, გეგონებოდა ორთლის ძრავის ფუნქციებს მიხსნიდა: მეცნიერულად.

 – აქ კიდევ რომ დავრჩე წლების განმავლობაშიც, ზღვა არაფერს მეტყვის. ჩავალ და ნორმალური ხალხივით ვიცხოვრებ მიწაზე. ერთხელაც რომელიმე მიყრუებულ სანაპიროს მივადგები, ზღვას თვალებში ჩავხედავ და დაველოდები რას დაიღრიალებს.

ღმერთმანი, მეცნიერული ახსნაა. ყველაზე დიდი მეცნიერული სისულელე რაც ოდესმე გამიგია. ამ ყველაფრის თქმა მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე. სათქმელად ადვილა… ფაქტია, რომ ნოვეჩენტოსთვის კარგი მინდოდა, ამიტომ ისიც მინდოდა, რომ ერთ დღეს გემიდან ჩასულიყო, როცა დაუკრავდა მიწა ეგრძნო ფეხქვეშ, ლამაზი ცოლი მოეყვანა და შვილები ჰყოლოდა. მოკლედ ცხოვრებისეული წვრილმანები, რომელიც გრანდიოზული თუ არა, ლამაზი მაინც არის . უბრალოდ სურვილი და ოდნავ იღბალი გჭირდება. ეს ზღვის ისტორია რაღაც დიდ სისაძაგლედ მეჩვენებოდა, მაგრამ თუ ნოვეჩენტოს მიწაზე ჩაიტყუებდა, მაშინ თვალს დავხუჭავდა.

მივხვდი, რომ მხარში უნდა ამოვდგომოდი და გადაწყვეტილება მოვუწონე. იმასაც დავპირდი, რომ ჩემი აქლემისბეწვის მოსასხამს ვაჩუქებდი და სულ სხვა ეფექტს მოახდენდა გემის კიბეებზე ჩასვლისას.

ცოტა შეცბა და მითხრა:

 – ხომ მოხვალ ჩემს სანახავად იქ, მიწაზე?

თვალები ამიწყლიანდა, ვერ ვიტანდი დამშვიდობების სცენებს. როგორც შემეძლო ისეთი უდარდელი სახე მივიღე და რაღაც სისულელეების ჩმახვა დავიწყე, ვუთხარი, რომ მის ძაღლს ერთად ვარბენინებდით ახალ აბიბინებულ მინდვრებში, მისი ლამაზი ცოლი კი ინდაურის ხორცს მოგვიმზადებდა ვახშმად.

ვიცინოდით, მაგრამ თვალებში გვეტყობოდა, ორივემ ვიცოდით ყველაფერი აქ დამთავრდა და ხდებოდა ის, რაც ერთხელ აუცილებლად უნდა მომხდარიყო: თებერვლის ერთ ჩვეულებრივ დღეს დანი ბუდმან ტი. დეი. ლემონ ნოვეჩენტო ნიუ იურკის პორტში ვირჯინიანს დატოვებდა. ზღვაში გატარებული 32 წლის შემდეგ მიწაზე დაეშვებოდა, იქედან ზღვა რომ დაენახა (ისმის ძველებური ბალადის მსგავსი მუსიკა. მსახიობი სიბნელეში ქრება და ნოვეჩენტოს ტანსაცმელში გამოწყობილი ჩნდება გემბანზე. აქლემისბეწვიან მომსასხამსა და ქუდში, დიდი ჩემოდნით ხელში. ცოტა ხანი გაუნძრევლად დგას ქარში და წინ იყურება. ნიუ იორკს გასცქერის. ნელ ნელა ჩასვლას იწყებს, მოულოდნელად მუსიკა წყდება და ნოვეჩენტო კიბის მესამე საფეხურს მიელურსმნება. მსახიობი ქუდს იხდის და მაყურებლისკენ შეტრიალდება.).

 – რა მოხდა?

 – ალბათ ვირთხამ გადაურბინა. თქვა ნეილ თაბორნმა ხუმარა ირლანდიელმა, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი არ ესმოდა.

 – რაღაც დაავიწყდებოდა.

 – რა დაავიწყდებოდა?

 – აბა მე რა ვიცი.

 – ალბათ დაავიწყდა, რატომ ჩადიოდა.

 – ნუ ახურებ, სისულელეებს მოეშვი.

ნოვეჩენტო კარგახანს იდგა გაშეშებული. ცალი ფეხი მეორე საფეხურზე ედგა, მეორე – მესამეზე. რაღაცას უყურებდა, გეგონებოდა თვალებით ვიღაცას ეძებდა.

ბოლოს ყველაზე მოულოდნელი რამ ჩაიდინა. ქუდი მოიხადა და კიბის სახელურის გასწვრივ, ზღვაში ჩააგდო. ქუდი რაღაც უცნაურ ფრინველს, ან ხორცის შემწვარ ნაჭერს გავდა. ჰაერში რამდენიმ სალტო გააკეთა და ზღვის ზედაპირზე დაეშვა. ფსკერისკენ რომ არ წავიდა, მივხვდი, რომ ხორცის ნაჭერი კი არა, მართლა ჩიტი ყოფილა.

როდესაც ისევ კიბეს ავხედეთ, დავინახეთ ნოვეჩენტო თავის აქლემისბეწვიან მოსასხამში, ჩემს აქლემისბეწვიან მოსასხამში. უკან ამოდიოდა და სახეზე უცნაური ღიმილი დასთამაშებდა. ორი ნაბიჯიც და ისევ გემზე აღმოჩნდა.

 – დაინახე, ახალი პიანისტი მოვიდა. – მითხრა ნეილ ო კონერმა.

 – ამბობენ, ყველაზე მაგარიაო. – ვუპასუხე და არ ვიცოდი, გიჟივით მეტირა თუ მეცინა. რა დაინახა, კიბის იმ დაწყევლილი საფეხურიდან, დღემდე არ ვიცი, ალბათ ვერც ვერასდროს მივხვდები. იმ დღიდან იმ ორი კრუიზის მანძილზე, რაც გემზე დავყავი, ნოვეჩენტო ცოტას მელაპარაკებოდა.

შეშფოთებული მეჩვენებოდა და კითხვებით აღარ ვუწყალები გულს. ისიც არაფერს იმჩნევდა. ვხვდებოდი, რომ რაღაც აწუხებდა, თან თავის თავშიც ჩაიკეტა და ამიტომ ვცდილობდით ამ თემაზე არ გვესაუბრა. ასე გაგრძელდა რამდენიმე თვის განმავლობაში. სანამ ერთხელ ნოვეჩენტო ჩემს კაიუტაში არ შემოვიდა და სხაპასხუპით არ მომაყარა:

 – მადლობთ მოსასხამისთვის, ძალიან მომწონდა, და საწყენია, რომ ვერ გამოვიყენე. მინდა გითხრა, რომ ახლა ყველაფერი კარგად არის და აღარასდროს ვიქნები უბედური.

იმასაც ვერ ვიტყვი დანამდვილებით, რომ ნოვეჩენტო ოდესმე უბედური იყო. იმ ადამიანების რიცხვს არ მიეკუთნებოდა, რომლებზეც შეიძლება იკითხო ბედნიერია თუ უბედურიო. ის უბრალოდ ნოვეჩნტო იყო. ტკივილსა ან ბედნიერებაზე თუ იფიქრებდი, ნამდვილად არ გაგახსენდებოდა. ყველსგან განსხვავებულები, ხელშეუხებლები იყვნენ, ის და თავისი მუსიკა, მათან სხვა დანარჩენ სამყაროს შეხება არ ჰქონდა.

 – არ იფიქრო, რომ უბედური ვარ. არ იფიქრო, რომ ოდესმე ისევ ვიქნები უბედური.

ამ ფრაზამ მოსვენება დამკარგინა. ამას რომ ამბობდა, ეტყობოდა, რომ არ ხუმრობდა. იმ ადამიანის სახე ჰქონდა, რომელმაც ზუსდად იცის სად მიდის და ისიც იცის რამდენ ხანში მივა დანიშნულების ადგილას. ისეთივე სახე ჰქონდა, როგორც მაშინ, როდესაც პიანინოს მიუჯდებოდა და დაკვრას იწყებდა, მისი ხელის მოძრაობაში ყოყმანის მარცვალიც არ იდო, თითქოს დარწმუნებული იყო, რომ კლავიშები მოთმინებით ელოდნენ მის შეხებას. ნოტები კი სამუდამოდ აღბეჭდილიყვნენ მის გონებაში.

მაშინ მივხვდი, რომ ნოვეჩენტოს გადაწყვეტილი ჰქონდა თავისი ცხოვრების შავსა და თეთრ კლავიშებს მისხდომოდა და დაეკრა აბსურდული და გენიალური, რთული და ლამაზი მუსიკა. ამ მუსიკაზე მისი ცხოვრების დარჩენილი წლები დაუღალავად იცკევებდნენ, თვითონ ნოვეჩენტო კი აღარასდროს იქნებოდა უბედური.

 ვირჯინიანიდან 1933 წლის 21 აგვისტოს ჩამოვედი. 6 წლის წინ დავიწყე ეს კრუიზი, მაგრამ მეგონა, რომ მთელი საუკუნე გავიდა. გემიდან ერთი დღით, ან ერთი კვირით კი არ ჩამოვსულვრა, სამუდამოდ ჩამოვედი.

ანგარიში გავასწორე, პასპორტში ბეჭედი ჩამირტყეს და მივხვდი, რომ ოკეანეს სამუდამოდ დავემშვიდობე. ვერ ვიტყვი, რომ გემზე ცხოვრება მომწონდა, ფულის შოვნის საკმაოდ უცნაური გზა იყო, მაგრამ კარგად გამომდიოდა. უბრალოდ ვერ წარმომედგინა, რომ ეს ყველაფერი ამდენხანს გაგრძელდებოდა.

მეზღვაური რომ ხარ, სულ სხვა საქმეა, ზღვა შენი სამუშაო ადგილია და იქ მანამ უნდა დარჩე სანამ ბოლო არ მოგეღება. საყვირზე როცა უკრავ, ზღვაზე ყოველთვის უცხო იქნები. ადრე თუ გვიან მიწას უნდა დაუბრუნდე.

  •  სჯობს ადრე ჩავიდე. – ვუთხარი ნოვეჩნტოს.

გამიგო, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ჩემი გაშვება არ უნდოდა. არაფერი უთქვამს, მიხვდა, რომ ასე სჯობდა. ჩემი გემზე ყოფნის ბოლო დღეს, ჩვეულებრივად ვუკრავდით პირველი კლასის იმბეცილი მგზავრებისთვის.

ჩემი სოლოს დროს გავიგონე როგორ ამყვა პიანინოს ხმა. ერთად ვუკრავდით კარგახანს, ვცდილობდი ისე დამეკრა, როგორც არასდროს, ნოვეჩენტო კი ყველგან მომყვებოდა. ისეთ ამბავს ვუყვებოდით მუსიკით ერთმანეთს, სიტყვები რომ არასდროს გვეყოფოდა. ხალხი ისე აგრძელებდა ცეკვას, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. შეიძლება ერთ მგზავრს მეორესთვის ეთქვას:

 – იმას შეხედე, საყვირიანს, ან გიჟია, ან მთვრალი. საყვირზე უკრავს და თან ტირის…

გემიდან ჩამოსვლის შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები, ეგ უკვე სხვა საქმეა. რაღაც კარგის გაკეთებაც შემეძლო, ეს დაწყევლილი ომი რომ არ გამოჩხერილიყო შუაში. ომმა ცხოვრება გაართულა, კაცმა არ იცოდა რა ხდებოდა. ფხიანი უნდა ყოფილიყავი, მოზაიკის ნაწილებივით რომ აგეწყო შენი საქმე… მე კი მხოლოდ საყვირზე დაკვრა ვიცოდი. საოცრად უსარგებლოა ამის ცოდნა გაგანია ომში. ასეთ დროს მთავარია არ დაეცე… სულით.

მოკლედ, ნოვეჩენტოსა და ვირჯინიანზე წლების განმავლობაში აღარაფერი მსმენია. ის კი არ იყო, რომ დამავიწყდა, პირიქით ხშირად ვიჭერდი ჩემს თავს ასეთ ფიქრებზე:

  • ნეტავ, რას იტყოდა ნოვეჩენტო აქ რომ ყოფილიყო? – ალბათ ასე იტყოდა:
  •  გავკარი ომსაცო, მე რომ იგივე გამემეორებინა ასეთი ეფექტი არ ექნებოდა.

ზოგჯერ თვალებს ვხუჭავდი და თავს მესამე კლასში წარმოვიდგენდი ხოლმე. აი, ღარიბი ემიგრანტები მღერიან, იქეთ კი ნოვეჩენტო უკრავს თავის დაწყევლილ მუსიკას. ოკეანის მლაშე სუნიც კი ცხვირს მიწვავდა. ზოგჯერ ადამიანს მხოლოდ ფანტასია და მოგონება გაძლებინებს, ღარიბების ტრიუკია, მაგრამ ყოველთვის ამართლებს.

მეგონა ჩემი წარსულის ამ ნაწილს სამუდამოდ დავემშვიდობე, სანამ ერთ დღეს ირლანდიელი ნეილ ო კონერის (სულ რომ ხუმრობდა) წერილი არ მივიღე. ამ ჯერად, წერილი სერიოზული ტონით იყო დაწერილი. მწერდა, რომ ომის დროს ვირჯინიანს მოგზაურ – საავადმყოფოდ იყენებდნენ, დაჭრილები გადაჰყავდათ. ცოტა ხნის შემდეგ გემს ბოლო ისე მოეღო, რომ მისი ჩაძირვა გადაწყვიტეს. პლიმუსში ჩამოსხეს ეკიპაჟი, დენთით აავსეს გემი და ზღვაში უპირებენ გაყვანას ასაფეთქებლად: ბუჰ და ეგაა რა!!!

პოსტ სკრიპტუმ: ას დოლარს ვერ მასესხებ, გეფიცები, დაგიბრუნებ.

პოსტ პოსტ სკრიპტუმ: ნოვეჩენტო არც კი ჩამოსულა გემიდან. მარტო ეს. რამდენიმე დღის განმავლობაში ეს წერილი ხელიდან არც კი გამიგდია. მატარებლით პლიმუსში ჩავედი, პორტში მივედი, გემის მცველებს ცოტა ფული მივეცი და იგივე გზა გავიარე, რაც შვიდი წლის წინ.

გემი თავიდან ბოლომდე დავიარე და ძრავის ოთახში რაღაც ყუთზე ჩამოვჯექი – ჩემი ვარაუდით დენთით სავსეზე. ქუდი მოვიხადე, მიწაზე დავდე. ვიჯექი და უსასრულობაში ვიყურებოდი. ყველგან დენთია, დენთია ტრაკქვეშაც. დანი ბუდმან ტი. დეი. ლემონ ნოვეჩენტო.

დავიფიცებ, რომ იცოდა: ყველაფერი ასე უნდა დამთავრებულიყო… ისევე, როგორც იცოდა, რა ნოტი უნდა აეღო… იქ იდგა, დაბერებულიყო რაღაცნაირად, ლამაზად, მაგრამ დაღლილი სახე არ ჰქონდა..

გემზე არანაირი შუქი არ აღწევდა, ყველაფერს ფილტრავდნენ სქელი კედლები. ვინ იცის როგორი ღამე იდგა გარეთ… თეთრი ხელები, ბოლომდე შეკრული პიჯაკი, საგულდაგულოდ გაპრიალებული ფეხსაცმელი, არც კი ჩასულა გემიდან… სიბნელეში პრინცს ჰგავდა.

არც კი ჩასულა გემიდან, ჰაერში აიწეოდა შუა ზღვაში, ყველაფერთან ერთად… ცხოვრების გრანდიოზული ფინალი ელოდებოდა, ნაპირიდან ყველა აღტაცებული დააკვირდებოდა დიდ ფეიერვერკს. შუა ზღვაში კი გასროლა, ცეცხლი და წყალი, ბოლოს დიდი ტალღა.

დენი ბუდმან ტი. დეი. ლემონ ნოვეჩენტო..

ამ სიბნელეში სავეს გემზე მისი ერთადერთი მოგონება ხმა იყო, ჩუმი და მარტოსული ხმა… (მსახიობი ნოვეჩენტოდ გადაიქცევა).

მთელი ეს ქალაქი… დასარული არსად ჩანს… დასასრული, ღმერთმანი, რა დასასრულზეა ლაპარაკი? და ხმაური… იმ დაწყევველილი კიბიდან ყველაფერი როგორ ლამაზად ჩანდა. ჩემი მოსასხამით როგორი აღტაცებული ვიყავი, ვერ კი წარმომედგინა, რომ არ ჩავიდოდი…  და ლურჯი ქუდით..

პირველი საფეხური, მეორე საფეხური, მესამე საფეხური. პირველი საფეხური, მეორე საფეხური, მესამე საფეხური. პირველი საფეხური, მეორე საფეხური. არაფერი დამინახავს, რამაც უკან დამაბრუნა. ზუსტად ეგ იყო მიზეზი, არაფერი დამინახავს. გესმის ძმაო, ვერაფერი დავინახე… იმ უსაზღვრო ქალაქში ყველაფერი იყო იმის გარდა… ყველაფერი იყო. არ იყო მხოლოდ დასასრული, არ ვიცოდი საით მიექანებოდა სამყარო… აბა დაფიქრდი, როიალის კლავიშები იწყება და მთავრდება. იცი, რომ 88 კლავიშია. ამას ვერავინ შეცვლის. უსასრულონი არ არიან, უსასრულო ხარ შენ და მუსიკა კლავიშებში..

შენ უსასრულო ხარ, ასე ცხოვრება მომწონს… თუ მე ჩამოვალ ამ კიბეებიდან და ჩემს წინაშე… თუ მე ჩამოვალ ამ კიბეებიდან და ჩემს წინაშე მილიონობით და მილიარდობით კლავიში გადაიშლება… მილიარდობით კლავიში, რომლებიც არასდროს დასრულდება, შენ კი არასდროს გეცოდინება საიდან დაიწყო… ამ კლავიშებზე ვერასდროს დაუკრავ, იმიტომ რომ შეიძლება შეგეშალოს… ამ როიალს მხოლოდ უფალი უკრავს.

იესო ქრისტევ, მიჩვენე გზა… გზა ათასნაირია, როგორ უნდა ამოირჩიო ერთი, შენი… ამოირჩიო ქალი… ამოირჩიო სახლი, შენი მიწა, პეიზაჟი რომელსაც ყოველდღე უნდა უყურო… ამოირჩიო როგორ უნდა მოკვდე. მთელი ეს სამყარო. მთელი სამყარო, რომელიც არ იცი სად მთავრდება.

არ გეშინია, რომ არ გაგიჟდე ამაზე ფიქრით, არ გეშინია, რომ არ გაგიჟდე ცხოვრებით?.. მე ამ გემზე დავიბადე. სამყარო აქ ტრიალებდა, კარუსელივით. ორიათასი კაცი ყოველ ჯერზე თავიანთი ოცნებებით, მაგრამ ეს ოცნებები ღუზას და მაჩტას არ ცდებოდა. მეც ვუკრავდი საკუთარი ბედნიერების კლავიშებზე, რომლებიც უსასრულონი არ იყვნენ..

მე ასე მასწავლეს. მიწა ზედმეტად დიდი გემია ჩემთვის, მოგზაურობაა ზედმეტად გრძელი, ქალია უსაშველოდ ლამაზი, სუნია ზედმეად მძაფრი, და მუსიკაა, რომლის დაკვრაც მე არ ვიცი. მაპატიე, ვერ ჩამოვალ მიწაზე. მომეცი უფლება უკან დავბრუნდე…

 – ძალიან გთხოვ..

 – ძმაო, ეცადე, რომ გამიგო. გამიგე, თუ შეგიძლია.

 – ეს სამყარო მე თვალებში დავინახე. ლამაზი, მაგრამ საშინელი. საშინლად ლამაზი…

შიშმა უკან დამააბრუნა ჩემს გემზე, პატარა გემზე… ამ საღამოს ყველას თვალებში ვხედავდი ყოველ საღამოს თავიდან… ფანტაზმები… თუ დანებდები, მოგკლავს კიდეც… გემიდან ჩასვლის სურვილმა… შიშმა ამ ყველაფრის… ასე შეიძლება გაგიჟდე… გაგიჟდე.

ვიღაცას ეს უნდა გაეკეთებინა, მაგრამ მე ვერ შევძელი… ჯერ წარმოვიდგინე… შემდეგ შევეცადე… წლების განმავლობაში ვცდილობდი… ყოველ დღე… ათასჯერ მაინც ვცადე… ნელი და უჩინარი ჟესტი..

ის ვერ შევძელი, რომ გემიდან ჩავსულიყავი, მაგრამ თავის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლიდან ჩამოვედი. ნაბიჯ-ნაბიჯ, საფეხურ-საფეხურ ჩამოვდიოდი. თითო საფეხური თითო სურვილს უდრიდა, სურვილს, რომელსაც ვემშვიდობებოდი. არ ვარ გიჟი, არ ვართ გიჟები თავის გადასარჩენად ათასნაირ საძაგლობას რომ ჩავდივართ. მშიერ ცხოველებზე უფრო ეშმაკები ვხდებით… აქ სიგიჟე არაფერ შუაშია, მხოლოდ გენიოსს თუ შეუძლია, გეომეტრიული სიზუსტით დაგეგმოს საკუთარი ცხოვრებიდან ჩამოსვლა.

სურვილები სულს მიწიწკნიდნენ. ატანა ვეღარ შევძელი და მოვაჯადოვე ისინი. სათითაოდ მოვიტოვე ჩემს უკან.

მსოფლიოს ყველა ქალი ერთ იდეალურ ქალში, ერთ ნოტში გავცვალე. ამ ქალს გამჭირვალე კანი აქვს და სამკაულებს არ ატარებს, უთხელეს ფეხს შეუმჩნევლად აყოლებს ჩემს მუსიკას. ღიმილით, დაჟინებული მზერის გარეშე და წამოდგა სამუდამოდ წავიდა ჩემი ცხოვრებიდან. თან ჩემი ცხოვრების ყველა ქალი გაიყოლა.

მამობა იცი როდის შევიგრძენი? მომაკვდავი ბავშვის სარეცელთან რომ ვიჯექი და ვცდილობდი, რომ ამ მთრთოლვარე სანახაობიდან არც ერთი წამი არ გამომეტოვებინა. მინდოდა უკანასკნელი რამ ვყოფილიყავი, რასაც ოდესმე დაიანახავდა. თვალებში ჩავხედე ბავშვს იმ შვილივით, რომელიც არასდროს მყოლია.

ჩემი მიწაც შევიგრძენი, ჩრდილოელი კაცის სიმღერა რომ მოვისმინე. ვუსმენდი და ვხედავდი მინდვრებს, ბორცვებს და შუაში მორაკრაკე მდინარეს, თოვლსა და მგლებს ირგვლივ. ჩემი მიწა იმ კაცის სიმღერასთან ერთად დასრულდა.

მეგობრები, რომლებიც ასე ძალიან მინდოდა მყოლოდა, შენს თვალებში დავინახე იმ საღამოს, ერთად რომ ვუკრავდით. ისინიც შენთან ერთად წავიდნენ.

სასწაულს დავემშვიდობე, როდესაც ჩრდილოეთის ზღვაში სიცხისგან დამარცხებული უზარმაზარი აისბერგები ვიხილე. სასწაულს მეორედ დავემშვიდობე, როდესაც ვიხილე, როგორ იცინოდა ომში ნაფლეთებადქცეული ჯარისკაცი. განრისხებას დავემშვიდობე, როდესაც დავინახე როგორ აავსეს ეს გემი დენთით. ჩემს მუსიკასაც დავემშვიდობე, როდესაც მთელი ღამის განმავლობაში, ერთი ამოსუნთქვით დავუკარი. სიხარული მოვაჯადოვე და დავემშვიდობე, როდესაც აქ შემოსული დაგინახე.

ეს სიგიჟე არ არის, ძმაო, გეომეტრიაა. ფარგლით ნამუშევარია. მე უბედურება განვაიარაღე. ცხოვრებას სურვილები გავაცალე. ჩემს განვლილ დღეებს რომ გადახედო, იქ დაინახავ ჩემს ოცნებებს. მოჯადოებულებს, სამუდამოდ გაყინულებს, ამ უცნაური მოგზაურობის სადარაჯოზე, რომელიც მარტო მე და შენ ვიცით…

(ნოვეჩენტო კულისებისკენ მიდის).

(ჩერდება და ტრიალდება).

იცი რა სცენა წარმოვიდგინე?! მიწაზე რომ ჩამოვიდოდი და საკუთარ გვარს და სახელს დავუწყებდი ძებნდას უსაშველოდ გრძელ სიებში.

 – გვარი-სახელი გეთაყვა.

 – ნოვეჩენტო.

 – ნოსოვსკი, ნოტრბარტალო, ნოვალსი, ნოცა…

 – გემზე ვარ დაბადებული.

 – ბატონო??

 – გემზე დავიბადე და აქვე მოვკვდი, არასდროს ჩავსულვარ მიწაზე.

 – გემი ჩაიძირა?

 – არა, ააფეთქეს. ექვსკილონახევარი დენთი…. და ბუმ!!!

 – გასაგებია…. ახლა ხომ ყველაფერი რიგზე გაქვთ?

 – გმადლობთ, ყველაფერი კარგად მაქვს, უბრალოდ მკლავი დავკარგე, მაგრამ დამაიმედეს, რომ….

 – მკლავი გაკლიათ?

 – ხომ იცით, როგორ ხდება აფეთქებების დროს.

 – უნდა გვქონდეს რამდენიმე ცალი, რომელი გნებავთ?

 – მარცხენა.

 – ჰმ….

 –ბატონო?

 – ორი ზედმეტი მკლავი კი მაქვს, მაგრამ ვშიშობ, რომ ორივე მარჯვენაა.

 – რა დასანანია, ორივე მარჯვენა რომ არის.

 – თუ რაიმე დისცომფორტს არ შეგიქმნით…

 – რას გულისხმობთ?

 – მინდოდა მეთქვა, მარჯვენა მკლავს ხომ არ აიღებდით?

 – მარჯვენას მარცხენას ნაცვლად?

 – დიახ.

 – ისე, უხელობას ორი მარჯვენა ხელი სჯობს.

 –მეც ასე ვფიქრობ. ერთი წუთი დამელოდე, წავალ, მოვიტან.

 – იქნებ რამდენიმე დღეში გამოვიარო და მარცხენა მკლავებიც გქონდეთ?

 – ახლა ორი მარჯვენა მაქვს, ერთი თეთრი და ერთი შავი.

 – თეთრი მომეცით თუ შეიძლება, ზანგების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ერთიანი შეფერილობა მირჩევნია.

 – არ გამიმართლა რა. სამოთხეში მივდივარ ორი მარჯვენა ხელით (ცხვირში ლაპარაკობს) ახლა პირჯვარი გადავიწეროთ (პირჯვარის გადაწერას იწყებს, მაგრამ ჩერდება და ხელებს უყურებს). კაცმა არ იცის, რომელი ხელით უნდა გადავიწერო( ერთი წამით დაფიქრდება, შემდეგ ორივე ხელით გადაიწერს პირჯვარს) აწ და მარადის, უკუნისი უკუნისამდე….. სულ ასე უნდა ვიმაიმუნო რა!!!

(ისევ გადაისახავს პირჯვარს).

ჯოჯოხეთი თუ სამოთხე?

  • სასაცილოს რას ხედავთ?!

(ისევ კულისებისკენ მიემართება, გასვლამდე წამიერად შეჩერდება და მაყურებლისკენ მიბრუნდება. თვალები არაბუნებრივად უბრწყინავენ.).

  • ისე, მუსიკა ხოოო….ორივე მარჯვენა ხელით როგორ მოვახერხებ, იქნებ როიალი სპეციალურად შემირჩიონ. (ისევ სერიოზული ხდება).

 – დენთზე ზიხარ ძმაო, ასწიე ტრაკი და მოუსვი აქედან. ამჯერად ყველაფერი დამთავრდა…. მართლა ყველაფერი დამთავრდა…

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button